საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას ჩემი სიმართლე დავდო" - რატომ ითხოვს მაგდა პაპიძე ბოლო პროცესის დახურვას
"სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას ჩემი სიმართლე დავდო" - რატომ ითხოვს მაგდა პაპიძე ბოლო პროცესის დახურვას

ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე მე­დი­ას საყ­ვე­დუ­რობს და მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გა­შუ­ქე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. მაგ­და პა­პი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის და­ხურ­ვა მო­ი­თხო­ვა. რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ცე­სე­ბი­დან ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­დის, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­მე­ნენ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი და მისი გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან.

ნა­ხეთ ვი­დეო| "მუხ­ლებ­ზე მი­დევს სა­ხა­რე­ბა, კა­მე­რამ რომ არ და­ი­ნა­ხოს" - მაგ­და პა­პი­ძის საყ­ვე­დუ­რი და მი­მარ­თვა მე­დი­ას

"მთე­ლი ამ პრო­ცე­სე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ეს­მი­ნა სი­მარ­თლე და ეს პრო­ცე­სე­ბი ყო­ფი­ლი­ყო სა­ჯა­რო. მე დღეს ვიმ­ყო­ფე­ბი იზო­ლი­რე­ბულ სა­კან­ში, თუმ­ცა მაქვს რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი და ყო­ველ დი­ლით ვუს­მენ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს და მოკ­ლე და­ი­ჯეს­ტებს სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბის. სირ­ცხვი­ლია ხალ­ხო. ვა­დევ­ნებ თვალს იმ სა­თა­უ­რებს, რო­მე­ლიც იდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში - "მაგ­და პა­პი­ძე სა­ღე­ჭი რე­ზი­ნით" და ა.შ. სირ­ცხვი­ლია ხალ­ხო, არ მაძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩემი სი­მარ­თლე დავ­დო.

ფსალ­მუ­ნე­ბით დავ­დი­ვარ სა­სა­მარ­თლო­ში, მუხ­ლებ­ზე მი­დევს და ვკი­თხუ­ლობ რომ კა­მე­რამ არ და­ა­ფიქ­სი­როს. რა პრო­ცე­სე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ლუ­რად, რაც აქ ხდე­ბა, სხვა ინ­ტერპრე­ტა­ცია მი­ე­ცა ამ ყვე­ლა­ფერს და ამ ყვე­ლა­ფერ­მა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, მო­მარ­თოს მსა­ჯუ­ლე­ბი ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ. ვი­სი­ა­მოვ­ნე ჩემი მსა­ჯუ­ლე­ბის შე­კი­თხვე­ბით, რო­მე­ლიც მათ ჩემი და­კი­თხვის დროს და­მის­ვეს და მინ­და ჩემს ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­თან დავ­რჩე და მათ ვაჩ­ვე­ნო ჩემი სი­მარ­თლე. ამი­ტომ ვი­თხოვ ჩემი სა­ბო­ლოო სი­ტყვა და ასე­ვე ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის სა­ბო­ლოო სი­ტყვე­ბი და­ი­ხუ­როს. ეს მე სი­ცო­ცხლეს მი­წყვეტს", - გა­ნა­ცხა­და მაგ­და პა­პი­ძემ.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა მაგ­და პა­პი­ძის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე პრო­ცე­სის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს, რაც მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე გაბ­რი­ჩი­ძემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მხა­რე­ებ­თან ერ­თად, მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, მოკ­ლუ­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა და­რე­ჯან მინ­დი­კა­უ­რი და­ტო­ვა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

"სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას ჩემი სიმართლე დავდო" - რატომ ითხოვს მაგდა პაპიძე ბოლო პროცესის დახურვას

"სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას ჩემი სიმართლე დავდო" - რატომ ითხოვს მაგდა პაპიძე ბოლო პროცესის დახურვას

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მედიას საყვედურობს და მისი სასამართლო პროცესების გაშუქებით უკმაყოფილოა. მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა და დღევანდელი პროცესის დახურვა მოითხოვა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, პროცესებიდან ისეთი ინფორმაცია გადის, რომელიც რეალობას არ ასახავს, ამ ინფორმაციას ისმენენ ნაფიცი მსაჯულები და მისი გავლენის ქვეშ ექცევიან.

ნახეთ ვიდეო| "მუხლებზე მიდევს სახარება, კამერამ რომ არ დაინახოს" - მაგდა პაპიძის საყვედური და მიმართვა მედიას

"მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჩემი გულწრფელი სურვილი იყო საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა მაქვს რადიომიმღები და ყოველ დილით ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებებს და მოკლე დაიჯესტებს საგაზეთო სტატიების. სირცხვილია ხალხო. ვადევნებ თვალს იმ სათაურებს, რომელიც იდება ინტერნეტსივრცეში - ''მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით" და ა.შ. სირცხვილია ხალხო, არ მაძლევენ საშუალებას, რომ ჩემი სიმართლე დავდო.

ფსალმუნებით დავდივარ სასამართლოში, მუხლებზე მიდევს და ვკითხულობ რომ კამერამ არ დააფიქსიროს. რა პროცესებიც მიმდინარეობს რეალურად, რაც აქ ხდება, სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ყველაფერს და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას, მომართოს მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ. ვისიამოვნე ჩემი მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც მათ ჩემი დაკითხვის დროს დამისვეს და მინდა ჩემს ნაფიც მსაჯულებთან დავრჩე და მათ ვაჩვენო ჩემი სიმართლე. ამიტომ ვითხოვ ჩემი საბოლოო სიტყვა და ასევე ბრალდებისა და დაცვის საბოლოო სიტყვები დაიხუროს. ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს'', - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

ბრალდებულის ადვოკატებმა მაგდა პაპიძის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლის წინაშე პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სასამართლო დარბაზში მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დატოვა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ