პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა!
1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა!

სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა დღე­ი­დან სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბუ­ლია. 2016 წლის 1-ელ ივ­ლისს ამოქ­მე­დე­ბულ მუხ­ლებს შო­რი­საა სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, სა­დაც მხა­რე­ე­ბი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რე­ბენ მათ ერ­თგუ­ლე­ბას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ურ­ღვე­ვო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბის მი­მართ.

ასე­ვე, სრუ­ლად ამოქ­მედ­და მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვას­თან, გარ­და ამი­სა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიგ­რა­ცი­ის, თავ­შე­საფ­რი­სა და სა­ზღვრის მარ­თვის სფე­რო­ებ­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა და ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლი, ტრან­სპორ­ტი, გა­რე­მოს დაც­ვა, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თა­ლი, ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვა და აუ­დი­ტი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და ჯან­დაც­ვა. ასე­ვე, ძა­ლა­ში შე­ვი­და შე­თან­ხმე­ბის ორი დარ­ჩე­ნი­ლი და­ნარ­თი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის და ახალ­გაზ­რდო­ბის, ასე­ვე, აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ და მე­დი­ის სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

"1-ელი ივ­ლი­სი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ვი­ნა­ი­დან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ევ­რო­კავ­შირ­თან სრუ­ლი­ად ახა­ლი, მა­ღა­ლი დო­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ძი­რი­თა­დი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო. დღე­ი­დან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამოქ­მედ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ყვე­ლა დე­ბუ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას გუ­ლის­ხმობს, შე­უქ­ცე­ვა­დად და სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნად წა­რი­მარ­თე­ბა" - ვკი­თხუ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ჩვენ დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე აღ­ვნიშ­ნეთ - 1-ელი ივ­ლი­სი, რო­დე­საც ძა­ლა­ში შე­ვი­და და სრუ­ლად ამოქ­მედ­და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბამ, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თად ძა­ლა­ში შე­ვი­და 2014 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და ახლა სრუ­ლად ამოქ­მედ­და, უკვე მო­ი­ტა­ნა პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით ევ­რო­კავ­შირ­თან. ამ შე­დე­გებს თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე გრძნობს. იზ­რდე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ას­თან, იზ­რდე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ექ­სპორ­ტი და ეს ქმნის მყარ სა­ფუძ­ველს, რათა ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად იყოს მდგრა­დი და სტა­ბი­ლუ­რი", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ გერ­მა­ნელ კო­ლე­გას­თან, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

და­ვით ბაქ­რა­ძის, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში გან­მარ­ტე­ბით, აქამ­დე მოქ­მე­დებ­და ევ­რო­კავ­ში­რის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ კი უკვე წევ­რი ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბიც სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი ევ­რო­პუ­ლი გზის­თვის, მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის რო­გორც კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, სტა­ბი­ლურ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის არ­სე­ბობს ძა­ლი­ან კარ­გი რე­ცეპ­ტი - ეს არის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა. ჩვენ ეს დო­კუ­მენ­ტი მი­ვი­ღეთ და ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში და ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ჩათ­ვლით, 2014 წლის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა!

1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა!

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედებულია. 2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

ასევე, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, გარდა ამისა თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა. ასევე, ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.

"1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება" - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ - 1-ელი ივლისი, როდესაც ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის. ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც პირობითად ძალაში შევიდა 2014 წლის სექტემბრიდან და ახლა სრულად ამოქმედდა, უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები როგორც ეკონომიკური, ისე ინსტიტუციური განვითარების და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების კუთხით ევროკავშირთან. ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. იზრდება ეკონომიკური აქტივობა ევროკავშირთან, მათ შორის, გერმანიასთან, იზრდება ინვესტიციები და ექსპორტი და ეს ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი განვითარება ევროკავშირთან ერთად იყოს მდგრადი და სტაბილური", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავით ბაქრაძის, სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში განმარტებით, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის კომპეტენციაში არსებული საკითხები, სრულად ამოქმედების შემდგომ კი უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხებიც სრულად ამოქმედდება.

"საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი - ეს არის ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში"

შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."