პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებზე
გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებზე

ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ის ის­ტე­რი­კა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა სომ­ხე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა შე­ფა­სე­ბებს სომ­ხე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სომ­ხე­თი ქარ­თულ და რუ­სულ მხა­რე­ებ­თან "სამ­ხრეთ ოსე­თის" გავ­ლით გზის გახ­სნა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს.

"ჩვენ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა სომ­ხეთ­თან და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დევ­დო­რა­კის მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად გზა არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ ორი კვი­რა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა მის აღ­დგე­ნას. ამით პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ექპორ­ტი­ო­რებს ხი­ლის გა­ტა­ნის კუ­თხით და ასე­ვე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ სომ­ხე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის სრუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ვი­ყოთ სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. სწო­რედ ამი­ტომ, მე მქონ­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უ­ბა­რი და მათი წი­ნა­და­დე­ბა იყო, რომ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის მხა­რეს, რათა დრო­ე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლო რე­ჟიმ­ში, სტა­ტუ­სის შე­ხე­ბის გა­რე­შე მოხ­დე­ბო­და არ­ხის გახ­სნა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნო­ნი "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სით ტვირ­თის გა­ტა­რე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ამ რე­ჟიმ­ში გვინ­დო­და გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ეს ტვირ­თე­ბი, რათა არ მიგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ძა­ლი­ან დიდი ზა­რა­ლი ჩვე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის და სხვე­ბის­თვი­საც. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან იყო არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი, რაც პირ­და­პირ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მათ მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სტა­ტუს­თან, ამი­ტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზით ტვირ­თის გა­ტა­რე­ბა­ზე. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა იყო, რომ მხო­ლოდ ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მომ­ხდა­რი­ყო ამ არ­ხის გახ­სნა. ამი­ტომ ჩვენ ბო­რა­ნის გზა ავირ­ჩი­ეთ და შავი ზღვის მეშ­ვე­ო­ბით გა­დის ეს ტვირ­თი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ გვაქვს კა­ნო­ნი "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის" შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ის გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ამ არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა "ეს­ჯი­ეს­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ჩვენ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­დავ­გზავ­ნეთ რუ­სულ მხა­რეს­თან, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. ეს არის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სით ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს მე­ქა­ნიზ­მი სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არ გაგ­ვაჩ­ნია. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვერ მი­ვი­ღეთ ტვირ­თის გა­ტა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, დღეს­დღე­ო­ბით ტვირ­თე­ბი სარ­კი­ნიგ­ზო ბო­რა­ნით გა­დის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე პი­რი­ქით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

სომ­ხუ­რი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლოს­თან აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რათა სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის "სამ­ხრეთ ოსე­თის" გავ­ლით რუ­სეთ­თან მი­მა­ვა­ლი გზა გა­იხ­სნას, - რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრმა გა­გიკ ბეგ­ლა­რი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სამ­ხრეთ ოსე­თის" გავ­ლით გზის გა­სახ­სნე­ლად ანა­ლო­გი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სულ მხა­რეს­თა­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა არ­სე­ბობს. ეს ჩვენს სა­მუ­შა­ოს არ­თუ­ლებს, ამი­ტომ ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სი 50/50-ზეა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმ მიზ­ნით, რომ რუ­სულ­მა და ქარ­თულ­მა მხა­რემ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ონ", - გა­ნა­ცხა­და გა­გიკ ბეგ­ლა­რი­ან­მა.

მისი თქმით, სომ­ხე­თის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტის გახ­სნა ლარსზე მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის გამო გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ბლო­კა­დის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო სომ­ხე­თის­თვის რუ­სეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ ერ­თა­დერთ მარ­შრუ­ტად რჩე­ბა.

"დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, არ­სე­ბობს გზის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით. გზა კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია", - გა­ნა­ცხა­და სო­მეხ­მა მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებზე

გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებზე

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეფასებებს სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ სომხეთი ქართულ და რუსულ მხარეებთან "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ფორსმაჟორულ სიტუაციაში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ამ რეჟიმში გვინდოდა გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და სხვებისთვისაც. რუსეთის ფედერაციიდან იყო არაადექვატური პასუხი, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზით ტვირთის გატარებაზე. ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის გახსნა. ამიტომ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის ეს ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ, რომელიც 2012 წლამდე იქნა მიღებული. ის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ არხის გამოყენებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება "ესჯიესთან" ხელშეკრულებას, ჩვენ ეს ხელშეკრულება გადავგზავნეთ რუსულ მხარესთან, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ეს არის მექანიზმი, რომელიც ნეიტრალური სტატუსით ტვირთების გატარებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი სამწუხაროდ, ჯერ არ გაგვაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მივიღეთ ტვირთის გატარების მექანიზმი, დღესდღეობით ტვირთები სარკინიგზო ბორანით გადის, როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ისე პირიქით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის "სამხრეთ ოსეთის" გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას, - როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ", - განაცხადა გაგიკ ბეგლარიანმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია", - განაცხადა სომეხმა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."