პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - გამოძიება დაიწყება და სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს
სოზარ სუბარი - გამოძიება დაიწყება და სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს

სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს, რა­ტომ აფი­ნან­სებ­და ტე­რო­რის­ტებს, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აჰ­მედ ჩა­ტა­ევ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

"ეს ცნო­ბი­ლი ტე­რო­რის­ტი თურ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლის აგენ­ტი ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც აფი­ნან­სებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი და პას­პორ­ტს პას­პორტზე უც­ვლი­და. რო­დე­საც ამა­ზე არის ლა­პა­რა­კი, ცხა­დია, რომ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­ში. ამა­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხე­ბი. რო­დე­საც ის ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და შებ­რძან­დე­ბა მის­თვის გა­მო­ყო­ფილ გა­რე­მონ­ტე­ბულ ოთახ­ში, ნო­მერ მე-9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, პა­სუ­ხე­ბი უნდა გას­ცეს კი­თხვებს: რა­ტომ აფი­ნან­სებ­და და რა­ტომ თა­ნამ­შრომ­ლობ­და ტე­რო­რის­ტებ­თან. ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა, რა­ტომ მოხ­და მისი გაშ­ვე­ბა? მას ჰქონ­და ერ­თა­დერ­თი ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩვენ არ დაგ­ვხვედ­რია - ეს იყო ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და­მუ­შა­ვე­ბულ­მა მოწ­მე­ებ­მა მის­ცეს ჩვე­ნე­ბა თით­ქოს მას ჰქონ­და ია­რა­ღი, შემ­დეგ გა­დათ­ქვეს ეს ჩვე­ნე­ბა და თქვეს ია­რა­ღი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კა­ვე­ბა თუნ­დაც ერთი წუ­თით იქ­ნე­ბო­და უკა­ნო­ნო და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბას სხვა შან­სი, გარ­და იმი­სა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, არ ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რა­ტომ თა­ნამ­შრომ­ლობ­და და აფი­ნან­სებ­და ტე­რო­რის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სოზარ სუბარი - გამოძიება დაიწყება და სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს

სოზარ სუბარი - გამოძიება დაიწყება და სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს

სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.

"ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა. როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები. როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მე-9 დაწესებულებაში, პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია - ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ, გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა", - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ყველაზე საინტერესო არის ის, რატომ თანამშრომლობდა და აფინანსებდა ტერორისტებს მიხეილ სააკაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."