სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"
"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"

ბოლო დროს ჭორი გავ­რცელ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე და მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს ამ­ბა­ვი იმ ვი­დე­ოს მოყ­ვა, რო­მე­ლიც სო­ფომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა და სა­დაც ისი­ნი ერ­თად მღე­რი­ან. რა რე­აქ­ცია აქვს ჭო­რებ­ზე და არის თუ არა რე­ა­ლუ­რად მის ცხოვ­რებ­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"...როცა ჩემს სა­ცო­ლეს, თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძეს დავ­შორ­დი, მა­ში­ნაც დიდი ამ­ბა­ვი ატყდა; სა­ლო­მე ჭა­ჭუა რომ მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად და დავ­შორ­დი, იმა­ზეც ბევ­რი იჭო­რა­ვეს. თა­ვი­დან მომ­წონ­და ჩემ­ზე ჭო­რე­ბი და ვიპ­რან­ჭე­ბო­დი; მერე ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი, ვიბ­რძო­დი, მერე კი მი­ვეჩ­ვიე. ახლა ჩემ­თვის ჭო­რე­ბი მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მი­მაჩ­ნია, რო­გორც კაცს გა­უს­წორ­დე­ბა, ისე უნდა იცხოვ­როს. ვე­რა­ვის ლა­პა­რაკს ვერ ავ­ყვე­ბი, ვე­რა­ვის ცხოვ­რე­ბით ვერ ვი­ცხოვ­რებ და ვერც იმას გა­ვუ­წევ ან­გა­რიშს, ვის რა მოს­წონს. მე ჩემი ცხოვ­რე­ბა მაქვს და, რო­გორც მო­მინ­დე­ბა და ვის­თა­ნაც მო­მინ­დე­ბა, ისე ვი­ცხოვ­რებ. იმ­დე­ნი ჭორი გა­ვი­გე ჩემს თავ­ზე, იმ­დენ­თან და­მაწ­ვი­ნეს და მომ­კლეს, უკვე ვე­ღარ ვით­ვლი. ნა­ხე­ვარ თბი­ლის­თან ვი­წე­ქი, ნა­ხე­ვა­რი თბი­ლი­სი ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე და, ხა­ნაც, გეი ვარ, არა­და, არც ბაბ­ნი­კო­ბის სურ­ვი­ლი მქო­ნია და არც გე­ო­ბის. რო­გორც ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­მა­კა­ცი ცხოვ­რობს, ისე ვცხოვ­რობ მეც.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­დე­ბულ­მა ვი­დე­ომ ბევ­რს გა­უ­ჩი­ნა ეჭვი, რომ შენ და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ხართ და ამას არ მა­ლავთ...

- ერთ-ერთ მი­უ­ზიკლში მე და სოფო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის როლს ვთა­მა­შობთ. სო­ფომ ბუ­ფეტ­ში გა­და­ი­ღო ვი­დეო, სა­დაც სა­სიყ­ვა­რუ­ლო სიმ­ღე­რას ორ ხმა­ში ვშლით და დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ამა­ზე ატყდა ამ­ბა­ვი და "მოგ­ვნათ­ლეს" შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბად. არა­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მარ­თლა ვართ, ოღონდ, მი­უ­ზიკლში, რე­ა­ლუ­რად კი კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ და წლე­ბია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. სოფო ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, ჩემი ოქრო გოგო, კო­ლე­გა და სიმ­ღე­რის პე­და­გო­გი. ამ ჭორ­ზე ორი­ვემ ვი­ცი­ნეთ. თუ მე­გო­ბარ გო­გოს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო დავ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ეგ­რე­ვე მა­წყვი­ლე­ბენ და რა გა­ვა­კე­თო?"

ნონა და­თე­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"

"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"

ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეყვარებულები არიან. ეს ამბავი იმ ვიდეოს მოყვა, რომელიც სოფომ სოციალურ ქსელში განათავსა და სადაც ისინი ერთად მღერიან. რა რეაქცია აქვს ჭორებზე და არის თუ არა რეალურად მის ცხოვრებში საყვარელი ადამიანი - გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:

"...როცა ჩემს საცოლეს, თამთა შალამბერიძეს დავშორდი, მაშინაც დიდი ამბავი ატყდა; სალომე ჭაჭუა რომ მოვიყვანე ცოლად და დავშორდი, იმაზეც ბევრი იჭორავეს. თავიდან მომწონდა ჩემზე ჭორები და ვიპრანჭებოდი; მერე ვღიზიანდებოდი, ვიბრძოდი, მერე კი მივეჩვიე. ახლა ჩემთვის ჭორები მეასეხარისხოვანია. მიმაჩნია, როგორც კაცს გაუსწორდება, ისე უნდა იცხოვროს. ვერავის ლაპარაკს ვერ ავყვები, ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ და ვერც იმას გავუწევ ანგარიშს, ვის რა მოსწონს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და, როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ. იმდენი ჭორი გავიგე ჩემს თავზე, იმდენთან დამაწვინეს და მომკლეს, უკვე ვეღარ ვითვლი. ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე და, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც ბაბნიკობის სურვილი მქონია და არც გეობის. როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი ცხოვრობს, ისე ვცხოვრობ მეც.

- სოციალურ ქსელში დადებულმა ვიდეომ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ შენ და სოფო ნიჟარაძე შეყვარებული წყვილი ხართ და ამას არ მალავთ...

- ერთ-ერთ მიუზიკლში მე და სოფო შეყვარებულების როლს ვთამაშობთ. სოფომ ბუფეტში გადაიღო ვიდეო, სადაც სასიყვარულო სიმღერას ორ ხმაში ვშლით და დადო სოციალურ ქსელში. ამაზე ატყდა ამბავი და "მოგვნათლეს" შეყვარებულებად. არადა, შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ, მიუზიკლში, რეალურად კი კარგი მეგობრები ვართ და წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. სოფო ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოქრო გოგო, კოლეგა და სიმღერის პედაგოგი. ამ ჭორზე ორივემ ვიცინეთ. თუ მეგობარ გოგოსთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ეგრევე მაწყვილებენ და რა გავაკეთო?"

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"