მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის ბედიც თქვენს ხელთაა
დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის ბედიც თქვენს ხელთაა

ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლაშა ბაქ­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებს:

"ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო,

ყვე­ლას მოგ­მარ­თავთ უმორ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნით - გვჭირ­დე­ბა სპონ­სო­რი ან სპონ­სო­რე­ბი. ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში მო­ი­ტა­ნეს და­ვით კა­კა­ბა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა ტე­რენ­ტი გრა­ნელს მი­უ­ძღვნა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს და­ვით კა­კა­ბა­ძის წარ­წე­რა: "ჭეშ­მა­რი­ტად დიდ პო­ეტს, ტე­რენ­ტი გრა­ნელს. იმე­დია, თქვე­ნი თხოვ­ნა შე­ვას­რუ­ლეთ. დ. კა­კა­ბა­ძე. 29 წ."

ტე­რენ­ტი გრა­ნელ­მა კი ორი წლის შემ­დეგ წა­ა­წე­რა: "მე ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი ვარ, ეს ჩემი სა­ხეა. რო­გორც ცხოვ­რე­ბა მიჰ­ყვე­ბა ტალ­ღებს, ისე მიჰ­ყვე­ბა ჩემი სული ზე­ცას. მე არ მინ­და მი­წა­ზე, მე მინ­და ვიყო სხვა­გან. მე რა­ღაც სხვა მინ­და. ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი, 1931 წელი".

ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა ამ ნა­მუ­შევ­რის შე­ძე­ნა. სულ 15 ათა­სი დო­ლა­რი გვჭირ­დე­ბა. იმე­დია, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­თაც ეს­მით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის­თვის ასე­თი უნი­კა­ლუ­რი ძეგლის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში და­ბი­ნა­ვე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა" - წერს ბაქ­რა­ძე პოს­ტში.

შა­ბა­თამ­დე, 9 ივ­ლი­სამ­დე ყვე­ლას შე­უძ­ლია მუ­ზე­უმ­ში მხატ­ვრო­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ეს უიშ­ვი­ა­თე­სი ნი­მუ­ში იხი­ლოს. "მობ­რძან­დით, ნა­ხეთ, შე­ა­ფა­სეთ - ახლა თუ არ ნა­ხავთ, შე­იძ­ლე­ბა ვერც ვე­რას­დროს ნა­ხოთ, თუ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ შე­ძე­ნა" - დას­ძენს მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის ბედიც თქვენს ხელთაა

დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის ბედიც თქვენს ხელთაა

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს და ინტერნეტმომხმარებლებს საინტერესო აღმოჩენის შესახებ ატყობინებს:

"ქალბატონებო და ბატონებო,

ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით - გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები. ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით კაკაბაძის წარწერა: "ჭეშმარიტად დიდ პოეტს, ტერენტი გრანელს. იმედია, თქვენი თხოვნა შევასრულეთ. დ. კაკაბაძე. 29 წ."

ტერენტი გრანელმა კი ორი წლის შემდეგ წააწერა: "მე ტერენტი გრანელი ვარ, ეს ჩემი სახეა. როგორც ცხოვრება მიჰყვება ტალღებს, ისე მიჰყვება ჩემი სული ზეცას. მე არ მინდა მიწაზე, მე მინდა ვიყო სხვაგან. მე რაღაც სხვა მინდა. ტერენტი გრანელი, 1931 წელი".

ლიტერატურის მუზეუმის პირდაპირი მოვალეობაა ამ ნამუშევრის შეძენა. სულ 15 ათასი დოლარი გვჭირდება. იმედია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიისთვის ასეთი უნიკალური ძეგლის სახელმწიფო მუზეუმში დაბინავება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა" - წერს ბაქრაძე პოსტში.

შაბათამდე, 9 ივლისამდე ყველას შეუძლია მუზეუმში მხატვრობისა და ლიტერატურის დამაკავშირებელი ეს უიშვიათესი ნიმუში იხილოს. "მობრძანდით, ნახეთ, შეაფასეთ - ახლა თუ არ ნახავთ, შეიძლება ვერც ვერასდროს ნახოთ, თუ ვერ მოვახერხეთ შეძენა" - დასძენს მუზეუმის დირექტორი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი