კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულხანზე "ნაციონალების" სისასტიკემ სრულად გადაიარა - ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ..."
"სულხანზე "ნაციონალების" სისასტიკემ სრულად გადაიარა - ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ..."

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მისი წა­მე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. 2014 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის ოთხი მუხ­ლით გა­ა­მარ­თლა. თე­მა­ზე სტა­ტი­ას გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს.

და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა, ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: "ზუს­ტად ვიცი, რო­გორ კლავ­დნენ "სუ­ხოს"- ეს იყო გა­უ­თა­ვე­ბე­ლი პროც­ესი, რო­მე­ლიც 2004 წელს მისი და­კა­ვე­ბით და­ი­წყო და სა­პა­ტიმ­რო­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე გაგ­რძელ­და. ჩვენ ერთ პე­რი­ოდ­ში აღ­მოვ­ჩნდით ცი­ხე­ში - მე მა­ლე­ვე ე.წ. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სულ­ხა­ნიც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და. ვერ ვი­ცა­ნი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად იყო ნა­წა­მე­ბი. ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი გა­მო­ვი­და - სულ­ხა­ნი­ არა­ვის უწა­მე­ბია, ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­დაო, სი­გა­რე­ტის ნამ­წვე­ბიც ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით ხომ არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი? სულ­ხან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­სას­ტი­კემ სრუ­ლად გა­და­ი­ა­რა - მას ღა­მე­ე­ბი არ ეძი­ნა, პა­ტიმ­რე­ბი ჰყავ­და მი­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ...

თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მამა: "სულ­ხანს საფ­რან­გეთ­ში გა­მოკ­ვლე­ვებს უტა­რებ­დნენ, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში ექი­მებ­მა სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს. არა­და, ღვიძ­ლის გა­და­ნერგვას ვა­პი­რებ­დით, დო­ნო­რიც უკვე ნა­პოვ­ნი­ გვყავ­და. მისი ჯან­მრთე­ლო­ბა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ვე­ღარ აღ­ვად­გი­ნეთ, იმ­დე­ნად ნა­წა­მე­ბი და ნა­ტან­ჯი იყო ჩემი შვი­ლი, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლეთ. მი­უ­ხე­და­ვად აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი­სა, უამ­რა­ვი გეგ­მა ჰქონ­და, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც კი სა­უბ­რობ­და. გა­მო­ძი­ე­ბის იმე­დი აღარ ჰქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც მი­მარ­თა, ამ­დენ ხანს რას იძი­ებ­თო. ერთი პე­რი­ო­დი ხე­ლიც კი ჩა­იქ­ნია, მაგ­რამ ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვილს რო­გორ შე­ვარ­ჩი­ნოო - თა­ვის თავ­ზე ბრა­ზობ­და. ახლა სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა, ვინ­მე და­ის­ჯე­ბა თუ რას იზა­მენ - შვი­ლი აღარ მყავს და ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერ­მა აზრი და­კარ­გა და პირ­ველ რიგ­ში, იმ საქ­მემ, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბა­საც ჩემი სულ­ხა­ნი ვე­ღარ მო­ეს­წრო.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 4 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში ან და­რე­გის­ტრირ­დით სა­იტ­ზე და შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სულხანზე "ნაციონალების" სისასტიკემ სრულად გადაიარა - ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ..."

"სულხანზე "ნაციონალების" სისასტიკემ სრულად გადაიარა - ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ..."

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წამების საქმეზე პროკურატურაში ძიება გრძელდება. 2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. თემაზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ "სუხოს"- ეს იყო გაუთავებელი პროც­ესი, რომელიც 2004 წელს მისი დაკავებით დაიწყო და საპატიმროდან მის გათავისუფლებამდე გაგრძელდა. ჩვენ ერთ პერიოდში აღმოვჩნდით ციხეში - მე მალევე ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სულხანიც იქ იმყოფებოდა. ვერ ვიცანი, არაადამიანურად იყო ნაწამები. ყოფილი პროკურორი გამოვიდა - სულხანი­ არავის უწამებია, ვარიკოზული დაავადება ჰქონდაო, სიგარეტის ნამწვებიც ვარიკოზული დაავადებით ხომ არ იყო გამოწვეული? სულხანზე "ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკემ სრულად გადაიარა - მას ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ...

თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა: "სულხანს საფრანგეთში გამოკვლევებს უტარებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ექიმებმა სისხლდენის შეჩერება ვეღარ შეძლეს. არადა, ღვიძლის გადანერგვას ვაპირებდით, დონორიც უკვე ნაპოვნი­ გვყავდა. მისი ჯანმრთელობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვეღარ აღვადგინეთ, იმდენად ნაწამები და ნატანჯი იყო ჩემი შვილი, ვეღარ ვუშველეთ. მიუხედავად აუტანელი ტკივილებისა, უამრავი გეგმა ჰქონდა, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი საუბრობდა. გამოძიების იმედი აღარ ჰქონდა, რამდენჯერმე პროკურატურასაც მიმართა, ამდენ ხანს რას იძიებთო. ერთი პერიოდი ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ ჩემი განადგურება სააკაშვილს როგორ შევარჩინოო - თავის თავზე ბრაზობდა. ახლა სულ არ მაინტერესებს, გამოძიება დასრულდება, ვინმე დაისჯება თუ რას იზამენ - შვილი აღარ მყავს და ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა და პირველ რიგში, იმ საქმემ, რომლის დასრულებასაც ჩემი სულხანი ვეღარ მოესწრო.

წაიკითხეთ სრულად "კვირის პალიტრის" 4 ივლისის ნომერში ან დარეგისტრირდით საიტზე და შეიძინეთ სასურველი პაკეტი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."