პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს დღეს ჯონ კერი ეწვევა
საქართველოს დღეს ჯონ კერი ეწვევა

სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯონ კერი ეწ­ვე­ვა.

ვი­ზტის ფარ­გლებ­ში, დღეს­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პი­რის­პირ შეხ­ვდე­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, ჯონ კე­რის. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი ქარ­ტი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­ტია მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­თო სპექტრს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. შედ­გე­ბა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმ­ზე ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია.

დღეს­ვე, 15:30 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯონ კერი მე­დი­ის­თვის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თე­ბენ.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძეს­თან.

"ეს ვი­ზი­ტი არის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის და სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გან­მტკი­ცე­ბის", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

საქართველოს დღეს ჯონ კერი ეწვევა

საქართველოს დღეს ჯონ კერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა.

ვიზტის ფარგლებში, დღესვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

დღესვე, 15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

”ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მხარდაჭერის და საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."