საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში შეძლებს მაგდა პაპიძე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გასაჩივრებას
რა შემთხვევაში შეძლებს მაგდა პაპიძე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გასაჩივრებას

4 ივ­ლისს, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი მი­ი­ღეს და ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 25 წლის მაგ­და პა­პი­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. თორ­მეტ­მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი სა­თათ­ბი­როდ გან­კუთ­ვნილ პირ­ვე­ლი­ვე სამ სა­ათ­ში - 2 სა­ათ­სა და 35 წუთ­ში, ერ­თხმად -12 ხმით მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კა­ში, ეს პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია, რო­დე­საც ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი ერ­თხმად მი­ი­ღეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

25 წლის ბრალ­დე­ბუ­ლი მსა­ჯუ­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ში, კერ­ძოდ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, მე­უღ­ლი­სა და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა­ში. სას­ჯე­ლის ზო­მის გან­სა­ზღვრა მო­სა­მარ­თლის პრე­რო­გა­ტი­ვაა. 109-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ექ­ნე­ბა თუ არა პა­პი­ძეს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა. რო­გორც ად­ვო­კა­ტი გელა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბულს ვერ­დიქ­ტის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. მას ეს უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა მხო­ლოდ იმ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში თუ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და და და­სა­ბუთ­და გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი.

"გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, თუ არ იქნა რა­ღაც გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა. მა­გა­ლი­თად, არ დამ­ტკიც­და, რომ დარ­ღვე­ვით იქნა ჩა­ტა­რე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ, ან გა­მო­ირ­კვა, რომ რო­მე­ლი­მე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი, ან მათ თან­დას­წრე­ბით ჩა­ა­ტა­რეს რა­ღაც ისე­თი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. არ­სე­ბობს ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 15 დღის ვა­და­ში შე­უძ­ლია ბრალ­დე­ბულს გა­ა­სა­ჩივ­როს. ოღონდ ეს უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი," - აღ­ნიშ­ნავს გელა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თუ კონ­კრე­ტუ­ლი დარ­ღვე­ვა იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლავს საქ­მეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი კი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წა­ი­კი­თხეთ: "9-ტო­მი­ან საქ­მე­ზე 2 სა­ათ­ში გა­მო­ი­ტა­ნეს ვერ­დიქ­ტი" - პა­პი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბი სას­ჯე­ლის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რე­ბენ

ამა­ვეს გან­მარ­ტავს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი გოგა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმით, გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და ამის­თვის რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბაა სა­ჭი­რო:

"გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: სა­ჩივ­რდე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში ერთჯე­რა­დად, ოღონდ სა­კა­სა­ციო წე­სით. გა­სა­ჩივ­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა: თუ სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ, ანუ მო­სა­მარ­თლემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა და­საშ­ვე­ბო­ბის შე­სა­ხებ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუ სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ და­ყე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რი­თაც არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა მხა­რე­თა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი, ასე­ვე თუ სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გას­ვლის წინ გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მი­სას არ­სე­ბი­თი შეც­დო­მა და­უშ­ვა, თუ სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ არ და­ეყ­რდნო ნა­ფიც მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნილ ვერ­დიქტს, ასე­ვე სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას და­ეყ­რდნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­ტა­ნილ ვერ­დიქტს, თუ სას­ჯე­ლი უკა­ნო­ნოა ან აშ­კა­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია თუ სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ან დამ­ძი­მე­ბის შე­სა­ხებ, ეს არის იმ სა­ფუძ­ვლე­ბის ამომ­წუ­რა­ვი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იუ­რის­ტმა.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ზე ვერ­დიქტს ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლია მუ­ხა­შავ­რია აცხა­დებს, რომ გა­სა­ჩივ­რე­ბა და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ და­საშ­ვებ­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იმ­დე­ნად მკაც­რია, რომ ეს პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"როცა ნა­ფი­ცე­ბი იხი­ლა­ვენ და წყვე­ტენ საქ­მეს, შემ­დეგ ძა­ლი­ან რთუ­ლია მისი გა­სა­ჩივ­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლი არის, მაგ­რამ და­საშ­ვე­ბო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ძა­ლი­ან მკაც­რია და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ამის მიღ­წე­ვა," - აღ­ნიშ­ნავს ლია მუ­ხა­შავ­რია.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რა შემთხვევაში შეძლებს მაგდა პაპიძე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გასაჩივრებას

რა შემთხვევაში შეძლებს მაგდა პაპიძე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გასაჩივრებას

4 ივლისს, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი სათათბიროდ განკუთვნილ პირველივე სამ საათში - 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად -12 ხმით მიიღო. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

25 წლის ბრალდებული მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში. სასჯელის ზომის განსაზღვრა მოსამართლის პრეროგატივაა. 109-ე მუხლი, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ექნება თუ არა პაპიძეს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება. როგორც ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი განმარტავს, ბრალდებულს ვერდიქტის გასაჩივრების უფლება არ ექნება. მას ეს უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ, სასამართლო პროცედურების მიმდინარეობისას გამოვლინდა და დასაბუთდა გარკვეული დარღვევები.

"გასაჩივრების უფლება არ აქვს, თუ არ იქნა რაღაც გამონაკლისი შემთხვევა. მაგალითად, არ დამტკიცდა, რომ დარღვევით იქნა ჩატარეული პროცედურა ნაფიცი მსაჯულების მიერ, ან გამოირკვა, რომ რომელიმე ნაფიცი მსაჯული არ შეიძლებოდა აღნიშნულ პროცესში ყოფილიყო ჩართული, ან მათ თანდასწრებით ჩაატარეს რაღაც ისეთი პროცედურა, რომელიც დაუშვებელი იყო. არსებობს ნიუანსები, რომლებიც 15 დღის ვადაში შეუძლია ბრალდებულს გაასაჩივროს. ოღონდ ეს უნდა იყოს დასაბუთებული," - აღნიშნავს გელა ნიკოლეიშვილი.

მისი განმარტებით, თუ კონკრეტული დარღვევა იქნა აღიარებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს საქმეს სააპელაციო სასამართლო. აღნიშნული დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ: "9-ტომიან საქმეზე 2 საათში გამოიტანეს ვერდიქტი" - პაპიძის ადვოკატები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

ამავეს განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი, რომლის თქმით, განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში და ამისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო:

"გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების პროცედურა ასეთია: საჩივრდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ერთჯერადად, ოღონდ საკასაციო წესით. გასაჩივრებისთვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: თუ სხდომის თავმჯდომარემ, ანუ მოსამართლემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თუ სხდომის თავმჯდომარემ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე თუ სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა, თუ სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტს, ასევე სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს, თუ სასჯელი უკანონოა ან აშკარად დაუსაბუთებელია თუ სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული რეკომენდაცია სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების შესახებ, ეს არის იმ საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია განაჩენის გასაჩივრება", - განაცხადა იურისტმა.

წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს ფეისბუქმომხმარებლები

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ გასაჩივრება დასაშვებია, მაგრამ დასაშვებლობის კრიტერიუმები იმდენად მკაცრია, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

"როცა ნაფიცები იხილავენ და წყვეტენ საქმეს, შემდეგ ძალიან რთულია მისი გასაჩივრება. შესაძლებელი არის, მაგრამ დასაშვებობის კრიტერიუმები ძალიან მკაცრია და პრაქტიკულად შეუძლებელია ამის მიღწევა," - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ