საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Tbilisi Summer Set წელს ბოლოჯერ ჩატარდება: "მთავრობაში მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტებს"
Tbilisi Summer Set წელს ბოლოჯერ ჩატარდება: "მთავრობაში მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტებს"

8 და 9 ივ­ლისს გა­სა­მარ­თი Tbilisi Summer Set ბოლო იქ­ნე­ბა. 5-წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის შემ­დეგ ფეს­ტი­ვა­ლი არ­სე­ბო­ბას წყვეტს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კას ასა­ხე­ლე­ბენ.

"სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის და­ფი­ნან­სე­ბა­ში, რა­მაც კერ­ძო სექ­ტო­რი ძა­ლი­ან დიდი კრი­ზი­სის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა ისე­დაც კარ­გად ვი­თარ­დე­ბო­და, ის არ სა­ჭი­რო­ებ­და და­მა­ტე­ბით დახ­მა­რე­ბას", - აცხა­დებს ფეს­ტი­ვა­ლის პიარ-მე­ნე­ჯე­რი ნიკა დვა­ლი­ძე.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არას­ტა­ბი­ლუ­რი ვა­ლუ­ტის კურ­სის და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბა­ლი მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, კი­დევ უფრო რთუ­ლია კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წიო სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბულ ფეს­ტი­ვა­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბის გა­დახ­დით, შე­უძ­ლე­ბელს ხდი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე მუ­შა­ო­ბას.

"5 წლის მან­ძილ­ზე სწო­რედ ჩვენ­მა ფეს­ტი­ვალ­მა და მის­მა მას­შტაბ­მა მის­ცა ამ სფე­როს ამ­ხე­ლა ბიძ­გი. 2013 წელს გა­მარ­თუ­ლი Batumi Summer Set პირ­ვე­ლი იყო, სა­დაც 10 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ერთ სივ­რცე­ში სწო­რედ ელექტრო­ნულ­მა მუ­სი­კამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი გვქონ­და 2014-ში. 2015 წელს ფეს­ტი­ვა­ლი გა­ფარ­თოვ­და: ერთ სივ­რცე­ში გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ ტრენ­დუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა, შშმ პი­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი, თუმ­ცა შემ­დეგ ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რია წაგ­ვარ­თვეს...."

ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე თავ­ლა და მისი ეზო, იჯა­რით ფეს­ტი­ვა­ლის კონ­კუ­რენ­ტებს გა­და­ე­ცათ, ამის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე უთხრა უარი რი­ყის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის მი­ქი­რა­ვე­ბა­ზე.

"ასე­ვე არა­ერ­თხელ უარი მი­ვი­ღეთ თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან, თუნ­დაც ჯე­ბი­რე­ბის თხო­ვე­ბა­ზე. ეს გვი­ბიძ­გებს ვი­ფიქ­როთ, რომ დღეს მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პი, ხელი შე­უ­წყონ მხო­ლოდ ფა­ვო­რიტ და მათ­თვის მი­სა­ღებ ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ამ სფე­როს მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ", - აცხა­დე­ბენ Tbilisi Summer Set-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

"ზუს­ტად ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ დღეს არაა სა­ჭი­რო­ე­ბა იარ­სე­ბოს ისეთ­მა ფეს­ტი­ვალ­მა, რო­გო­რიც Tbilisi Summer Set-ია. ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­გა­რეთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მხრივ, დიდი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ, სწო­რედ ჩვენ­მა ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სე­რი­ამ უბიძ­გა ბევრ პრო­მო­უ­ტერ­სა და ბიზ­ნეს­მენს ინ­ვეს­ტი­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 8 და 9 ივ­ლისს ბოლო Tbilisi Summer Set, ხოლო ოქ­ტომ­ბერ­ში უკა­ნას­კნე­ლი Fall Set გა­ი­მარ­თე­ბა".

Tbilisi Summer Set წელს ბოლოჯერ ჩატარდება: "მთავრობაში მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტებს"

Tbilisi Summer Set წელს ბოლოჯერ ჩატარდება: "მთავრობაში მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტებს"

8 და 9 ივლისს გასამართი Tbilisi Summer Set ბოლო იქნება. 5-წლიანი არსებობის შემდეგ ფესტივალი არსებობას წყვეტს. ორგანიზატორები მიზეზად სახელმწიფოს პოლიტიკას ასახელებენ.

"სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო ელექტრონული მუსიკის დაფინანსებაში, რამაც კერძო სექტორი ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დააყენა. ელექტრონული მუსიკის მიმართულება ისედაც კარგად ვითარდებოდა, ის არ საჭიროებდა დამატებით დახმარებას", - აცხადებს ფესტივალის პიარ-მენეჯერი ნიკა დვალიძე.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, არასტაბილური ვალუტის კურსის და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში, კიდევ უფრო რთულია კონკურენცია გაუწიო სახელმწიფოს დაფინანსებულ ფესტივალებს, რომლებიც თავის მხრივ, ზედმეტად მაღალი ჰონორარების გადახდით, შეუძლებელს ხდიან საქართველოს ბაზარზე მუშაობას.

"5 წლის მანძილზე სწორედ ჩვენმა ფესტივალმა და მისმა მასშტაბმა მისცა ამ სფეროს ამხელა ბიძგი. 2013 წელს გამართული Batumi Summer Set პირველი იყო, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ერთ სივრცეში სწორედ ელექტრონულმა მუსიკამ გააერთიანა, ანალოგიური შედეგი გვქონდა 2014-ში. 2015 წელს ფესტივალი გაფართოვდა: ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ტრენდული ელექტრონული მუსიკა, შშმ პირების გამოფენა, კონსერვატორიის სტუდენტები, თუმცა შემდეგ ფესტივალის ტერიტორია წაგვართვეს...."

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე თავლა და მისი ეზო, იჯარით ფესტივალის კონკურენტებს გადაეცათ, ამის შემდეგ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე უთხრა უარი რიყის საგამოფენო სივრცის მიქირავებაზე.

"ასევე არაერთხელ უარი მივიღეთ თბილისის მერიისგან, თუნდაც ჯებირების თხოვებაზე. ეს გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ დღეს მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტ და მათთვის მისაღებ ფესტივალებსა და ღონისძიებებს და ამ სფეროს მონოპოლიზება მოახდინონ", - აცხადებენ Tbilisi Summer Set-ის ორგანიზატორები.

"ზუსტად ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დღეს არაა საჭიროება იარსებოს ისეთმა ფესტივალმა, როგორიც Tbilisi Summer Set-ია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ სფეროს განვითარებაში და საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში ელექტრონული მუსიკის მხრივ, დიდი წვლილი შევიტანეთ, სწორედ ჩვენმა ფესტივალების სერიამ უბიძგა ბევრ პრომოუტერსა და ბიზნესმენს ინვესტირება და მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. 8 და 9 ივლისს ბოლო Tbilisi Summer Set, ხოლო ოქტომბერში უკანასკნელი Fall Set გაიმართება".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება