კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძე: ერთი წელია თურქეთში ვცხოვრობ
ნანა ნებიერიძე: ერთი წელია თურქეთში ვცხოვრობ

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნა­ვენ, აახ­ლე­ბენ გარ­დე­რობს, აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შო­ბენ, დი­ე­ტას იცა­ვენ, ათას­გვარ ხრიკს მი­მარ­თა­ვენ, სა­სურ­ველ ფორ­მა­ში რომ ჩად­გნენ. სპორ­ტსმე­ნი ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე გაგ­ვიმ­ხელს თა­ვის მოვ­ლის სა­კუ­თარ მე­თო­დებს.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბი სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის­თვის?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთი წე­ლია, თურ­ქეთ­ში ვცხოვ­რობ და ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია, სად და­ვის­ვე­ნებ... სა­ერ­თოდ, ზა­ფხუ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წელს, პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად მთა­ში წა­ვალ, მერე კი აუ­ცი­ლებ­ლად, ზღვის­პი­რეთ­საც ვეს­ტუმ­რე­ბი.

- თურ­ქეთ­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- ერთ-ერთ კლუბ­ში ტან­ვარ­ჯი­შის მთა­ვარ მწვრთნე­ლად ვმუ­შა­ობ.

- ეს დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რია თუ ისევ უნდა დაბ­რუნ­დე?

- არა, დრო­ე­ბი­თი არ არის, სექ­ტემ­ბრი­დან ისევ შე­ვუდ­გე­ბი მუ­შა­ო­ბას.

- შენი შვი­ლიც იქ გა­და­იყ­ვა­ნე სა­ცხოვ­რებ­ლად?

- სა­ცხოვ­რებ­ლად - არა. ნინა შვილ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­ვი­და თურ­ქეთ­ში.

- გარ­დე­რო­ბი უკვე გა­ნა­ახ­ლე? რო­მე­ლია შენი საყ­ვა­რე­ლი ფერი?

- ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, გარ­დე­რო­ბიც გან­ვა­ახ­ლე. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფე­რად-ფე­რა­დი სა­მო­სი. ამი­ტომ, წლის ამ დროს ჩემი გარ­დე­რო­ბი უჩ­ვე­უ­ლოდ ფე­რა­დი ხდე­ბა. ისე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცის­ფე­რი. ეს ფერი სა­ოც­რად მამ­შვი­დებს. ზღვის და სა­ერ­თოდ, წყლის ფანი ვარ. მზე და ზღვა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია.

- ზა­ფხულ­ში რო­გორ იწყებ დი­ლას?

- ვცდი­ლობ, ყო­ვე­ლი დილა ღი­მი­ლით და­ვი­წყო, მერე სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვვარ­ჯი­შობ. იმის­თვის, რომ ფორ­მა­ში ვიყო, დიდ ფიტ­ნეს-ცენ­ტრებ­ში სი­ა­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის.GზაPრესს

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის მოვ­ლას რა დროს უთ­მობ?

- თა­ვის მოვ­ლა ელე­მენ­ტა­რუ­ლი კულ­ტუ­რაა. ამი­ტომ, ყო­ველ თა­ვი­სუ­ფალ წუთ­სა და წამს ვი­ყე­ნებ იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.

- ქალ­ბა­ტო­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ყუ­რა­დღე­ბას სა­ხის კა­ნის მოვ­ლას უთ­მო­ბენ... თუ შე­გიძ­ლია, გაგ­ვიმ­ხი­ლე, შენ რას აკე­თებ?

- სა­ხის კა­ნის მოვ­ლა ძა­ლი­ან იო­ლია, მით უმე­ტეს, ზა­ფხულ­ში, როცა უამ­რა­ვი ხი­ლია. მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად, სხვა­დას­ხვა ხი­ლის ნი­ღაბს ვი­კე­თებ.

- სკრაბს თუ იყე­ნებ ხში­რად და რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მისი ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა?

- სა­ხის პი­ლინგს კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ ვი­ყე­ნებ. ყო­ველ­დღი­უ­რად მისი გა­კე­თე­ბა სა­ხის კანს აზი­ა­ნებს.

- რო­გორ ფიქ­რობ, სწო­რი კვე­ბა ლა­მა­ზი გა­რეგ­ნო­ბის სა­წინ­და­რია?

- სწო­რი კვე­ბა ნამ­დვი­ლად, შენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს, ანა­თებს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ნანა ნებიერიძე: ერთი წელია თურქეთში ვცხოვრობ

ნანა ნებიერიძე: ერთი წელია თურქეთში ვცხოვრობ

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალბატონები საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, აახლებენ გარდერობს, აქტიურად ვარჯიშობენ, დიეტას იცავენ, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, სასურველ ფორმაში რომ ჩადგნენ. სპორტსმენი ნანა ნებიერიძე გაგვიმხელს თავის მოვლის საკუთარ მეთოდებს.

- როგორ ემზადები საზაფხულო არდადეგებისთვის?

- მოგეხსენებათ, ერთი წელია, თურქეთში ვცხოვრობ და ჯერ არ გადამიწყვეტია, სად დავისვენებ... საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს. წელს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად მთაში წავალ, მერე კი აუცილებლად, ზღვისპირეთსაც ვესტუმრები.

- თურქეთში რას საქმიანობდი?

- ერთ-ერთ კლუბში ტანვარჯიშის მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ.

- ეს დროებითი სამსახურია თუ ისევ უნდა დაბრუნდე?

- არა, დროებითი არ არის, სექტემბრიდან ისევ შევუდგები მუშაობას.

- შენი შვილიც იქ გადაიყვანე საცხოვრებლად?

- საცხოვრებლად - არა. ნინა შვილთან ერთად, დასასვენებლად ჩამოვიდა თურქეთში.

- გარდერობი უკვე განაახლე? რომელია შენი საყვარელი ფერი?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, გარდერობიც განვაახლე. ზაფხულში ძალიან მიყვარს ფერად-ფერადი სამოსი. ამიტომ, წლის ამ დროს ჩემი გარდერობი უჩვეულოდ ფერადი ხდება. ისე, ძალიან მიყვარს ცისფერი. ეს ფერი საოცრად მამშვიდებს. ზღვის და საერთოდ, წყლის ფანი ვარ. მზე და ზღვა ჩემთვის ყველაფერია.

- ზაფხულში როგორ იწყებ დილას?

- ვცდილობ, ყოველი დილა ღიმილით დავიწყო, მერე სახლის პირობებში ვვარჯიშობ. იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო, დიდ ფიტნეს-ცენტრებში სიარული აუცილებელი სულაც არ არის.GზაPრესს

- დღის განმავლობაში თავის მოვლას რა დროს უთმობ?

- თავის მოვლა ელემენტარული კულტურაა. ამიტომ, ყოველ თავისუფალ წუთსა და წამს ვიყენებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე.

- ქალბატონები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას სახის კანის მოვლას უთმობენ... თუ შეგიძლია, გაგვიმხილე, შენ რას აკეთებ?

- სახის კანის მოვლა ძალიან იოლია, მით უმეტეს, ზაფხულში, როცა უამრავი ხილია. მთავარია მონდომება და ელემენტარული წესების შესრულება. როცა თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად, სხვადასხვა ხილის ნიღაბს ვიკეთებ.

- სკრაბს თუ იყენებ ხშირად და რამდენად მიზანშეწონილია მისი ხშირად გამოყენება?

- სახის პილინგს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიყენებ. ყოველდღიურად მისი გაკეთება სახის კანს აზიანებს.

- როგორ ფიქრობ, სწორი კვება ლამაზი გარეგნობის საწინდარია?

- სწორი კვება ნამდვილად, შენს გარეგნობაზე აისახება. ადამიანი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ანათებს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება