კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს
 ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს

"ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ უნდა მო­გი­ხა­დოთ ბო­დი­ში ყვე­ლა იმ უბე­დუ­რე­ბის­თვის, რაც ჩემს ად­გი­ლას მდგო­მებ­მა დაგ­მარ­თეს", - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ დღეს პე­და­გო­გებს.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი მას­წავ­ლე­ბელ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის პე­და­გო­გებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კორ­პუს­ში გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც 700-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა პე­და­გო­გებს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თავ­და, მომ­დევ­ნო ერთი სა­ა­თი კი, კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა.

"გა­დავ­წყვი­ტე, რომ ყვე­ლას, სა­თი­თა­ოდ მო­გი­ხა­დოთ ბო­დი­ში - მე პი­რა­დად, ყვე­ლა იმ უბე­დუ­რე­ბის­თვის, რაც ჩემს ად­გი­ლას მდგო­მებ­მა დაგ­მარ­თეს. მე ამ წუ­თას პი­როვ­ნე­ბა არ ვარ, ეს არის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამ სკამს, რო­მელ­ზეც მე ვზი­ვარ, იმ სკამ­თან, რო­მელ­ზეც თქვენ ზი­ხართ, ეკუთ­ვნის "დიდი, დიდი, დიდი ბო­დი­ში" და ამ ბო­დიშს მე გიხ­დით. ვა­პი­რებ და­ი­ნა­ხოთ, ეს არ არის ერთხელ სათ­ქმე­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რად ვცა­დე, რომ დღეს გა­შუ­ქე­ბა, პრე­სა არ ყო­ფი­ლი­ყო, რომ ამას ეპა­ტა­ჟუ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბა არ ჰქო­ნო­და. რის­თვის გიხ­დით ბო­დიშს? - ბო­დიშს გიხ­დით, რომ ჩვენ (ჩემ­ნა­ი­რებს ვგუ­ლის­ხმობ), მო­ვა­ხერ­ხეთ მას­წავ­ლებ­ლის დის­კრე­დი­ტა­ცია. მისი პრეს­ტი­ჟის დაგ­დე­ბა, მშობ­ლის, ბავ­შვის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლას წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტყვა ტა­შით რამ­დე­ჯერ­მე შე­ა­წყვე­ტი­ნეს.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა პე­და­გო­გებს პი­რო­ბა მის­ცა, რომ ამას ერ­თად გა­მო­ას­წო­რებს. მი­სი­ვე თქმით, აპი­რებს და 2-3 წე­ლი­წად­ში ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, "მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლი უნდა ქუხ­დეს ქვე­ყა­ნა­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს

 ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს

"ყველას სათითაოდ უნდა მოგიხადოთ ბოდიში ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს", - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს პედაგოგებს.

განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმართავდა, მომდევნო ერთი საათი კი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში - მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის "დიდი, დიდი, დიდი ბოდიში" და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? - ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც მასწავლებლებმა აღნიშნული სიტყვა ტაშით რამდეჯერმე შეაწყვეტინეს.

განათლების მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისცა, რომ ამას ერთად გამოასწორებს. მისივე თქმით, აპირებს და 2-3 წელიწადში ერთობლივი ძალისხმევით, "მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."