ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს რამდენიმე წუთის წინ გადაღებულ ფოტოს. ცოტა ხნის წინ ძლიერმა წვიმამ მუხიანსა და თემქაზე რამდენიმე ადგილას წყლის დიდი რაოდენობით დაგუბება გამოიწვია, რაც ფოტოზეც ნათლად ჩანს. დუმბაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი წყალმა მთლიანად დაფარა. წყლის დაგუბება სავარაუდოდ, უკავშირდება თბილისის მარადიულ პრობლემას - სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას.
ფოტო: ლადო გოგოლაძე