Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეუთოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ შეთავაზებულ შესწორებებს მხარი დაუჭირეს
ეუთოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ შეთავაზებულ შესწორებებს მხარი დაუჭირეს

ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

87-პუნ­ქტი­ან რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ 4 ცვლი­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლი­თაც სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და­ბე­ჯი­თე­ბით მო­უ­წო­დებს, სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ხელ­მო­წე­რი­ლი ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბა; სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას მო­უ­წო­დებს, უზ­რუნ­ველ­ყოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში; ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში ეუ­თოს რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მათ შო­რის ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში; სთა­ვა­ზობს მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მწი­ფო­ებს გა­ა­აქ­ტი­უ­რონ სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ა­ლო­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა დე­ბა­ტე­ბის ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თა და პრო­ექ­ტის თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტის მომ­ხრე და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დე­ლე­გა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ში­ნა­არ­სიც უკ­რა­ი­ნა­სა და ყი­რიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მოვ­ლე­ნებს შე­ე­ხე­ბო­და, კო­მი­ტე­ტის წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ გა­ი­ზი­ა­რა.

კო­მი­ტე­ტის მო­რი­გი სხდო­მა ხვალ 09.00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი - "კონ­ფლიქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში" გან­ხილ­ვა იგეგ­მე­ბა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი წა­რად­გენს.

ეუთოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ შეთავაზებულ შესწორებებს მხარი დაუჭირეს

ეუთოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ შეთავაზებულ შესწორებებს მხარი დაუჭირეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს.

87-პუნქტიან რეზოლუციის პროექტში საქართველოს მხარემ 4 ცვლილება წარმოადგინა, რომლითაც საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას დაბეჯითებით მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება; საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; ხაზს უსვამს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლის გაძლიერებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში; სთავაზობს მონაწილე სახელმწიფოებს გაააქტიურონ საერთაშორისო დიალოგის მექანიზმები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციის პროექტის განხილვა დებატების ფორმატში წარიმართა და პროექტის თითოეული პუნქტის მომხრე და საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელთა შინაარსიც უკრაინასა და ყირიმში განხორციელებულ მოვლენებს შეეხებოდა, კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ არ გაიზიარა.

კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ 09.00 საათზე გაიმართება. ხვალინდელ სხდომაზე ქართული მხარის მიერ მომზადებული - “კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა იგეგმება, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წარადგენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."