სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში მიხეილ სააკაშვილის დაჯავშნული "ტოიოტა" მოიპარეს - საქმეში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის სახელი ფიგურირებს
კიევში მიხეილ სააკაშვილის დაჯავშნული "ტოიოტა" მოიპარეს - საქმეში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის სახელი ფიგურირებს

კი­ევ­ში და­ჯავ­შნუ­ლი "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რი" გა­ი­ტა­ცეს, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მე­ბი უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრზე ელე­ნა ლუ­კაშ­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ.

ლუ­კაშ­მა ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი პო­ლი­ცი­ის ერთი წლის იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცეს. დღეს კი­ევ­ში მისი და­ჯავ­შნუ­ლი Toyota Land Cruiser გა­ი­ტა­ცეს. გი­ლო­ცავ მიხო! არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ფორ­მაა :)" - წერს უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ფე­ის­ბუქ­ზე.

korrespondent.net-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის 6 მი­ლი­ონ გრივ­ნად ღი­რე­ბუ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 234 000 დო­ლა­რი) ავ­ტო­მო­ბი­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბულ დამ­ნა­შა­ვე­თა დაჯ­გუ­ფე­ბამ გა­ი­ტა­ცა, რო­მელ­საც ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, 43 წლის სერ­გო (გუგა) ღლონ­ტი მე­თა­უ­რობს. თა­ვად ღლონ­ტი, ამ­ჟა­მად ლუ­კი­ა­ნოვ­სკის სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელის. ის რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ა­კა­ვეს კი­ევ­ში. უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სერ­გო ღლონ­ტი რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ვი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის საქ­მე­ე­ბის გამო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და "ქარ­თუ­ლი კლა­ნი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­ას უკ­რა­ი­ნულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში". თუკი სა­სა­მარ­თლო ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცესს შე­ა­ჩე­რებს და და­კა­ვე­ბულს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯიპი მფლო­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს მაქ­სიმ ნე­ფე­დოვს Infiniti EX3 ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პა­რეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია korrespondent.net-ს მი­ხედ­ვით

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" სიმ­ბო­ლუ­რი სა­ნომ­რე ნიშ­ნით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაჯავშნული "ტოიოტა" მოიპარეს - საქმეში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის სახელი ფიგურირებს

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაჯავშნული "ტოიოტა" მოიპარეს - საქმეში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის სახელი ფიგურირებს

კიევში დაჯავშნული "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" გაიტაცეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება და რუსული ინტერნეტგამოცემები უკრაინის ყოფილი იუსტიციის მინისტრზე ელენა ლუკაშზე დაყრდნობით წერენ.

ლუკაშმა ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "სააკაშვილს ახალი პოლიციის ერთი წლის იუბილე მიულოცეს. დღეს კიევში მისი დაჯავშნული Toyota Land Cruiser გაიტაცეს. გილოცავ მიხო! არაჩვეულებრივი რეფორმაა :)" - წერს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი ფეისბუქზე.

korrespondent.net-ის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის 6 მილიონ გრივნად ღირებული (დაახლოებით 234 000 დოლარი) ავტომობილი, ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებამ გაიტაცა, რომელსაც ე.წ კანონიერი ქურდი, 43 წლის სერგო (გუგა) ღლონტი მეთაურობს. თავად ღლონტი, ამჟამად ლუკიანოვსკის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. ის რამდენიმე კვირის წინ დააკავეს კიევში. უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, სერგო ღლონტი რამდენჯერმეა ნასამართლევი ყალბი დოკუმენტების დამზადების და ნარკოტიკული საშუალებების საქმეების გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცება მიზნად ისახავდა "ქართული კლანისადმი ლოიალურობის გარანტიას უკრაინულ სამართალდამცავ უწყებებში". თუკი სასამართლო ე.წ კანონიერი ქურდის ადვოკატების პოზიციას გაითვალისწინებს, ექსტრადიციის პროცესს შეაჩერებს და დაკავებულს გაათავისუფლებს, ამ შემთხვევაში ჯიპი მფლობელს დაუბრუნდება.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მაქსიმ ნეფედოვს Infiniti EX3 ავტომობილი მოპარეს.

მომზადებულია korrespondent.net-ს მიხედვით

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილის ძვირადღირებული "მერსედესი" სიმბოლური სანომრე ნიშნით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ