პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში - რეალიზაციის პრობლემა კახეთში
ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში - რეალიზაციის პრობლემა კახეთში

კა­ხეთ­ში ერთი კი­ლოგ­რა­მი ხა­რის­ხი­ა­ნი ატ­მის გა­სა­ყი­დი ფასი 20 თეთ­რი­დან იწყე­ბა, თუმ­ცა ფერ­მე­რებს მისი რე­ა­ლი­ზა­ცია მა­ინც ძა­ლი­ან უჭირთ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გოჩა ცო­ფუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრობ­ლე­მა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ატ­მის გა­ორ­მა­გე­ბულ­მა მო­სა­ვალ­მა და და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად რუ­სეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ჩა­კეტ­ვამ გა­მო­იწ­ვია. 2015 წელს ხა­რის­ხი­ა­ნი ატ­მის გა­სა­ყი­დი ფასი კა­ხეთ­ში 60 თეთ­რი­დან იწყე­ბო­და და 3 ლარს აღ­წევ­და.

სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მცხოვ­რებ არ­სე­ნა ტუ­რაშ­ვილს ატ­მის ბაღი 8 ჰექ­ტარ­ზე აქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი. ფერ­მე­რი ამ­ბობს, რომ ერთი ჰექ­ტა­რი ატ­მის მოვ­ლა 4-5 ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბა, ამას ემა­ტე­ბა კრე­ფის და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯიც. მი­სი­ვე თქმით, კარ­გი მო­სავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ერთ ჰექ­ტარ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 20-25 ტონა ატა­მი იკ­რი­ფე­ბა.

"ყვე­ლა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი მაქვს და­ცუ­ლი. შე­წამ­ვლას, და­მუ­შა­ვე­ბას, ყვე­ლა­ფერს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხით ვა­კე­თებ. ერთი კი­ლოგ­რა­მი ატ­მის მოყ­ვა­ნა თით­ქმის 25-30 თეთ­რი მიჯ­დე­ბა. კარ­გი ხა­რის­ხის ატა­მია. ეს 40 თეთ­რა­დაც რომ გავ­ყი­დო, რა მრჩე­ბა? არა­ფე­რი. ასეთ ატამს გა­სულ წელს 80 თეთ­რად და 1 ლა­რად ვყიდ­დით",- აღ­ნიშ­ნა არ­სე­ნა ტუ­რაშ­ვილ­მა.

"20 თეთ­რად რომ ატამს მის­ცემ, გა­და­გირ­ჩევს, ნა­ხე­ვარს და­გი­ტო­ვებს და ნა­ხე­ვარს წა­ი­ღებს, ეს გა­ყიდ­ვა არ არის. ტი­რის ხალ­ხი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გლე­ხი ამას ელო­დე­ბა, ესეც უნდა გა­და­ყა­როს და დარ­ჩეს მში­ე­რი და ცა­რი­ე­ლი",- ამ­ბობს ცი­ცი­ნო ხუ­ციშ­ვი­ლი.

გლე­ხებს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლი ხა­რის­ხის ატ­მის გა­ყიდ­ვა უჭირთ. ზო­გი­ერ­თმა მე­ბა­ღემ ატ­მის დაკ­რე­ფა­ზეც უარი თქვა, რად­გან მათი თქმით, მკრე­ფა­ვე­ბის და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯებ­საც ვე­ღარ ანა­ზღა­უ­რებ­დნენ.

"20-30 თეთ­რი დღეს რა ღირს ბა­ზარ­ში? მას­ხა­რად გვიგ­დე­ბენ. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო არა გვაქვს. ერთი კი­ლოგ­რა­მი ატა­მი 1 ლარი მა­ინც უნდა ღირ­დეს, რომ ამან თა­ვი­სი თა­ვიც შე­ი­ნა­ხოს და მე­პატ­რო­ნეც",- ამ­ბობს ირაკ­ლი მი­ჩი­ტაშ­ვი­ლი.

ფერ­მე­რე­ბი კა­ხეთ­ში ხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის აშე­ნე­ბას ითხო­ვენ, რად­გან მათი თქმით, ჩუმ­ლა­ყის სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას იღებს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში - რეალიზაციის პრობლემა კახეთში

ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში - რეალიზაციის პრობლემა კახეთში

კახეთში ერთი კილოგრამი ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი 20 თეთრიდან იწყება, თუმცა ფერმერებს მისი რეალიზაცია მაინც ძალიან უჭირთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, პრობლემა გასულ წელთან შედარებით ატმის გაორმაგებულმა მოსავალმა და დარიალის ხეობაში ღვარცოფის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ჩაკეტვამ გამოიწვია. 2015 წელს ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი კახეთში 60 თეთრიდან იწყებოდა და 3 ლარს აღწევდა.

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ არსენა ტურაშვილს ატმის ბაღი 8 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი ამბობს, რომ ერთი ჰექტარი ატმის მოვლა 4-5 ათას ლარამდე ჯდება, ამას ემატება კრეფის და ტრანსპორტირების ხარჯიც. მისივე თქმით, კარგი მოსავლის შემთხვევაში, ერთ ჰექტარზე საშუალოდ 20-25 ტონა ატამი იკრიფება.

"ყველა ტექნოლოგიური პროცესი მაქვს დაცული. შეწამვლას, დამუშავებას, ყველაფერს დაქირავებული ხალხით ვაკეთებ. ერთი კილოგრამი ატმის მოყვანა თითქმის 25-30 თეთრი მიჯდება. კარგი ხარისხის ატამია. ეს 40 თეთრადაც რომ გავყიდო, რა მრჩება? არაფერი. ასეთ ატამს გასულ წელს 80 თეთრად და 1 ლარად ვყიდდით",- აღნიშნა არსენა ტურაშვილმა.

"20 თეთრად რომ ატამს მისცემ, გადაგირჩევს, ნახევარს დაგიტოვებს და ნახევარს წაიღებს, ეს გაყიდვა არ არის. ტირის ხალხი. მთელი ცხოვრება გლეხი ამას ელოდება, ესეც უნდა გადაყაროს და დარჩეს მშიერი და ცარიელი",- ამბობს ციცინო ხუციშვილი.

გლეხებს განსაკუთრებით დაბალი ხარისხის ატმის გაყიდვა უჭირთ. ზოგიერთმა მებაღემ ატმის დაკრეფაზეც უარი თქვა, რადგან მათი თქმით, მკრეფავების და ტრანსპორტირების ხარჯებსაც ვეღარ ანაზღაურებდნენ.

"20-30 თეთრი დღეს რა ღირს ბაზარში? მასხარად გვიგდებენ. ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს. ერთი კილოგრამი ატამი 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ ამან თავისი თავიც შეინახოს და მეპატრონეც",- ამბობს ირაკლი მიჩიტაშვილი.

ფერმერები კახეთში ხილის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას იღებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა