საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ
"9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, მაგ­და პა­პი­ძის ად­ვო­კა­ტის, მა­რი­კა ფხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დაც­ვის მხა­რე სას­ჯე­ლის გა­სა­ჩივ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მის გა­მარ­თვის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფხა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ად­ვო­კა­ტებს მაგ­და პა­პი­ძეს­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წრე­ბა და გა­სა­ჩივ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რად­გან სა­კა­სა­ციო წე­სით მხო­ლოდ სას­ჯე­ლის ვადა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს და არა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ვერ­დიქ­ტი.

"ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ორ­სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში რომ გა­მო­ვიდ­ნენ სა­თათ­ბი­რო ოთა­ხი­დან, უკვე ცალ­სა­ხად გა­სა­გე­ბი იყო რა­საც იტყოდ­ნენ. 9-ტო­მი­ან საქ­მე­ზე 2 სა­ათ­ში გა­მო­ი­ტა­ნეს ვერ­დიქ­ტი. ისე­თი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იყო და იმ­დე­ნად ბევ­რი სა­კი­თხი იყო გან­სა­ხილ­ვე­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია 2 სა­ათ­ში ამა­ზე ესა­უ­რათ და ერ­თხმად მი­ე­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მი­ნი­მუმ ამ კი­თხვის ნიშ­ნებ­ზე უნდა ემ­სჯე­ლათ მა­ინც. ამ პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე მჯე­რა, რომ არ­ჩე­ვის დღი­დან, რო­გორც ჩანს, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ.

ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ, რო­მე­ლიც მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ იყო შექ­მნი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ თორ­მე­ტი­ვე ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა ერ­თხმად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე რო­გორც ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში, ასე­ვე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე გაბ­რი­ჩი­ძემ 6 ივ­ლისს ჩა­ნიშ­ნა. მაგ­და პა­პი­ძეს 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. სას­ჯე­ლის ზო­მას, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლე გან­სა­ზღვრავს. ამ მიზ­ნით სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 6 ივ­ლისს, 11.00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მაგ­და პა­პი­ძე მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 7 თვის წინ და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი 109-ე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ: რა შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს მაგ­და პა­პი­ძე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქ­ტის გა­სა­ჩივ­რე­ბას

"9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

"9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასჯელის გასაჩივრების გადაწყვეტილებას, სასჯელის დანიშვნის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფხალაძემ განუცხადა, ჯერჯერობით ადვოკატებს მაგდა პაპიძესთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მისივე თქმით, სასჯელის დანიშვნის სხდომას ბრალდებული აუცილებლად დაესწრება და გასაჩივრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, რადგან საკასაციო წესით მხოლოდ სასჯელის ვადა შეიძლება გასაჩივრდეს და არა ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი.

"ნაფიცი მსაჯულები ორსაათნახევარში რომ გამოვიდნენ სათათბირო ოთახიდან, უკვე ცალსახად გასაგები იყო რასაც იტყოდნენ. 9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი. ისეთი კითხვის ნიშნები იყო და იმდენად ბევრი საკითხი იყო განსახილველი, რომ შეუძლებელია 2 საათში ამაზე ესაურათ და ერთხმად მიეღოთ გადაწყვეტილება. მინიმუმ ამ კითხვის ნიშნებზე უნდა ემსჯელათ მაინც. ამ პოზიციიდან გამომდინარე, უკვე მჯერა, რომ არჩევის დღიდან, როგორც ჩანს, ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნაფიცი მსაჯულები საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ იყო შექმნილი.

როგორც ცნობილია, ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს ჩანიშნა. მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ მიზნით სასამართლო სხდომა 6 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს მაგდა პაპიძე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გასაჩივრებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ