პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობამდე 13 ხმა დააკლდა
გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობამდე 13 ხმა დააკლდა

ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის 25-ე, ყო­ველ­წლი­უ­რი სე­სია, რო­მე­ლიც 1-5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თბი­ლი­სის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბით და ასამ­ბლე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის არ­ჩე­ვით დას­რულ­და.

ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერ გიგი წე­რე­თელს 13 ხმა და­აკ­ლდა. სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი ავ­სტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ნა მუ­ტო­ნე­ნი გახ­და. პრე­ზი­დენ­ტის ასარ­ჩე­ვად კენ­ჭისყ­რის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან ხმა­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერც ერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ და­აგ­რო­ვა.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ავ­სტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ კრის­ტი­ნა მუ­ტო­ნენს 86-მა დე­ლე­გატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, გიგი წე­რე­თელს კი -73-მა.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უხელ­მძღვა­ნე­ლებს. გიგი წე­რე­თე­ლი რჩე­ბა ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად მო­მა­ვა­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"მე არ ვა­გებ, ვი­გებ ან ვსწავ­ლობ. ახლა მე ვის­წავ­ლე ბევ­რი რამ, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის­გან და ვეც­დე­ბით, რომ ეს ნას­წავ­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვენს მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში" - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გიგი წე­რე­თელ­მა ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ყო­ველ­წლი­უ­რი სე­სი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

"მთა­ვა­რი ჩემ­თვის ერთი რა­მაა, რომ ეს ასამ­ბლეა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც აქ ჩა­მო­ვი­და, კმა­ყო­ფი­ლია. მე მი­ხა­რია, რომ ჩემი ქვეყ­ნის­თვის ეს იყო კარ­გი ამ­ბა­ვი, შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო უკე­თე­სი ამ­ბა­ვიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მაგ­რამ ჩვენ­მა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დმა სხვა­ნა­ი­რად იფიქ­რა. მე ახლა არ და­ვი­წყებ საქ­მის გარ­ჩე­ვას, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი. მე დღეს გა­მოვ­ხა­ტე ჩემი გან­წყო­ბა, მი­ვუ­ლო­ცე კან­დი­და­ტებს. დიდი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და, მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ჩემი მხარ­დამ­ჭე­რი გუ­შინ წა­ვი­და - აშშ-ს, გერ­მა­ნი­ის და სხვა დე­ლე­გა­ცი­ე­ბი­დან, მათ მო­უხ­დათ რე­ი­სე­ბის გა­დაც­ვლა. ამი­ტომ მე ვი­ცო­დი, რომ მე­ო­რე ტური რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ამას და­ე­მა­ტა გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შაო, რო­მელ­მაც რო­გორ იმოქ­მე­და, ამის ანა­ლიზს გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ ჩემ­თვის მთა­ვა­რია რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და ასამ­ბლეა, რო­მე­ლიც ჩა­ვა­ტა­რეთ", - გა­ნა­ცხა­და გიგი წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის თა­ვის გეგ­მებ­ზე უარს არ ამ­ბობს და არ გა­მო­რი­ცხავს, ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მო­მა­ვალ­შიც იყა­როს კენ­ჭი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულ კან­დი­დატს, კრის­ტი­ნა მუ­ტო­ნენს მან სა­ქარ­თვე­ლოს ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა". პრე­ზი­დენ­ტმა დას­ძი­ნა, რომ დღეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო.

"მსურს ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ვფიქ­რობ რომ ეს კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­შა­ნი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ ერ­თად მუ­შა­ო­ბა შეგ­ვიძ­ლია იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი გან­სხვავ­დე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეჭვგა­რე­შეა, რომ რო­დე­საც ერ­თად ვმუ­შა­ობთ ყო­ველ­თვის ვაღ­წევთ კომ­პრო­მისს. გან­ვმე­ორ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ ჩვენ გვქონ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი დი­ა­ლო­გი ყვე­ლა სა­კი­თხზე და ყვე­ლა მხა­რეს­თან მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მუ­ტო­ნე­ნიმ.

გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობამდე 13 ხმა დააკლდა

გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობამდე 13 ხმა დააკლდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა, თბილისის დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობამდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიგი წერეთელს 13 ხმა დააკლდა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.

ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გიგი წერეთელი რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი 2 წლის განმავლობაში.

"მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ. ახლა მე ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი სახელისუფლებო პარტიისგან და ვეცდებით, რომ ეს ნასწავლი გამოვიყენოთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში" - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ.

"მთავარი ჩემთვის ერთი რამაა, რომ ეს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ ჩამოვიდა, კმაყოფილია. მე მიხარია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს იყო კარგი ამბავი, შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ამბავიც საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა სხვანაირად იფიქრა. მე ახლა არ დავიწყებ საქმის გარჩევას, ყველაფერი ვიცი. მე დღეს გამოვხატე ჩემი განწყობა, მივულოცე კანდიდატებს. დიდი მხარდაჭერა მქონდა, მეორე ტური გაიმართა. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მხარდამჭერი გუშინ წავიდა - აშშ-ს, გერმანიის და სხვა დელეგაციებიდან, მათ მოუხდათ რეისების გადაცვლა. ამიტომ მე ვიცოდი, რომ მეორე ტური რთული იქნებოდა. ამას დაემატა გარკვეული სამუშაო, რომელმაც როგორ იმოქმედა, ამის ანალიზს გავაკეთებ, მაგრამ ჩემთვის მთავარია რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ასამბლეა, რომელიც ჩავატარეთ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ის თავის გეგმებზე უარს არ ამბობს და არ გამორიცხავს, ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მომავალშიც იყაროს კენჭი.

რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს, კრისტინა მუტონენს მან საქართველოს ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ეს ქვეყანა თავისი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა". პრეზიდენტმა დასძინა, რომ დღეს ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის კარგი მაგალითი იყო.

"მსურს ყველა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო ამ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისთვის. ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იყო ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენი მოსაზრებები განსხვავდება. მე ვფიქრობ, რომ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეჭვგარეშეა, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ ყოველთვის ვაღწევთ კომპრომისს. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი დიალოგი ყველა საკითხზე და ყველა მხარესთან მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული დიალოგი გაგრძელდება", - განაცხადა მუტონენიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."