რუსთავში კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბიჭუნა გადმოვარდა

რუსთავში კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბიჭუნა გადმოვარდა

რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბიჭუნა გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებული თბილისის მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანა.

როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, მცირეწლოვანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი რუსთავში ნათესავის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც რაიონიდან ჩაიყვანეს მშობლებმა. მაღალსართულიანი კორპუსიდან ბავშვის ვარდნა მეზობელმა დაინახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ნინო დათაშვილი, მარიკა ვარდოშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი