ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ქალბატონმა იზა გაბიტაშვილმა ზღაპრული ბაღი საკუთარი ხელით, სრულიად მარტომ მოაწყო. ქალბატონი იზა გურჯაანში ცხოვრობს და ბაღის გაშენება 7 წლის წინ დაიწყო, მაშინ ყველაფერი რთულად ეჩვენებოდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ საოცარი ბაღნარის პატრონი იქნებოდა.
- შვიდი წელია, ჩემი ეზოს გალამაზებას ვცდილობ. დიდი შრომა და ენერგია ჩავდე ამ ბაღში. ენერგიის გარდა, ლამაზი ბაღის გაშენება დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. ყვავილებს ვყიდულობ, შემდეგ მე თვითონ ვამრავლებ. საკუთარი ხელებით ვაგროვებდი ქვებს, რომელიც საშენ მასალად გამოვიყენე, ავაწყვე ლამაზი ქვის კალათები.
- ბაღის დიზაინი თქვენ გეკუთვნით თუ ვინმე გეხმარებოდათ?
- ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, ლამაზი ბაღი მქონოდა და ეს ოცნება ავიხდინე. ყველფერი ჩემი იდეით, სრულიად მარტომ განვახორციელე. ამ წლების განმავლობაში სულ რაღაცას ვცვლი, ვაახლებ. ბაღის გაშენება მარტივი არ არის. ზოგს ჰგონია, რომ ერთხელ გააკეთებ და მორჩა, მერე მთელი ცხოვრება ლამაზ ბაღს უყურებ. მას სისტემატიურად სჭირდება ხელის შევლება, სულ აქ დავფუსფუსებ, ვუვლი, ვასუფთავებ. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- ალბათ, ძირითად დროს ამ ბაღში ატარებთ...
- დიახ. ამ ბაღს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ჩემი დილა ყვავილების მოვლით იწყება. მარადმწვანე მცენარეებს ვანიჭებ უპირატესობას, წელს დიდი რაოდენობით მქონდა შროშანები. ჩემი ყვავილების დათვლა და ჩამოთვლა შეუძლებელია, ძალიან ბევრი სახეობის და ჯიშის მცენარე მაქვს. როცა ყვავილებს ვუვლი, ჩემი შვილიშვილი სულ თან დამყვება. მინდა მასაც ჩავუნერგო მცენარეების, ბუნების სიყვარული და შემდეგ ჩემი საქმიანობა მან გააგრძელოს. განაგრძეთ კითხვა + ფოტოები