მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსეი პუშკოვი - კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე
ალექსეი პუშკოვი - კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე

ავ­სტრი­ე­ლი დე­პუ­ტა­ტის, კრის­ტი­ნა მუ­ტო­ნე­ნის გიგი წე­რე­თელ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა არის ზო­მი­ე­რი ევ­რო­პის აგ­რე­სი­ულ, ან­ტი­რუ­სულ ევ­რო­პა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ალექ­სეი პუშ­კოვ­მა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის­თვის ბრძო­ლა­ში გა­ი­მარ­ჯვეს იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ.

"ავ­სტრი­ელ სო­ცი­ა­ლისტ მუ­ტო­ნე­ნის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის კან­დი­დატ­ზე, გიგი წე­რე­თელ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა - ევ­რო­პის ზო­მი­ე­რი ნა­წი­ლის, აგ­რე­სი­ულ, ან­ტი­რუ­სულ ნა­წილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბაა. ეს ასე­ვე გა­მარ­ჯვე­ბაა რუ­სე­თის იზო­ლა­ცი­ის კურ­სზე, რომ­ლის გა­ტა­რე­ბა­საც ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე და სხვა ფორ­მა­ტებ­ში ამე­რი­კუ­ლი და კა­ნა­დუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და პუშ­კოვ­მა.

მისი მო­საზ­რე­ბით, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კენ­ჭისყრა მი­უ­თი­თებს, რომ ევ­რო­პა­ში რუ­სე­თის სა­კი­თხზე გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ­სე­ბობს.

ალექ­სეი პუშ­კო­ვი ასე­ვე მი­ე­სალ­მა ფაქტს, რომ ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე აირ­ჩი­ეს ნე­იტ­რა­ლუ­რი, ნატო-ში არ­შე­მა­ვა­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი კრის­ტი­ნა მუ­ტო­ნე­ნი გახ­და. პრე­ზი­დენ­ტის ასარ­ჩე­ვად კენ­ჭისყ­რის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან ხმა­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერც ერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ და­აგ­რო­ვა.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ავ­სტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ კრის­ტი­ნა მუ­ტო­ნენს 86-მა დე­ლე­გატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, გიგი წე­რე­თელს კი -73-მა.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის 25-ე, ყო­ველ­წლი­უ­რი სე­სია, რო­მე­ლიც 1-5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თბი­ლი­სის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბით და ასამ­ბლე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის არ­ჩე­ვით დას­რულ­და.

გიგი წე­რე­თე­ლი რჩე­ბა ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად მო­მა­ვა­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ალექსეი პუშკოვი - კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე

ალექსეი პუშკოვი - კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე

ავსტრიელი დეპუტატის, კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის აგრესიულ, ანტირუსულ ევროპაზე გამარჯვება, - აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც რუსეთთან დიალოგის საჭიროება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

"ავსტრიელ სოციალისტ მუტონენის მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატზე, გიგი წერეთელზე გამარჯვება - ევროპის ზომიერი ნაწილის, აგრესიულ, ანტირუსულ ნაწილზე გამარჯვებაა. ეს ასევე გამარჯვებაა რუსეთის იზოლაციის კურსზე, რომლის გატარებასაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და სხვა ფორმატებში ამერიკული და კანადური დელეგაციები ცდილობენ", - განაცხადა პუშკოვმა.

მისი მოსაზრებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩატარებული კენჭისყრა მიუთითებს, რომ ევროპაში რუსეთის საკითხზე განხეთქილება არსებობს.

ალექსეი პუშკოვი ასევე მიესალმა ფაქტს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს ნეიტრალური, ნატო-ში არშემავალი ქვეყნის წარმომადგენელი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.

ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა, თბილისის დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.

გიგი წერეთელი რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი 2 წლის განმავლობაში.

"გუშინ სენატორებმა ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს - მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია" - გიგი წერეთელი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს