პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი
"მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი

29 ივ­ნისს, პა­რიზ­ში კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და. მო­ლაშ­ვილს პა­რი­ზი­დან თბი­ლის­ში 2 ივ­ლისს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

გა­ზე­თი "ვერ­სია" აქ­ვეყ­ნებს ინ­ტერ­ვი­უს სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ზუს­ტად ერთი წლით ადრე, 2015 წლის 10 ივ­ნისს არის ჩა­წე­რი­ლი. ინ­ტერ­ვიუ იბეჭ­დე­ბა ავ­ტო­რის, ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ მო­ლაშ­ვი­ლის ნე­ბარ­თვით. სტი­ლი და­ცუ­ლია და ქვეყ­ნდე­ბა პირ­ვე­ლად. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე, ცი­ხე­ში წა­მე­ბა­სა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე

"...ამ სა­ში­ნე­ლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბო­დი. ვე­ლო­დე­ბო­დი ბევრ უსა­მარ­თლო­ბას. ბევ­რჯერ შე­მო­უთ­ვლი­ათ, "თუ ჩვენ­თან არ იმუ­შა­ვე მკაც­რად და­ის­ჯე­ბი, და­ვი­ჭერთ მთელ კონ­ტო­ლის პა­ლა­ტას" და ა. შ. იუ­რის­ტი ვარ. ერთხელ ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვუ­ჯე­ქი მთელ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს და დავ­რწმუნ­დი, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც მსგავს გა­და­წყვეტ­ლე­ბას მი­ი­ღებ­და. მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვე­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვა­წე­უ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი. გაქ­ცე­ვა არც მი­ფიქ­რია.

...ერთ-ერთი წა­მე­ბის დროს ვკი­თხე - რა გინ­დათ, იქ­ნებ გთან­ხმდე­ბით-მეთ­ქი. მათ მი­პა­სუ­ხეს, რომ "თუ მინ­დო­და ამ წა­მე­ბის­გან და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნი­და­ნაც "გავნთა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი", უნდა და­მე­წე­რა, რომ მთე­ლი ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში იყო შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით". რა­ზეც მე არ დავ­თან­ხმდი. ის, რა­საც ვა­კე­თებ­დი, ვა­კე­თებ­დი გა­ნურ­ჩევ­ლად პარ­ტი­უ­ლო­ბის და პა­ტი­ოს­ნად. ეს ჩემ­თვის არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია"

წა­ი­კი­თხეთ: "სულ­ხან მო­ლაშ­ვილს მე­უღ­ლის სახ­ლი­დან გა­ას­ვე­ნე­ბენ, რად­გან სა­კუ­თა­რი აღა­რა­ფე­რი და­უ­ტო­ვეს"

...რა მოხ­და 23 ნო­ემ­ბერს? თბი­ლის­ში ჩა­მო­დის ივა­ნო­ვი და თბი­ლის­შია მა­ილ­სიც. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ხარ­ჯზე, თუ...

- აქ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა რაც მოხ­და, იყო ღა­ლა­ტი. "კრწა­ნი­სის" რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ყვე­ლა შე­თან­ხმდა, რომ სი­ტუ­ა­ცია უნდა დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბო­და 6 თვის შემ­დეგ. ამას ეთან­ხმე­ბოდ­ნენ ზუ­რაბ ჟვა­ნია და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე. არ ეთან­ხმე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის ჯგუფ­თან ერ­თად. ბო­ლოს შე­თან­ხმდნენ. ივა­ნოვ­მა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და რუ­სეთს, მა­ილსმა ამე­რი­კას. ივა­ნო­ვი გაფ­რინ­და აჭა­რა­ში.

უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან იყო ღა­ლა­ტი.

- ხა­ბუ­რძა­ნია?

- გვა­რებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ. თა­ვად მიხ­ვდე­ბით. აღ­მოჩ­ნდა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ში პრობ­ლე­მაა. მა­შინ დარ­წმუნ­და შე­ვარ­დნა­ძე, რომ ის ხალ­ხი, ვის­ზეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბა, თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­დნენ. ეს იყო კლა­სი­კუ­რი ღა­ლა­ტი. ეს იყო ღა­ლა­ტი ყვე­ლა მხრი­დან! მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო­და­ნაც. მახ­სოვს, იმ წელს კენ­ჭს ვიყ­რი­დი ყვა­რელ­ში. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დამ და მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვილ­მა ანშლა­გით მა­ჯო­ბეს.

...სა­ქარ­თვე­ლო არ არის ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს ამ აღ­ვი­რახ­სნი­ლი ხალ­ხის პარ­პაშს. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ჩემი, თქვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. რო­დე­საც გუ­შინ­დე­ლი პა­ლა­ჩე­ბი, გუ­შინ­დე­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, გუ­შინ­დე­ლი სის­ხლის­მსმე­ლე­ბი თვალ­თმაქ­ცუ­რად ისევ ცდი­ლო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას, გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. დღეს სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულს უწო­დე­ბენ. სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი კი არ იყო, ის იყო გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ერის დათ­რგუნ­ვის და ერის გე­ნო­ფონ­დის გა­და­შე­ნე­ბის მიზ­ნით.

- ახლა რო­გორ ხარ?

- უკე­თე­სად. მინ­და დავ­ბრუნ­დე სამ­შობ­ლო­ში და ჩემი ბავ­შვო­ბის სურ­ვი­ლი ავიხ­დი­ნო. ძა­ლი­ან მინ­და ძლი­ე­რი სა­ად­ვო­კა­ტუ­რო სამ­სა­ხუ­რის შექ­მნა..."

თა­მარ მო­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი

"მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი

29 ივნისს, პარიზში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. მოლაშვილს პარიზიდან თბილისში 2 ივლისს ჩამოასვენებენ.

გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს ინტერვიუს სულხან მოლაშვილთან, რომელიც გარდაცვალებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე,  2015 წლის 10 ივნისს არის ჩაწერილი. ინტერვიუ იბეჭდება ავტორის, ჟურნალისტ თამარ მოლაშვილის ნებართვით. სტილი დაცულია და ქვეყნდება პირველად. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ვარდების რევოლუციაზე, ციხეში წამებასა და სამშობლოში დაბრუნებაზე

"...ამ საშინელებას არ ველოდებოდი. ველოდებოდი ბევრ უსამართლობას. ბევრჯერ შემოუთვლიათ, "თუ ჩვენთან არ იმუშავე მკაცრად დაისჯები, დავიჭერთ მთელ კონტოლის პალატას" და ა. შ. იურისტი ვარ. ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავუჯექი მთელ სისხლის სამართლის კოდექსს და დავრწმუნდი, რომ წარმოუდგენელი იყო მოსამართლე, რომელიც მსგავს გადაწყვეტლებას მიიღებდა. მე პროკურატურაში მივედი აბსოლუტურად თავაწეული, აბსოლუტურად მართალი. გაქცევა არც მიფიქრია.

...ერთ-ერთი წამების დროს ვკითხე - რა გინდათ, იქნებ გთანხმდებით-მეთქი. მათ მიპასუხეს, რომ "თუ მინდოდა ამ წამებისგან და სამართლებრივი დევნიდანაც "გავნთავისუფლებულიყავი", უნდა დამეწერა, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობა კონტროლის პალატის თავმჯდომარის რანგში იყო შევარდნაძის დავალება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით". რაზეც მე არ დავთანხმდი. ის, რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი განურჩევლად პარტიულობის და პატიოსნად. ეს ჩემთვის არავის დაუვალებია"

წაიკითხეთ: "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"

...რა მოხდა 23 ნოემბერს? თბილისში ჩამოდის ივანოვი და თბილისშია მაილსიც. ეს პოლიტიკური გარიგებაა საქართველოს ხარჯზე, თუ...

- აქ ყველაზე საშინელება რაც მოხდა, იყო ღალატი. "კრწანისის" რეზიდენციაში ყველა შეთანხმდა, რომ სიტუაცია უნდა დამშვიდებულიყო. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა 6 თვის შემდეგ. ამას ეთანხმებოდნენ ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. არ ეთანხმებოდა სააკაშვილი თავის ჯგუფთან ერთად. ბოლოს შეთანხმდნენ. ივანოვმა ინფორმაცია მიაწოდა რუსეთს, მაილსმა ამერიკას. ივანოვი გაფრინდა აჭარაში.

უშიშროების სამსახურის მხრიდან იყო ღალატი.

- ხაბურძანია?

- გვარებზე არ ვილაპარაკებ. თავად მიხვდებით. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების დაცვაში პრობლემაა. მაშინ დარწმუნდა შევარდნაძე, რომ ის ხალხი, ვისზეც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ქვეყნის უსაფრთხოება და კონსტიტუციური წყობა, თავის მოვალეობას არ ასრულებდნენ. ეს იყო კლასიკური ღალატი. ეს იყო ღალატი ყველა მხრიდან! მათ შორის სასამართლოდანაც. მახსოვს, იმ წელს კენჭს ვიყრიდი ყვარელში. პატარკაციშვილის დამ და მარიკა ვერულაშვილმა ანშლაგით მაჯობეს.

...საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ამ აღვირახსნილი ხალხის პარპაშს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩემი, თქვენი, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხყოფაა. როდესაც გუშინდელი პალაჩები, გუშინდელი დამნაშავეები, გუშინდელი სისხლისმსმელები თვალთმაქცურად ისევ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, გაჩერება არ შემიძლია. დღეს სისტემურ დანაშაულს უწოდებენ. სისტემური დანაშაული კი არ იყო, ის იყო განზრახი დანაშაული მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების მხრიდან ერის დათრგუნვის და ერის გენოფონდის გადაშენების მიზნით.

- ახლა როგორ ხარ?

- უკეთესად. მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ჩემი ბავშვობის სურვილი ავიხდინო. ძალიან მინდა ძლიერი საადვოკატურო სამსახურის შექმნა..."

თამარ მოლაშვილი

გაზეთი "ვერსია"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი