პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ნაფიცებმა შესაძლოა, 4 ივლისს გამოიტანონ
მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ნაფიცებმა შესაძლოა, 4 ივლისს გამოიტანონ

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რე­ებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ეტა­პი და­ას­რუ­ლეს. დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის და­კი­თხვით გა­ნახ­ლდა. მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი დაც­ვის მხა­რემ ორი მოწ­მე და­კი­თხა და წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვლია.

დაც­ვის მხა­რეს სულ 8 მოწ­მე უნდა და­ე­კი­თხა, თუმ­ცა 6 მოწ­მის და­კი­თხვა ად­ვო­კა­ტებ­მა სა­ჭი­როდ აღარ ჩათ­ვა­ლეს. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას სამი კვი­რა მო­ან­დო­მა, დაც­ვის მხა­რემ კი სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ერთ დღე­ში გა­მო­იკ­ვლია.

მომ­დევ­ნო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც 4 ივ­ლის­საა და­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ე­ბი დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვა­მენ, რის შემ­დე­გაც რეპ­ლი­კე­ბის ეტა­პი დად­გე­ბა. ბო­ლოს კი ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო სი­ტყვას იტყვის და ამის შემ­დეგ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერ­დიქ­ტის გა­მო­სა­ტა­ნად გავ­ლენ.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს თავ­და­პირ­ვე­ლად 3-სა­ა­თი­ა­ნი ვადა მი­ე­ცე­მათ და აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში მათ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბის ან გამ­ტყუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თხმად უნდა მი­ი­ღონ. თუკი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თხმად არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მო­სა­მარ­თლე მათ 6 სა­ა­თი­ან ვა­დას მის­ცემს და ამ ვა­და­ში ვერ­დიქ­ტი ხმა­თა უკ­რავ­ლე­სო­ბით უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, კერ­ძოდ 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი 8 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი ერთი ვერ­დიქ­ტის მომ­ხრე იქ­ნე­ბა. თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მო­სა­მარ­თლე ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს და­მა­ტე­ბით 3 სა­ა­თი­ან ვა­დას მის­ცემს, რათა ხმა­თა იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ნაფიცებმა შესაძლოა, 4 ივლისს გამოიტანონ

მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ნაფიცებმა შესაძლოა, 4 ივლისს გამოიტანონ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაასრულეს. დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურულ სხდომაზე ბრალდებულის დაკითხვით განახლდა. მისი დასრულების შემდეგ კი დაცვის მხარემ ორი მოწმე დაკითხა და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.

დაცვის მხარეს სულ 8 მოწმე უნდა დაეკითხა, თუმცა 6 მოწმის დაკითხვა ადვოკატებმა საჭიროდ აღარ ჩათვალეს. სახელმწიფო ბრალდებამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას სამი კვირა მოანდომა, დაცვის მხარემ კი საკუთარი მტკიცებულებები ერთ დღეში გამოიკვლია.

მომდევნო პროცესზე, რომელიც 4 ივლისსაა დანიშნული ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც რეპლიკების ეტაპი დადგება. ბოლოს კი ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

კანონის თანახმად ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად 3-საათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უკრავლესობით უნდა იქნას მიღებული, კერძოდ 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ