32 წლის თეონა ნემსიწვერიძე დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული კომპანიის მფლობელია. ახალგაზრდა, მომხიბვლელი და მიზანდასახული ქალბატონის პროფესიონალიზმს ანდობენ მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნესტურების დაგეგმვასა და ტურისტული მარშრუტების შერჩევას. საინტერესო პროფესიისა და მრავალწლიანი გამოცდილების შესაბამისად, ჩვენი სტუმრის, თეონა ნემსიწვერიძის საქმიანი ბიოგრაფია საინტერესო ამბებითა და შთაბეჭდილებებითაა სავსე. მოსაყოლიც ბევრი აქვს...
ტურისტული კომპანია 10 წლის წინ 22 წლის გოგონამ სრულიად დამოუკიდებლად დააფუძნა. თავიდან ერთი ოთახი, ერთი სამუშაო კომპიუტერი და ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდა. ახლა სიამოვნებით იხსენებს იმ პერიოდს და თვლის, რომ მისი წარმატების საიდუმლო პროფესიის უსაზღვრო სიყვარული, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობაა. საქმიანობა შემომყვანი ტურიზმით დაიწყო. მისი პირველი ტური თბილისი-კახეთი-ბორჯომი იყო. ეს ადგილები დღემდე ყველაზე მოთხოვნად ადგილად რჩება და პირველი 2 ტურისტი დღემდე აქტიურ მომხმარებლებად რჩებიან, რომლებიც როგორც წესი, წელიწადში ორჯერ მაინც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას.
"ყველაზე მთავარი, რაც ტურისტს პირველივე ჩამოსვლისას შენს ქვეყანაზე წარმოდგენას უქმნის, დამხვედრია. დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, რომელიც შენი კომპანიის და, რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ქვეყნის სახეს წარმოადგენს. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს, მათ ყველა თემაზე საუბარი უნდა შეეძლოთ და სტუმარი პასუხგაუცემელი კითხვით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს, რა სფეროსაც უნდა უკავშირდებოდეს მისი ინტერესი" - ფიქრობს ახალგაზრდა ბიზნესლედი.
პროფესიული გამოცდილების მიღება თეონამ ჯერ კიდევ ოჯახში, უცხოელ სტუმრებზე დაკვირვებით დაიწყო. შემდეგ იყო უმაღლესი განათლება და პრაქტიკა ერთ-ერთ ძალიან მსხვილ კომპანიაში, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტი აღმოჩნდა, და ერთადერთი თანამშრომელი იყო, ვისაც ტურიზმის სპეციალობით თეორიული ცოდნა ჰქონდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის სწრაფ კარიერულ ზრდას და წარმატებას. თუმცა ამავდროულად, მისცა სტიმული, რომ მიღწეულს არ დასჯერებოდა და გაეკეთებინა მეტი...
დღეს თეონა ტურისტულ ბიზნესში ასაკით ყველაზე პატარა ხელმძღვანელია განაგრძეთ კითხვა