პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასაქცევიც არ მქონდა და ვერ გავიგე, სად წავსულიყავი" - ნიკა ჩოხელის ტკივილი
"გასაქცევიც არ მქონდა და ვერ გავიგე, სად წავსულიყავი" - ნიკა ჩოხელის ტკივილი

"ეს ამ­ბა­ვი 24 იან­ვარს მოხ­და. კვი­რა დღე იყო, ბი­ძაშ­ვილ­თან და ძმას­თან ერ­თად ფა­სა­ნა­ურ­ში მივ­დი­ო­დი. ცო­ტა­თი თოვ­და. ცივი, ყინ­ვი­ა­ნი ამინ­დი იყო", - ასე იწყებს ამ­ბის მო­ყო­ლას გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი - ნიკა. ეს ის დღეა, როცა იგი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა და დიდ სი­მაღ­ლე­ზე ხევ­ში გა­და­ვარ­და. მის ბე­დად, ჟინ­ვალ­ჰეს­ში წყლის დონე და­წე­უ­ლი იყო. ვარ­დნის სი­მაღ­ლე­სა და სირ­თუ­ლეს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნი­კას გა­დარ­ჩე­ნა სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სია.

- ჟინ­ვალ­ჰეს­თან, 300 არაგ­ვე­ლის ძეგლს რომ გას­ცდე­ბი, მკვეთ­რი მო­სახ­ვე­ვია. ძა­ლი­ან ნელა მივ­დი­ო­დით. კარ­გი სა­ბუ­რა­ვე­ბი გვქონ­და, მან­ქა­ნა გა­მარ­თუ­ლი იყო, არ სრი­ა­ლებ­და, მაგ­რამ ამ მო­სახ­ვევ­ში შე­ვე­დით თუ არა, სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან ჯიპი შე­მო­ვარ­და და დაგ­ვე­ჯა­ხა. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არც ერთს არ მიგ­ვი­ღია. მან­ქა­ნე­ბი­დან გად­მო­ვე­დით და მძღოლ­მა აღი­ა­რა, რომ ავა­რია მისი შეც­დო­მის გამო მოხ­და. გვი­თხრა, ზა­რალს ავა­ნა­ზღა­უ­რე­ბო. ეს არ იყო ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა, გვერ­დე­ბი "გა­ვუს­ვით". ჩემს ბი­ძაშ­ვილს ცხვი­რი­დან სის­ხლი მოს­დი­ო­და. სის­ხლი თოვ­ლით მოვ­წმინ­დე, მერე ევა­კუ­ა­ტორს ვუ­რე­კავ­დი. მან­ქა­ნის უკა­ნა მხა­რეს ვი­დე­ქი, ჩემს უკან კი ხევი იყო. უეც­რად ყვი­რი­ლის ხმა შე­მო­მეს­მა. თურ­მე, მე­ო­რე ჯიპი მოს­რი­ა­ლებ­და. ისეთ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, გა­საქ­ცე­ვი არ მქონ­და, ვე­ღარ გა­ვი­გე, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. ერ­თა­დერ­თი, ის მო­ვი­ფიქ­რე, რომ ჩვენს დამ­ტვრე­ულ მან­ქა­ნას ამო­ვე­ფა­რე. ჯიპი ზუს­ტად იმ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა, მან­ქა­ნა კი - მე და ხევ­ში გა­და­მაგ­დო. ზურ­გით და­ვე­ცი, მერე ძა­ლი­ან შორს ჩავსრი­ალ­დი. ჩემს ბე­დად, წყალ­სა­ცავ­ში წყლის დონე და­წე­უ­ლი იყო, თო­რემ და­ვიხ­რჩო­ბო­დი. ძა­ლი­ან შორს ვი­ყა­ვი, ვერ მპო­უ­ლობ­დნენ. დღის 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი იყო.

- გო­ნე­ბა და­კარ­გე?

- და­ცე­მის დროს გა­ვი­თი­შე და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წუ­თით. სრი­ა­ლი­სას რო­გორც ჩანს, რა­ღა­ცებს ვე­ჯა­ხე­ბო­დი. აზ­რზე რომ მო­ვე­დი, და­ვიყ­ვი­რე. ვი­ღა­ცის ხმა შე­მო­მეს­მა, მე­ძახ­და, სად ხარო? მერე ჩე­მამ­დე მალე ჩა­მო­ვიდ­ნენ. იცოდ­ნენ, ჩემი გან­ძრე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ამოყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით არ უც­დი­ათ. მაშ­ვე­ლებს და­ე­ლოდ­ნენ, რომ და­ფა­ზე და­ვეწ­ვი­ნე, სხე­უ­ლი და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ.

ნინო მე­ლაშ­ვი­ლი, ნი­კას დედა:

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ დროს ჩემი მერე შვი­ლი - ლუკა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მი­ვი­ხე­დე და ნიკა აღარ­სად ჩან­და, არც ხმას გვა­გო­ნებ­და. იქვე მისი ცალი ფეხ­საც­მე­ლი ეგდო. ხევ­ში გა­და­ვი­ხე­დე, მერე მან­ქა­ნის ქვეშ ვე­ძებ­დი, მაგ­რამ იქაც რომ ვერ ვნა­ხე, ცო­ცხა­ლი აღარც მე­გო­ნაო. ლუკა შოკ­ში იყო, ჩემი ძმის­შვი­ლიც სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გახ­ლდათ.

ნიკა:

- წყლა­სა­ცა­ვამ­დე ძა­ლი­ან მცი­რე მან­ძი­ლი მა­შო­რებ­და.

ნინო:

- რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა თოვ­ლი რომ იდო, მა­გა­ნაც უშ­ვე­ლა. თან, ნიკა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს: ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, მერე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე ვარ­ჯი­შობ­და, სწო­რად იკ­ვე­ბე­ბო­და, არ სვამ­და, არ ეწე­ო­და. ვარ­დნის დრო­საც კი სხე­ულს ფლობ­და და კის­რის ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბას გა­დარ­ჩა. რამ­დე­ნი­მე­ტო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნის დარ­ტყმას ეხუმ­რე­ბი? ისე­თი მძი­მე დარ­ტყმა იყო, ზურ­გით გა­და­აგ­დო და ზურ­გით­ვე და­ე­ცა. ჰქონ­და და­ბე­ჟი­ლო­ბე­ბი, თავი გა­ჩე­ხი­ლი. ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ებ­დნენ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მო­იყ­ვა­ნეს, კუნ­თე­ბი და­ძა­ბუ­ლი და შეკ­რუ­ლი ჰქონ­და.

- დი­აგ­ნო­ზი რა არის?

- მკერ­დის მე­სა­მე და მე­ო­თხე მა­ლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ზურ­გის ტვინ­ზე კომ­პრე­სი­ით. მო­ტე­ხი­ლი ნა­წი­ლი ზურ­გის ტვინ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­და. ოპე­რა­ცია გოგი მა­ღა­ლაშ­ვილ­მა და გელა მენ­თე­შაშ­ვილ­მა გა­უ­კე­თეს. მა­ლე­ბი და­მაგრდა, რომ ზურ­გის ტვინ­ზე ზე­წო­ლა მოხ­სნი­ლი­ყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას კუნ­თე­ბის მუდ­მი­ვად და­ჭი­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა და­ერ­თო, რა­საც სპას­ტი­კას უწო­დე­ბენ. ზო­გი­ერთს კუნ­თე­ბი მო­დუ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აქვს, ნიკა კი პი­რი­ქით, წა­მალს სვამს, რომ და­ჭი­მუ­ლო­ბა მო­ეხ­სნას.

- ეს მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს?

- მუდ­მივ­მა და­ჭი­მუ­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, კუნ­თის და­მოკ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს. ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა სას­წრა­ფოა. ერთი წლის მერე აღ­დგე­ნა აღარ ხდე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ოპე­რა­ცია 6 თვე­ში მო­ეს­წროს, 5 თვე უკვე გა­ვი­და ამ ტრავ­მის მი­ღე­ბი­დან.

- ნიკა, ახლა ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა გაქვს?

ნიკა:

- ნაკ­ლე­ბად. ფეხ­ზე სი­ცხეს და სი­ცი­ვეს - ვერა, მაგ­რამ ოდ­ნავ შე­ხე­ბა­საც კი ვგრძნობ. იმე­დი მაქვს, გა­ვივ­ლი.

ნინო:

- ყვე­ლა ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა, ნი­კას ისე­თი კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ტარ­დე­ბა. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვიყ­ვა­ნოთ. რამ­დე­ნი­მე დღეა კლი­ნი­კას ვე­ძებთ. შვე­ი­ცა­რი­ი­დან სრუ­ლი გა­რან­ტია მოგ­ვცეს, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ძვი­რი ჯდე­ბა. ყველ­გან სამ­თვი­ან კურსს გვთა­ვა­ზო­ბენ. ახ­ლა­ხან ავ­სტრი­ი­დან მოგ­ვი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ მკურ­ნა­ლო­ბას შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა და გავ­ლას შეძ­ლებს, მაგ­რამ ჩვენ სა­ჭი­რო თან­ხა არ გვაქვს.

- სამ­თვი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნია?

- 40 ათას ევ­რომ­დე ჯდე­ბა, მაგ­რამ ნიკა მარ­ტო ვერ წავა, თან ლუკა უნდა ახ­ლდეს, ეს კი ხარჯს ზრდის. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 50 ათა­სი ევრო მა­ინც არის სა­ჭი­რო. მოგ­ვწე­რეს, ამ კა­ტე­გო­რი­ის ავად­მყო­ფე­ბი უცხო გა­რე­მო­ში რომ ხვდე­ბი­ან, დეპ­რე­სია ემარ­თე­ბა­თო. ლუ­კას­თვის ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სას­ტუმ­რო მო­ვი­ძი­ეთ. ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გასაქცევიც არ მქონდა და ვერ გავიგე, სად წავსულიყავი" - ნიკა ჩოხელის ტკივილი

"გასაქცევიც არ მქონდა და ვერ გავიგე, სად წავსულიყავი" - ნიკა ჩოხელის ტკივილი

"ეს ამბავი 24 იანვარს მოხდა. კვირა დღე იყო, ბიძაშვილთან და ძმასთან ერთად ფასანაურში მივდიოდი. ცოტათი თოვდა. ცივი, ყინვიანი ამინდი იყო", - ასე იწყებს ამბის მოყოლას გოდერძი ჩოხელის უმცროსი ვაჟი - ნიკა. ეს ის დღეა, როცა იგი ავტოავარიაში მოყვა და დიდ სიმაღლეზე ხევში გადავარდა. მის ბედად, ჟინვალჰესში წყლის დონე დაწეული იყო. ვარდნის სიმაღლესა და სირთულეს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ნიკას გადარჩენა სასწაულის ტოლფასია.

- ჟინვალჰესთან, 300 არაგველის ძეგლს რომ გასცდები, მკვეთრი მოსახვევია. ძალიან ნელა მივდიოდით. კარგი საბურავები გვქონდა, მანქანა გამართული იყო, არ სრიალებდა, მაგრამ ამ მოსახვევში შევედით თუ არა, საპირისპირო მხრიდან ჯიპი შემოვარდა და დაგვეჯახა. მძიმე დაზიანება არც ერთს არ მიგვიღია. მანქანებიდან გადმოვედით და მძღოლმა აღიარა, რომ ავარია მისი შეცდომის გამო მოხდა. გვითხრა, ზარალს ავანაზღაურებო. ეს არ იყო ძლიერი შეჯახება, გვერდები "გავუსვით". ჩემს ბიძაშვილს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. სისხლი თოვლით მოვწმინდე, მერე ევაკუატორს ვურეკავდი. მანქანის უკანა მხარეს ვიდექი, ჩემს უკან კი ხევი იყო. უეცრად ყვირილის ხმა შემომესმა. თურმე, მეორე ჯიპი მოსრიალებდა. ისეთ ადგილზე ვიყავი, გასაქცევი არ მქონდა, ვეღარ გავიგე, სად წავსულიყავი, ყველაფერი წამებში მოხდა. ერთადერთი, ის მოვიფიქრე, რომ ჩვენს დამტვრეულ მანქანას ამოვეფარე. ჯიპი ზუსტად იმ მანქანას დაეჯახა, მანქანა კი - მე და ხევში გადამაგდო. ზურგით დავეცი, მერე ძალიან შორს ჩავსრიალდი. ჩემს ბედად, წყალსაცავში წყლის დონე დაწეული იყო, თორემ დავიხრჩობოდი. ძალიან შორს ვიყავი, ვერ მპოულობდნენ. დღის 4 საათი იქნებოდა, ნისლიანი ამინდი იყო.

- გონება დაკარგე?

- დაცემის დროს გავითიშე დაახლოებით 3-4 წუთით. სრიალისას როგორც ჩანს, რაღაცებს ვეჯახებოდი. აზრზე რომ მოვედი, დავიყვირე. ვიღაცის ხმა შემომესმა, მეძახდა, სად ხარო? მერე ჩემამდე მალე ჩამოვიდნენ. იცოდნენ, ჩემი განძრევა არ შეიძლებოდა და ამოყვანა საკუთარი ძალებით არ უცდიათ. მაშველებს დაელოდნენ, რომ დაფაზე დავეწვინე, სხეული დაეფიქსირებინათ.

ნინო მელაშვილი, ნიკას დედა:

- წარმოიდგინეთ, ამ დროს ჩემი მერე შვილი - ლუკა რა მდგომარეობაში იყო. მივიხედე და ნიკა აღარსად ჩანდა, არც ხმას გვაგონებდა. იქვე მისი ცალი ფეხსაცმელი ეგდო. ხევში გადავიხედე, მერე მანქანის ქვეშ ვეძებდი, მაგრამ იქაც რომ ვერ ვნახე, ცოცხალი აღარც მეგონაო. ლუკა შოკში იყო, ჩემი ძმისშვილიც საშინელ მდგომარეობაში გახლდათ.

ნიკა:

- წყლასაცავამდე ძალიან მცირე მანძილი მაშორებდა.

ნინო:

- როგორც ჩანს, პატარა თოვლი რომ იდო, მაგანაც უშველა. თან, ნიკა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს: ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა, მერე წლების განმავლობაში ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა, სწორად იკვებებოდა, არ სვამდა, არ ეწეოდა. ვარდნის დროსაც კი სხეულს ფლობდა და კისრის ფუძის მოტეხილობას გადარჩა. რამდენიმეტონიანი მანქანის დარტყმას ეხუმრები? ისეთი მძიმე დარტყმა იყო, ზურგით გადააგდო და ზურგითვე დაეცა. ჰქონდა დაბეჟილობები, თავი გაჩეხილი. შინაგან ორგანოებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ. საავადმყოფოში რომ მოიყვანეს, კუნთები დაძაბული და შეკრული ჰქონდა.

- დიაგნოზი რა არის?

- მკერდის მესამე და მეოთხე მალების მოტეხილობა, ზურგის ტვინზე კომპრესიით. მოტეხილი ნაწილი ზურგის ტვინზე ზეწოლას ახდენდა. ოპერაცია გოგი მაღალაშვილმა და გელა მენთეშაშვილმა გაუკეთეს. მალები დამაგრდა, რომ ზურგის ტვინზე ზეწოლა მოხსნილიყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მდგომარეობას კუნთების მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში ყოფნა დაერთო, რასაც სპასტიკას უწოდებენ. ზოგიერთს კუნთები მოდუნებულ მდგომარეობაში აქვს, ნიკა კი პირიქით, წამალს სვამს, რომ დაჭიმულობა მოეხსნას.

- ეს მდგომარეობას ართულებს?

- მუდმივმა დაჭიმულობამ შესაძლოა, კუნთის დამოკლება გამოიწვიოს. ეს მდგომარეობას ართულებს. ოპერაციის ჩატარება სასწრაფოა. ერთი წლის მერე აღდგენა აღარ ხდება. სასურველია, ოპერაცია 6 თვეში მოესწროს, 5 თვე უკვე გავიდა ამ ტრავმის მიღებიდან.

- ნიკა, ახლა ტკივილის შეგრძნება გაქვს?

ნიკა:

- ნაკლებად. ფეხზე სიცხეს და სიცივეს - ვერა, მაგრამ ოდნავ შეხებასაც კი ვგრძნობ. იმედი მაქვს, გავივლი.

ნინო:

- ყველა ექიმი გვეუბნება, ნიკას ისეთი კომპლექსური მკურნალობა და რეაბილიტაცია უნდა, როგორიც საქართველოში არ ტარდება. ამიტომ იძულებულები ვართ, საზღვარგარეთ წავიყვანოთ. რამდენიმე დღეა კლინიკას ვეძებთ. შვეიცარიიდან სრული გარანტია მოგვცეს, მაგრამ მკურნალობა ამ ქვეყანაში ძვირი ჯდება. ყველგან სამთვიან კურსს გვთავაზობენ. ახლახან ავსტრიიდან მოგვივიდა პასუხი, რომ მკურნალობას შედეგი აუცილებლად ექნება და გავლას შეძლებს, მაგრამ ჩვენ საჭირო თანხა არ გვაქვს.

- სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის ღირებულება რამდენია?

- 40 ათას ევრომდე ჯდება, მაგრამ ნიკა მარტო ვერ წავა, თან ლუკა უნდა ახლდეს, ეს კი ხარჯს ზრდის. მთლიანობაში, 50 ათასი ევრო მაინც არის საჭირო. მოგვწერეს, ამ კატეგორიის ავადმყოფები უცხო გარემოში რომ ხვდებიან, დეპრესია ემართებათო. ლუკასთვის ყველაზე იაფფასიანი სასტუმრო მოვიძიეთ. ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი