მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად რეალურია ფასდაკლებები პროდუქტსა და მედიკამენტებზე - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
რამდენად რეალურია ფასდაკლებები პროდუქტსა და მედიკამენტებზე - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

სხვა­დას­ხვა საკ­ვებ პრო­დუქტთან თუ ფარ­მა­ცევ­ტულ ნა­წარმ­ზე მოქ­მე­დი ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რებთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას ვი­ღებთ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ეს მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კია და არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვას­თან. ჩვენს კი­თხვა­ზე, სარ­გებ­ლობთ თუ არა აქ­ცი­ე­ბით, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა უპა­სუ­ხა, რომ სარ­გებ­ლობს და ძი­რი­თა­დად საკ­ვებს პრო­დუქ­ცი­ას იძე­ნენ.

კი­თხვა­ზე: "რო­გორ ფიქ­რობთ, რა შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თა­ვენ კომ­პა­ნი­ე­ბი აქ­ცი­ებს?", პა­სუ­ხე­ბი ასე­თი იყო:

"იმი­სათ­ვის, რომ თა­ვის ახალ პრო­დუქ­ცი­ას გა­უ­კე­თონ რეკ­ლა­მა და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ზი­დონ"- თა­მა­რი 29 წლის

"მგო­ნია, რომ ეს არ არის ნამ­დვი­ლი ფას­დაკ­ლე­ბა, მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კია უბ­რა­ლოდ"- ლალი , 48 წლის

"ნუ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ თა­ვი­ან­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ა­ხა­რონ" - ნა­თია, 25 წლის.

იმი­სათ­ვის, რომ გაგ­ვე­გო, რო­გორ მოქ­მე­დებს ფას­დაკ­ლე­ბე­ბი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის მა­გა­ლით­ზე AMBEBI.GE "ნი­კო­რას" ეს­ტუმ­რა.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ექ­სპე­რი­მენ­ტი

"ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცი­ე­ბის სხვა­დას­ხვა ტიპი არ­სე­ბობს, თვის აქ­ცია, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი თვის აქ­ცია, სე­ზო­ნუ­რი და სა­დღე­სას­წა­უ­ლო აქ­ცია. მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა პრო­დუქ­ცი­ის არ­ჩე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტი ყვე­ბა აქ­ცი­ა­ში და მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს ის ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბას, ფას­დაკ­ლე­ბე­ბის აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გით ვად­გენთ, რომ ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი აქ­ცი­ა­ში და და­დე­ბი­თად რე­ა­გი­რე­ბენ მას­ზე" - გიგა ბატ­კუ­აშ­ვი­ლი , "ნი­კო­რას", სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი.

იმის გა­სარ­კვე­ვად კი, თუ რა ვი­თა­რე­ბაა ფარ­მა­ცევ­ტულ სფე­რო­ში არ­სე­ბულ ფას­დაკ­ლე­ბებ­ზე AMBEBI.GE "პსპ"-ს ეწ­ვია.

"ჩვენ კვი­რა­ში სამი დღე გვაქვს, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფას­დაკ­ლე­ბის დღე, სამ­შა­ბა­თი, ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი და ეს სრუ­ლი­ად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ვა­დას­თან თუ ახა­ლი პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნას­თან ბა­ზარ­ზე",- თორ­ნი­კე გუ­რუ­ლი, PSP-ს მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი.

იმე­დი მაქვს, ცოტა მა­ინც გა­გარ­კვი­ეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა პრინ­ცი­პით ხდე­ბა აქ­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვა, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, უბ­რა­ლოდ, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დას დავ­ხე­დოთ, ეს არც ისე რთუ­ლია.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

ლია
0

 მაგნიტის ფასდაკლებები მართლა რეალური იყო აქამდე, მაგრამ უკვე ეშმაკობენ, იმ დღეს ფასს უმატებენ და სახლში აღმოაჩენ რომ სულაც არ გიყიდია ფასდაკლებით, ან ისე გააძვირეს რომ ამათი ფასდაკლებული პროდუქტი სხაგან ჩვეულებრივ ასე ღირს...ეჰ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რამდენად რეალურია ფასდაკლებები პროდუქტსა და მედიკამენტებზე - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

რამდენად რეალურია ფასდაკლებები პროდუქტსა და მედიკამენტებზე - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

სხვადასხვა საკვებ პროდუქტთან თუ ფარმაცევტულ ნაწარმზე მოქმედი ფასდაკლების აქციებთან დაკავშირებთ დღის განმავლობაში უამრავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია და არაფერი საერთო არ აქვს მომხმარებელზე ზრუნვასთან. ჩვენს კითხვაზე, სარგებლობთ თუ არა აქციებით, გამოკითხულთა უმეტესმა ნაწილმა უპასუხა, რომ სარგებლობს და ძირითადად საკვებს პროდუქციას იძენენ.

კითხვაზე: "როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში მიმართავენ კომპანიები აქციებს?", პასუხები ასეთი იყო:

"იმისათვის, რომ თავის ახალ პროდუქციას გაუკეთონ რეკლამა და უფრო მეტი ადამიანი მიიზიდონ"- თამარი 29 წლის

"მგონია, რომ ეს არ არის ნამდვილი ფასდაკლება, მარკეტინგული ხრიკია უბრალოდ"- ლალი , 48 წლის

"ნუ, ალბათ იმიტომ, რომ თავიანთი მომხმარებელი გაახარონ" - ნათია, 25 წლის.

იმისათვის, რომ გაგვეგო, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები საკვები პროდუქციის მაგალითზე AMBEBI.GE "ნიკორას" ესტუმრა.

იხილეთ ვიდეოექსპერიმენტი

"ფასდაკლების აქციების სხვადასხვა ტიპი არსებობს, თვის აქცია, მოკლევადიანი, ეგრეთ წოდებული თვის აქცია, სეზონური და სადღესასწაულო აქცია. მომხმარებლის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის არჩევა, შესაბამისად ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ყვება აქციაში და მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ის ყველაზე დაბალ ფასად. რაც შეეხება მომხმარებლის აქტიურობას, ფასდაკლებების აქციების პერიოდში, მიღებული შედეგით ვადგენთ, რომ ჩვენი მომხმარებელი აქტიურად არის ჩართული აქციაში და დადებითად რეაგირებენ მასზე" - გიგა ბატკუაშვილი , "ნიკორას", საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

იმის გასარკვევად კი, თუ რა ვითარებაა ფარმაცევტულ სფეროში არსებულ ფასდაკლებებზე AMBEBI.GE "პსპ"-ს ეწვია.

"ჩვენ კვირაში სამი დღე გვაქვს, მედიკამენტებზე ფასდაკლების დღე, სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი და ეს სრულიად არ არის დამოკიდებული აბსოლუტურად პროდუქტის შენახვის ვადასთან თუ ახალი პროდუქტის შემოტანასთან ბაზარზე",- თორნიკე გურული, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი.

იმედი მაქვს, ცოტა მაინც გაგარკვიეთ იმასთან დაკავშირებით, რა პრინციპით ხდება აქციაში მოხვედრილი პროდუქტის შერჩევა, მაგრამ იმისათვის, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ, ვარგისიანობის ვადას დავხედოთ, ეს არც ისე რთულია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

"ითქვა, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის მოკვლა... ასეთი განცხადებები, სამთავრობო მედიის ეთერში შემთხვევით არ ხვდება" - მელაძე

"2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა?..." - თენგიზ ცერცვაძე "ტვ პირველსა" და ეკა კვესიტაძეს პასუხობს

ახალი მილიონერი გამოჩნდა!