პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მაგ­და მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მაგ­და პა­პი­ძე ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის, კერ­ძოდ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორი პი­რის, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ერ­თხმად სცნო, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქ.თბი­ლის­ში, გ. ფე­რა­ძის ქუჩა N6-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის N10 ოთახ­ში მაგ­და პა­პი­ძემ თა­ვის არე­ში უროს რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმით გან­ზრახ მოკ­ლა მე­უღ­ლე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი და ასე­ვე გან­ზრახ გა­გუ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, 5 წლის თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც ცხედ­რე­ბი ეზო­ში გა­ი­ტა­ნა და შე­ე­ცა­და და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის წაშ­ლას.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ის­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს ასე მოკ­ლე დრო­ში ერ­თხმად მი­ღე­ბუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი, რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში სრუ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი დამ­ნა­შა­ვედ.

2016 წლის 6 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა მაგ­და პა­პი­ძის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა. სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, თუ არც ერთი მხა­რე არ გა­ნა­ცხა­დებს უარს, სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა იმარ­თე­ბა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გე­ნენ სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბის ან შემ­სუ­ბუ­ქე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, გა­მო­ხა­ტა თან­ხმო­ბა სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა­ში ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რემ აღ­ნიშ­ნულ­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და სას­ჯელს გან­სა­ზღვრავს მო­სა­მარ­თლე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის სან­ქცი­ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პროკურატურა მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მაგდა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ. ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და ასევე განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, რადგან საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიაში არ არსებობს ასე მოკლე დროში ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლითაც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ.

2016 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაიმართება მაგდა პაპიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სადაც სასამართლოს წარუდგენენ სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების რეკომენდაციას.

ბრალდების მხარემ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, გამოხატა თანხმობა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე, თუმცა დაცვის მხარემ აღნიშნულზე კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე და სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომელიც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ