პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე 69 დღე რჩება - როგორ გამოიყურება ოლიმპიური სოფელი რიოში
ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე 69 დღე რჩება - როგორ გამოიყურება ოლიმპიური სოფელი რიოში

რო­გორც იტყვი­ან, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი დღე­ე­ბი დარ­ჩა "რიო 2016"-ის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნამ­დე. წლე­ვან­დე­ლი პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და 7 სექ­ტემ­ბრი­დან 18 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა. თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ინ­ვა­ლი­დო­ბის სამი კა­ტე­გო­რი­ის სხვა­დას­ხვა ჯგუფს მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის დარ­ღვე­ვის მქო­ნე პირ­თა სპორ­ტის, უსი­ნათ­ლო­თა სპორ­ტის და გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სპორ­ტსმე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან სპორ­ტის 22 სა­ხე­ო­ბა­ში. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის 4300 პა­რას­პორ­ტსმე­ნი (მათ შო­რის 1600 ქალი). რიოს პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­თა­მაშ­დე­ბა მედ­ლე­ბის 528 კომ­პლექ­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­მა­შე­ბი პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ა­ში იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი თა­მა­შე­ბი, რო­გორც სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­თა სიმ­რავ­ლის მი­ხედ­ვით.

რი­ო­ში პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბიც. ვუ­სურ­ვოთ ჩვენ სპორ­ტსმე­ნებს გა­მარ­ჯვე­ბე­ბი და შინ სა­ხე­ლოვ­ნად დაბ­რუ­ნე­ბა.

რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში უკვე გა­იხ­სნა ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი იცხოვ­რე­ბენ. სულ აქ გან­თავ­სდე­ბა 18 ათას­ზე მეტი ოლიმ­პი­ე­ლი და პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი. კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს 31 შე­ნო­ბას, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია 3,600-ზე მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა.

აპარ­ტა­მენ­ტებ­ში იქ­ნე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, სა­თა­მა­შო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ვი­დე­ო­ტექ­ნი­კა. ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან კოს­მე­ტო­ლო­გე­ბის და ფსი­ქო­ლო­გე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით. ასე­ვე, აქვე მდე­ბა­რე­ობს მრა­ვალ­კონ­ფე­სი­უ­რი რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტრი, სა­ცუ­რაო აუზი და ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი.

"აქ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თვის, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი მო­რი­გი შე­ჯიბ­რე­ბი­სათ­ვის მო­ემ­ზა­დონ. ამა­ვე დროს, ისი­ნი ისა­დი­ლე­ბენ ერ­თად, რათა გა­ნი­ხი­ლონ თა­მა­შე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი" - გა­ნა­ცხა­და სერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა თო­მას ბახ­მა ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე.

ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე 69 დღე რჩება - როგორ გამოიყურება ოლიმპიური სოფელი რიოში

ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე 69 დღე რჩება - როგორ გამოიყურება ოლიმპიური სოფელი რიოში

როგორც იტყვიან, თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა "რიო 2016"-ის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე. წლევანდელი პარაოლიმპიადა 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე გაიმართება. თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ ინვალიდობის სამი კატეგორიის სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებული სპორტსმენები, რომლებიც არიან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევის მქონე პირთა სპორტის, უსინათლოთა სპორტის და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენილობის მქონე პირთა სპორტის წარმომადგენლები.

სპორტსმენები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის 22 სახეობაში. წინასწარი ინფორმაციით, თამაშებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 4300 პარასპორტსმენი (მათ შორის 1600 ქალი). რიოს პარაოლიმპიურ თამაშებში გათამაშდება მედლების 528 კომპლექტი.

აღნიშნული თამაშები პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი თამაშები, როგორც სპორტის სახეობების, ასევე მონაწილეთა სიმრავლის მიხედვით.

რიოში პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრებიც. ვუსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს გამარჯვებები და შინ სახელოვნად დაბრუნება.

რიო დე ჟანეიროში უკვე გაიხსნა ოლიმპიური სოფელი, სადაც მონაწილე ქვეყნების დელეგაციები იცხოვრებენ. სულ აქ განთავსდება 18 ათასზე მეტი ოლიმპიელი და პარაოლიმპიელი, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები. კომპლექსი მოიცავს 31 შენობას, სადაც განლაგებულია 3,600-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა.

აპარტამენტებში იქნება მუსიკალური ინსტრუმენტები, სათამაშო მოწყობილობები და ვიდეოტექნიკა. ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე სპორტსმენები უზრუნველყოფილი იქნებიან კოსმეტოლოგების და ფსიქოლოგების მომსახურებით. ასევე, აქვე მდებარეობს მრავალკონფესიური რელიგიური ცენტრი, საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები.

"აქ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ სპორტსმენები მორიგი შეჯიბრებისათვის მოემზადონ. ამავე დროს, ისინი ისადილებენ ერთად, რათა განიხილონ თამაშების მნიშვნელოვანი მოვლენები" - განაცხადა სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიური სოფლის გახსნის ცერემონიალზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს