საქართველო ინდური ფილმების რეჟისორების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა. რამდენიმე თვის წინ ინდური ფილმის ინტერესის ობიექტი ბათუმი გახდა.
ამჯერად კი ბორჯომის ისტორიულ პარკში მიმდინარეობს გადაღებები.
პარკში, სადაც ყველასთვის ცნობილი მინერალური წყლის დაგემოვნებაა შესაძლებელი, ქორწილის სცენებს იღებენ.
"ერთად დავიბრუნოთ ბორჯომი", - ღიმილით წერენ სოციალურ ქსელში.