პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული
გიორგი კვირიკაშვილი - უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

უვი­ზო მი­მოს­ვლა იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და უდი­დე­სი სტი­მუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის 25-ე ყო­ველ­წლი­უ­რი სე­სი­ის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი, რომ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

"დღეს, 1-ელ ივ­ლისს, ძა­ლა­ში სრუ­ლად შე­დის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რისი წყა­ლო­ბი­თაც დგე­ბა თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი ეპო­ქა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და ეს ჩემი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რად­გა­ნაც ჩვენ კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სწო­რედ ეს არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის, უსაფრ­თხო­ე­ბის, მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­უ­კე­თე­სო გზა. მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ამ ეტაპ­ზე ევ­რო­კავ­შირ­თან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღის წეს­რი­გის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხია.

მო­ლო­დი­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან დი­დია. უვი­ზო მი­მოს­ვლა იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და უდი­დე­სი სტი­მუ­ლი ჩვე­ნი ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის გზა­ზე. ერთი მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბა და­ი­ნა­ხავს, რომ ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს ხელ­შე­სა­ხე­ბი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს. მე­ო­რე მხრივ კი, და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი კავ­ში­რე­ბი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის დიდ წვლილს შე­ი­ტანს ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. სწო­რედ ამი­ტომ, გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია გვაძ­ლევს სტი­მულს, მი­ვაღ­წი­ოთ ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას და შე­უქ­ცე­ვა­დი გავ­ხა­დოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დღეს ევ­რო­კავ­ში­რი წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და ძლი­ერ პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირს მსოფ­ლი­ო­ში.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მი­უ­ხე­და­ვად დღე­ვან­დე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა - ვგუ­ლის­ხმობ დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ევ­რო­კავ­ში­რის ძალა და სიმ­ტკი­ცე, სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. მე პა­ტივს ვცემ ბრი­ტა­ნე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვანს, თუმ­ცა მინ­და სი­ნა­ნუ­ლიც გა­მოვ­ხა­ტო. ჩვენ გვჯე­რა, რომ მშვი­დო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ევ­რო­პულ პრო­ექტს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს და ის აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის 25-ე ყო­ველ­წლი­უ­რი სე­სი­ის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

გიორგი კვირიკაშვილი - უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

გიორგი კვირიკაშვილი - უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უშუალოდ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია.

"დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შედის ასოცირების ხელშეკრულება, რისი წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში და ეს ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი ზოგჯერ მტკივნეული ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვაძლევს სტიმულს, მივაღწიოთ ქვეყნის მოდერნიზაციას და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში.

"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა მინდა სინანულიც გამოვხატო. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."