პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იცავენ მსოფლიოს აეროპორტებს ტერაქტებისგან - უსაფრთხოების ნორმები ტერორისტების გამოსავლენად
როგორ იცავენ მსოფლიოს აეროპორტებს ტერაქტებისგან - უსაფრთხოების ნორმები ტერორისტების გამოსავლენად

ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი ფარ­თოვ­დე­ბა. სარ­კი­ნიგ­ზო სად­გუ­რებ­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის სხვა ად­გი­ლებ­თან ერ­თად, ბოლო დროს ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ში აე­რო­პორ­ტე­ბიც მო­ექ­ცა. 2011 წლი­დან დღემ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტებ­ში 4 მსხვი­ლი ტე­რაქ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ორი მათ­გა­ნი წელს მოხ­და. 22 მარტს ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში 3 ტე­რო­რის­ტის თავ­დას­ხმას 35 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. 28 ივ­ნისს, სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში ორმა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი აი­ფეთ­ქა. შე­დე­გად და­ი­ღუ­პა - 43 და და­შავ­და 239 ადა­მი­ა­ნი.

პო­ლი­ცი­ი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან მზარ­დი კონ­ტრო­ლი­სა და დაც­ვის მე­თო­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­რო­რის­ტე­ბი აე­რო­პორ­ტებ­ში შეღ­წე­ვას მა­ინც ახერ­ხე­ბენ. ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რო­გორ იცა­ვენ ქვეყ­ნე­ბი თა­ვი­ანთ აე­რო­პორ­ტებს და უსაფრ­თხო­ე­ბის რა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა ტე­რაქ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

ევ­რო­პის ბევ­რი ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა. აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბა­ში შემსვლელ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ადა­მი­ანს - იქ­ნე­ბა ეს მგზავ­რი თუ გამ­ცი­ლე­ბე­ლი - ამოწ­მე­ბენ. ბარ­გს სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით სინ­ჯა­ვენ, ხელ­ბარ­გს და პა­ტა­რა ჩან­თებს კი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი პი­რა­დად ამოწ­მებს.

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია თვითმფრი­ნა­ვე­ბის ბორტზე კრძა­ლავს ხელ­ბარ­გით გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ნივ­თე­ბის შე­ტა­ნას. მათ შო­რი­საა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სი­თხეც. ბრი­ტა­ნუ­ლი Вritish Airways-ი კი­დევ უფრო შორს წა­ვი­და და აკ­რძალ­ვა სა­კონ­ტაქ­ტო ლინ­ზე­ბის სი­თხე­ზეც გა­ავ­რცე­ლა.

2006 წლის აგ­ვის­ტო­ში ბრი­ტა­ნე­ლებ­მა მსხვი­ლი ტე­რაქ­ტი აღ­კვე­თეს. ტე­რო­რის­ტთა ჯგუ­ფი "თხე­ვა­დი" ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი 20-მდე თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­დნენ. ბომ­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ლა­ი­ნე­რებ­ში შე­ტა­ნას სას­მე­ლე­ბის სა­ხით აპი­რებ­დნენ. სი­თხე­ზე აკ­რძალ­ვა სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ამოქ­მედ­და.

აე­რო­პორ­ტებ­ში ბევ­რი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა გვი­წევს, რაც მგზავ­რთა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა. ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს მათი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კეთ­დე­ბა. ბევ­რი მგზავ­რი ფეხ­საც­მლის გახ­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას დამ­ცი­რე­ბად მი­იჩ­ნევს. 2001 წელს ტე­რო­რის­ტმა American Airlines-ის თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც პა­რი­ზი­დან მა­ი­ა­მი­ში მიფ­რი­ნავ­და, ბომ­ბი სწო­რედ ფეხ­საც­მლით შე­ი­ტა­ნა. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა "ბა­თინ­კის" ქუსლსა და ლან­ჩა­ში იყო და­მა­ლუ­ლი.

აშშ-ის მსხვილ სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტებს უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი იცავს. მგზავ­რთა ულევ ნა­კად­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ტა­ნი­სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით გაწ­ვრთნი­ლი აგენ­ტე­ბი არი­ან შე­რე­ულ­ნი. ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან მგზავ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც სა­ხე­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა ეტყო­ბა. სა­ეჭ­ვო პი­რე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში მი­ყავთ და და­მა­ტე­ბით კი­თხვებს უს­ვა­მენ. ყო­ველ­წლი­უ­რად მსგავს "და­კი­თხვა­ზე" 100 ათას ადა­მი­ანს იბა­რე­ბენ. მათ­გან სა­შუ­ა­ლოდ 1,000 - ტე­რო­რის­ტი თუ არა დამ­ნა­შა­ვეა.

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნორ­მე­ბი ის­რა­ელ­ში, ბენ-გუ­რი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტშია. ის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­ჰა­ე­რო პორ­ტია. აქ ჩან­თე­ბის, ხელ­ბარ­გის და თა­ვად მგზავ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გის მხო­ლოდ მწვერ­ვა­ლია. თა­ვად აე­რო­პორ­ტს წრი­უ­ლად დიდი თხრი­ლი და ღობე იცავს.

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტად ჯერ კი­დევ აე­რო­პორ­ტში მოხ­ვედ­რამ­დე იქ­ცე­ვა. კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა აე­რო­პორ­ტის­კენ მოძ­რა­ვი უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი. შორი მან­ძი­ლი­დან მათ კა­მე­რე­ბი აფიქ­სი­რე­ბენ. მო­ნი­ტორ­თან მჯდო­მი პი­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად ამოწ­მე­ბენ ინ­ტე­რი­ერს, ით­ვლი­ან მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, აკ­ვირ­დე­ბი­ან მათ ჩაც­მუ­ლო­ბას.

სა­მან­ქა­ნო შე­სას­ვლელ­თან დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი მძღოლს და მგზავ­რებს სა­ბუ­თებს უმოწ­მებს და მათ­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად "სხე­უ­ლის ენას" აკ­ვირ­დე­ბა - ნერ­ვი­უ­ლო­ბენ თუ არა ისი­ნი. ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში დაც­ვა და­მა­ტე­ბით - მო­უ­ლოდ­ნელ და ერთი შე­ხედ­ვით ალო­გი­კურ კი­თხვებს სვამს. მა­გა­ლი­თად, "რა მი­ირ­თვით დღეს სა­უზ­მე­ზე?". რე­ა­ლუ­რად დაც­ვას ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებს. მის­თვის მთა­ვა­რი მხო­ლოდ - რე­აქ­ცი­აა.

მგზავ­რებ­ზე "დაკ­ვირ­ვე­ბა" აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბა­შიც გრძელ­დე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი თქვენს გვერ­დით მჯო­მი ბარ­გი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც რე­ი­სის ლო­დინ­ში გა­ზეთს კი­თხუ­ლობს, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­მოჩ­ნდეს. გა­დაც­მულ აგენ­ტებ­თან ერ­თად ბენ-გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტში ფსი­ქო­ლო­გე­ბიც მუ­შა­ო­ბენ. ისი­ნი ხალ­ხის ჟეს­ტებს, სა­ხის მი­მი­კებს, რე­აქ­ცი­ებს აკ­ვირ­დე­ბი­ან. საჭ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ვო­ცი­რე­ბის გზით ისი­ნი მგზავ­რებს ამ რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მე­ო­რე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ.

კონ­ტრო­ლის და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მთლი­ა­ნი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე - ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ შეც­დო­მას ყვე­ლა უშ­ვებს. მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც. აფ­სურ­დუ­ლია ზოგ­ჯერ თა­ვად კონ­ტრო­ლის სის­ტე­მაც - რა აზრი აქვს მგზავ­რის ხელ­ბარ­გი­დან ბას­რი და მჭერ­ლი საგ­ნე­ბის ამო­ღე­ბას თუ ბიზ­ნესკლა­სის სა­ლონ­ში მას სა­დილ­თან ერ­თად მე­ტა­ლის დანა-ჩან­გალს მი­არ­თმე­ვენ?

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ იცავენ მსოფლიოს აეროპორტებს ტერაქტებისგან - უსაფრთხოების ნორმები ტერორისტების გამოსავლენად

როგორ იცავენ მსოფლიოს აეროპორტებს ტერაქტებისგან - უსაფრთხოების ნორმები ტერორისტების გამოსავლენად

ტერორისტების სამოქმედო არეალი ფართოვდება. სარკინიგზო სადგურებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებთან ერთად, ბოლო დროს ტერორისტების სამიზნეში აეროპორტებიც მოექცა. 2011 წლიდან დღემდე საერთაშორისო აეროპორტებში 4 მსხვილი ტერაქტი განხორციელდა. ორი მათგანი წელს მოხდა. 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში 3 ტერორისტის თავდასხმას 35 ადამიანი შეეწირა. 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა - 43 და დაშავდა 239 ადამიანი.

პოლიციისა და სპეცსამსახურების მხრიდან მზარდი კონტროლისა და დაცვის მეთოდების განვითარების მიუხედავად, ტერორისტები აეროპორტებში შეღწევას მაინც ახერხებენ. ambebi.ge შეეცადა გაერკვია, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ აეროპორტებს და უსაფრთხოების რა ზომების მიღება ხდება ტერაქტების თავიდან ასაცილებლად.

ევროპის ბევრი ქვეყნის აეროპორტში გაძლიერებული დაცვა უსაფრთხოების ნორმების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. აეროპორტის შენობაში შემსვლელ უკლებლივ ყველა ადამიანს - იქნება ეს მგზავრი თუ გამცილებელი - ამოწმებენ. ბარგს სპეციალური მოწყობილობებით სინჯავენ, ხელბარგს და პატარა ჩანთებს კი დაცვის სამსახური პირადად ამოწმებს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბევრი ავიაკომპანია თვითმფრინავების ბორტზე კრძალავს ხელბარგით გარკვეული სახის ნივთების შეტანას. მათ შორისაა ნებისმიერი სახის სითხეც. ბრიტანული Вritish Airways-ი კიდევ უფრო შორს წავიდა და აკრძალვა საკონტაქტო ლინზების სითხეზეც გაავრცელა.

2006 წლის აგვისტოში ბრიტანელებმა მსხვილი ტერაქტი აღკვეთეს. ტერორისტთა ჯგუფი "თხევადი" ასაფეთქებელი მასალების გამოყენებით, აშშ-ის მიმართულებით მიმავალი 20-მდე თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ. ბომბის კომპონენტების ლაინერებში შეტანას სასმელების სახით აპირებდნენ. სითხეზე აკრძალვა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ამოქმედდა.

აეროპორტებში ბევრი არასასიამოვნო პროცედურის გავლა გვიწევს, რაც მგზავრთა გაღიზიანების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ყოველივე ეს მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება. ბევრი მგზავრი ფეხსაცმლის გახდის აუცილებლობას დამცირებად მიიჩნევს. 2001 წელს ტერორისტმა American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც პარიზიდან მაიამიში მიფრინავდა, ბომბი სწორედ ფეხსაცმლით შეიტანა. ასაფეთქებელი მოწყობილობა "ბათინკის" ქუსლსა და ლანჩაში იყო დამალული.

აშშ-ის მსხვილ საერთაშორისო აეროპორტებს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იცავს. მგზავრთა ულევ ნაკადში სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი და სპეციალური პროგრამით გაწვრთნილი აგენტები არიან შერეულნი. ისინი ყურადღებით აკვირდებიან მგზავრებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც სახეზე ნერვიულობა და ფსიქოლოგიური აშლილობა ეტყობა. საეჭვო პირები სპეციალურ ოთახში მიყავთ და დამატებით კითხვებს უსვამენ. ყოველწლიურად მსგავს "დაკითხვაზე" 100 ათას ადამიანს იბარებენ. მათგან საშუალოდ 1,000 - ტერორისტი თუ არა დამნაშავეა.

უსაფრთხოების საუკეთესო ნორმები ისრაელში, ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტშია. ის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საჰაერო პორტია. აქ ჩანთების, ხელბარგის და თავად მგზავრების შემოწმება უსაფრთხოების ნორმების გიგანტური აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. თავად აეროპორტს წრიულად დიდი თხრილი და ღობე იცავს.

ნებისმიერი ადამიანი დაკვირვების ობიექტად ჯერ კიდევ აეროპორტში მოხვედრამდე იქცევა. კონტროლს ექვემდებარება აეროპორტისკენ მოძრავი უკლებლივ ყველა ავტომობილი. შორი მანძილიდან მათ კამერები აფიქსირებენ. მონიტორთან მჯდომი პირები დეტალურად ამოწმებენ ინტერიერს, ითვლიან მგზავრების რაოდენობას, აკვირდებიან მათ ჩაცმულობას.

სამანქანო შესასვლელთან დაცვის თანამშრომელი მძღოლს და მგზავრებს საბუთებს უმოწმებს და მათთვის შეუმჩნევლად "სხეულის ენას" აკვირდება - ნერვიულობენ თუ არა ისინი. ეჭვის შემთხვევაში დაცვა დამატებით - მოულოდნელ და ერთი შეხედვით ალოგიკურ კითხვებს სვამს. მაგალითად, "რა მიირთვით დღეს საუზმეზე?". რეალურად დაცვას ამ კითხვაზე პასუხი სულაც არ აინტერესებს. მისთვის მთავარი მხოლოდ - რეაქციაა.

მგზავრებზე "დაკვირვება" აეროპორტის შენობაშიც გრძელდება. არაა გამორიცხული თქვენს გვერდით მჯომი ბარგიანი მამაკაცი, რომელიც რეისის ლოდინში გაზეთს კითხულობს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდეს. გადაცმულ აგენტებთან ერთად ბენ-გურიონის აეროპორტში ფსიქოლოგებიც მუშაობენ. ისინი ხალხის ჟესტებს, სახის მიმიკებს, რეაქციებს აკვირდებიან. საჭროების შემთხვევაში, პროვოცირების გზით ისინი მგზავრებს ამ რეაქციების გამეორებას აიძულებენ.

კონტროლის და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიუხედავად, მთლიანი სისტემის მუშაობა მხოლოდ ერთ რამეზე - ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნებსით თუ უნებლიედ შეცდომას ყველა უშვებს. მათ შორის უსაფრთხოების სამსახურიც. აფსურდულია ზოგჯერ თავად კონტროლის სისტემაც - რა აზრი აქვს მგზავრის ხელბარგიდან ბასრი და მჭერლი საგნების ამოღებას თუ ბიზნესკლასის სალონში მას სადილთან ერთად მეტალის დანა-ჩანგალს მიართმევენ?

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი