პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი
ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლის ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩე­ჩენ ბო­ე­ვი­კევს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის ხში­რად იყე­ნებ­და.

ამის შე­სა­ხებ კვი­ცი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი კო­დო­რის ხე­ო­ბის მა­გა­ლით­ზე მო­იყ­ვა­ნა.

"კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ხმა­უ­რი სჭირ­დე­ბათ. ამის­თვის ხდე­ბო­და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბო­და... ალა­სა­ნი­ამ რომ კო­დო­რი ჩა­ი­ბა­რა, ორი წელი ფეხი არ შე­მიდ­გია იქ. რო­დე­საც შე­ვე­დი ადა­მა­ი­ნებს, ჩემს მე­ომ­რებს არა­ფე­რი არ სჯე­რო­დათ ჩემი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.... იმ დო­ნე­ზე ჰყავ­დათ და­ჯე­რე­ბუ­ლი ისი­ნი, რომ მე მარ­თა­ლი კაცი არ ვი­ყა­ვი. ალა­სა­ნია იმ დროს იყო უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, მან გა­ა­უქ­მა გუ­ბერ­ნია იმის გამო, რომ ის ად­გი­ლობ­რი­ვე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც არ დათ­მობ­დნენ კო­დორს. ისი­ნი ჩა­ა­ნაც­ვლეს აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს, რომ­ლე­ბიც ბრძა­ნე­ბას შე­ას­რუ­ლებ­დნენ და მი­ა­ტო­ვებ­დნენ კო­დორს, რო­ორც მი­ა­ტო­ვეს გაგ­რა. მე ვამ­ბობ, ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კე­ბი რომ შე­მო­მიყ­ვა­ნეს კო­დორ­ში, მა­გას კუ­რი­რებ­და ალა­სა­ნია. და­მიჯ­დეს ნე­ბის­მი­ერ დროს და ამას და­ვუმ­ტკი­ცებ. ის 1999 წლი­დან კუ­რი­რებ­და კო­დო­რის ხე­ო­ბას და ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრს, 1999 წლი­დან რაც და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლას გვახ­სოვს. რო­დის აა­ფეთ­ქეს და­ვით თევ­ზა­ძის ძმა? დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, რა­ტომ? თვი­თონ აკე­თებ­დნენ ყვე­ლა­ფერს და იმი­ტომ...", - აღ­ნიშ­ნა კვი­ცი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ჩე­ჩე­ნი "ბო­ე­ვი­კე­ბის" კო­დორ­ში შე­მოყ­ვა­ნას ირაკ­ლი ალა­სა­ნია კუ­რი­რებ­და - ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი

მან ახ­მედ ჩა­ტა­ვე­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, პრკუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ვი­დე­ო­ფი­რებ­ში სწო­რედ ჩა­ტა­ე­ვი ამო­იც­ნო.

"2015 წელს წარ­მო­მიდ­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფი­რე­ბი, რომ­ლი­თაც უნ­დო­დათ ჩემ­თვის და­ნა­შა­უ­ლი და­მეტ­კი­ცე­ბი­ნათ. ფი­რებ­ში ვი­ხი­ლე ორი ჩე­ჩე­ნი ბო­ე­ვი­კი, ერ­თმა­ნეთ­ში სა­უბ­რობ­დნენ. ეს ჩა­ნა­წე­რი ჩემს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აჩ­ვე­ნეს. აქე­დან ერთ-ერთი იყო ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი", - ამ­ბობს კვი­ცი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლება ჩეჩენ ბოევიკევს საკუთარი მიზნებისთვის ხშირად იყენებდა.

ამის შესახებ კვიციანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მან კონკრეტული ფაქტები კოდორის ხეობის მაგალითზე მოიყვანა.

"კოდორის ხეობაში ხმაური სჭირდებათ. ამისთვის ხდებოდა ის ყველაფერი, რაც ხდებოდა... ალასანიამ რომ კოდორი ჩაიბარა, ორი წელი ფეხი არ შემიდგია იქ. როდესაც შევედი ადამაინებს, ჩემს მეომრებს არაფერი არ სჯეროდათ ჩემი. გაოგნებული ვიყავი.... იმ დონეზე ჰყავდათ დაჯერებული ისინი, რომ მე მართალი კაცი არ ვიყავი. ალასანია იმ დროს იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მან გააუქმა გუბერნია იმის გამო, რომ ის ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც არ დათმობდნენ კოდორს. ისინი ჩაანაცვლეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებით ჩაანაცვლეს, რომლებიც ბრძანებას შეასრულებდნენ და მიატოვებდნენ კოდორს, როორც მიატოვეს გაგრა. მე ვამბობ, ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას კურირებდა ალასანია. დამიჯდეს ნებისმიერ დროს და ამას დავუმტკიცებ. ის 1999 წლიდან კურირებდა კოდორის ხეობას და ანტიტერორისტულ ცენტრს, 1999 წლიდან რაც დაიწყო საქართველოში, ყველას გვახსოვს. როდის ააფეთქეს დავით თევზაძის ძმა? დღემდე გამოუძიებელია, რატომ? თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს და იმიტომ...", - აღნიშნა კვიციანმა.

იხილეთ ვიდეო: ჩეჩენი "ბოევიკების" კოდორში შემოყვანას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

მან ახმედ ჩატავეთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მის სასამართლო პროცესზე, პრკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირებში სწორედ ჩატაევი ამოიცნო.

"2015 წელს წარმომიდგინა პროკურატურამ ფირები, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის დანაშაული დამეტკიცებინათ. ფირებში ვიხილე ორი ჩეჩენი ბოევიკი, ერთმანეთში საუბრობდნენ. ეს ჩანაწერი ჩემს სასამართლო პროცესზე აჩვენეს. აქედან ერთ-ერთი იყო ახმედ ჩატაევი", - ამბობს კვიციანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."