საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობა არ მიიღო. საქართველოს ეკლესიისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო კრებაზე გასატანი 6 საკითხიდან 2. სადაო საკითხებს შორის დასახელდა მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტავს თუ რატომ არის მკრეხელობა შერეული ჯვრისწერის დაკანონება.
"ჯვრისწერა არის ცოლ-ქმრის მარადიული კავშირი ქრისტეში ამაქვეყნირ და იმქვეყნიურ, მარადიულ ცხოვრებაში - ცხონებაში, მათი ერთობის დალოცვა.
მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ერეტიკოსი ვერ იხილავს სასუფეველს - მარადიულ ცხოვრებას; შესაბამისად, ერეტიკოსთან მართლმადიდებლის ჯვრის წერა - ქრისტეში მათი მარადიული ერთობის კურთხევა არის მარაზმი და მკრეხელობა!
შერეული ჯვრისწერის დაკანონების მოთხოვნის ქვეშ ხდება ფარულად გატარება იმ მწვალებლური აზრისა, რომ მწვალებლები ცხოდენიან ანუ მწვალებელსაც შეუძლია მარადიული ცხონების დამკვიდრება (ამიტომაც აკურთხებენ მწვალებელთან მართლმადიდებლის მარადიულ ცხოვრებაში ერთობას). ამ ერეტიკული რწმენის გატარება ხდება შერეული ჯვრისწერის დაკანონებით.
ჩემი აზრით, ეს არაა შეგნებული ბოროტგანზრახულობა, არამედ თანამედროვე ფსევდო ჰუმანიზმს იდეებს აყოლილ მოდერნისტ მართლმადიდებელთა სულიერი სიბეცე! თავის ჭკუით მართლმადიდებლობას ათანამედროვეებენ...
თვითონაც არ იციან რას ითხოვენ და რას აკეთებენ, "თაგვმა თხარა თხარაო"...
არსებობს ქორწინება და არსებობს ჯვრისწერა.
ქორწინება მატჩის ბიუროში სრულდება.
ჯვრისწერა კი ეკლესიაში.
ქორწინებით მამაკაცისა და დედაკაცის კავშირი იწოდება კანონიერ ცოლ-ქმრობად.
ჯვრისწერით კი იკურთხება და ილოცება ცოლ-ქმარის ამქვეუნიური და იმქვეყნიური მარადიული კავშირი.
არავინ მოგატყუოთ მოდერნიტური "კლიაუზნიკობით", რა შერეული ჯვრისწერა რის შერეული ჯვრისწერის დაკანონება როდესაც, ეკლესიის კანონები მორწმუნეს შერეულ ქორწინებასაც (ანუ საერო ხელმოწერას) კი უკრძალავს.
წაიკითხეთ გაეცანით ისწავლეთ, რომ იცოდეთ და არ მოტყუვდეთ".
იხილეთ ასევე: დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია