Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6 თვე­ში 12.9%-ით გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კა წარ­მო­ად­გი­ნა და ნა­ხე­ვა­რის წლის ტუ­რის­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შე­ა­ჯა­მა.

რო­გორც ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 6 თვე­ში 2 636 313 შე­ად­გი­ნა, ზრდა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 12,9%-ით მე­ტია. ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1 011 680 შე­ად­გი­ნა, რაც 18.1%-ით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. მი­სი­ვე თქმით, 2016 წლის იან­ვა­რი - ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ვი­ზი­ტი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან (+18.1%), თურ­ქე­თი­დან (+4%), სომ­ხე­თი­დან (+1.4%), რუ­სე­თი­დან (+15.6%) და უკ­რა­ი­ნი­დან (+26.3%) გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის კუ­თხით, იან­ვარ-ივ­ნის­ში გა­მო­ირჩნენ ლატ­ვია +29%, იტა­ლია +20% და საფ­რან­გე­თი +12%. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი­დან ირა­ნი­დან (+400%), ინ­დო­ე­თი­დან (+340%), ფი­ლი­პი­ნე­ბი (+208%), ის­რა­ე­ლი (+95%), ჩი­ნე­თი (+57%), უზ­ბე­კე­თი (+31%).

ჩო­გო­ვა­ძის თქმით, 2016 წლის ივ­ნი­სის თვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით იმ უცხო­ე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბის ანუ ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვმა, რომ­ლებ­მაც 24 სა­ა­თი და მეტი დაჰ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 228,866 შე­ად­გი­ნა. ზრდა +15,8%-ია.

2016 წლის ივ­ნი­სის თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს 517,038 სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რი ეწ­ვია, ზრდა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით +4.1%-ია.

რო­გორც ჩო­გო­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, 2016 წლის ივ­ნი­სი ყვე­ლა­ზე მეტი ვი­ზი­ტი კვლავ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან (+1.9%), სომ­ხე­თი­დან (-3.9%) თურ­ქე­თი­დან (-7.2%), რუ­სე­თი­დან (+4.4%) და უკ­რა­ი­ნი­დან (+35.3%) გან­ხორ­ცი­ელ­და. პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის კუ­თხით, ივ­ნის­ში გა­მო­ირჩნენ ჩე­ხე­თი +66%, ლიტ­ვა +33%, ბულ­გა­რე­თი +25%, გერ­მა­ნია +20%, საფ­რან­გე­თი +19% ლატ­ვია +18%.

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2015 წლის ჯა­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­უ­რი ტუ­რიზ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ად­გენ­და 1.94 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მი­ლი­ო­ნით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

"2016 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით შე­მო­სა­ვა­ლი უცხო­უ­რი ტუ­რიზ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ად­გენს 354.5 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მი­ლი­ო­ნით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ტუ­რიზ­მის წილი მთლი­ან შიდა პრო­დუქ­ტში 2015 წლის ჯა­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით შე­ად­გენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელ­თან შე­და­რე­ბით +16.2%-ია. 2016 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში კი წილ­მა მთლი­ან შიდა პრო­დუქ­ტში 6.8% შე­ად­გი­ნა. ზრდა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით +11.5%", - გა­ნა­ცხა­და ჩო­გო­ვა­ძემ.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე წლის ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკა წარმოადგინა და ნახევარის წლის ტურისტული მაჩვენებლები შეაჯამა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 011 680 შეადგინა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისივე თქმით, 2016 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+18.1%), თურქეთიდან (+4%), სომხეთიდან (+1.4%), რუსეთიდან (+15.6%) და უკრაინიდან (+26.3%) განხორციელდა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანიდან (+400%), ინდოეთიდან (+340%), ფილიპინები (+208%), ისრაელი (+95%), ჩინეთი (+57%), უზბეკეთი (+31%).

ჩოგოვაძის თქმით, 2016 წლის ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 228,866 შეადგინა. ზრდა +15,8%-ია.

2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 517,038 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, 2016 წლის ივნისი ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1.9%), სომხეთიდან (-3.9%) თურქეთიდან (-7.2%), რუსეთიდან (+4.4%) და უკრაინიდან (+35.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივნისში გამოირჩნენ ჩეხეთი +66%, ლიტვა +33%, ბულგარეთი +25%, გერმანია +20%, საფრანგეთი +19% ლატვია +18%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი