მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?!
რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?!

2013 წლის დე­კემ­ბერ­ში საკ­ნი­დან ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის შე­საძ­ლო გაყ­ვა­ნა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თით­ქმის მე­სა­მე წლის­თავ­ზე და­ი­წყო - ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, და­კი­თხვა ოთხი სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

ოთარ კა­ხი­ძე: "სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­სა­მარ­თლებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებ­და, რო­დე­საც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა­ში ამ­ყო­ფებ­და. სწო­რედ ეს უს­ვამს ხაზს მისი და­კა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ას. ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს, ფორ­მა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით თავი იმარ­თლოს. და­კი­თხვა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­ტა­ნა წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი კი­თხვა­რი, რო­მელ­შიც ერთ-ერთი კი­თხვა ასე­თი გახ­ლდათ: იცით თუ არა, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი მხო­ლოდ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხა­ვენ ჩა­ნა­წერს. ანუ, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას წი­ნას­წარ აქვს გამ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ­სია, თით­ქოს ჩა­ნა­წე­რი მხო­ლოდ 24 სა­ა­თი ინა­ხე­ბა. ვინც ამ სფე­რო­ში ოდ­ნავ მა­ინც ჩა­ხე­დუ­ლია, კარ­გად იცის, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­ქივ­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა. ასე რომ, გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე ამ­ხი­ლა სა­კუ­თა­რი თავი და გა­მო­ძი­ე­ბით სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ზე სა­უ­ბა­რიც ფარ­სია. არა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თებს არა მხო­ლოდ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა. პირ­ველ რიგ­ში კი, ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და დარ­ბა­ი­სე­ლის, ასე­ვე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და სუ­ბა­რის - ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას ხელს უშ­ლიდ­ნენ. და­კი­თხვი­სას ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, ვინ გა­იყ­ვა­ნა ცი­ხი­დან, რა მან­ქა­ნით მი­იყ­ვა­ნეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ­დე და ა.შ."

გა­მო­ძი­ე­ბა­სა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დი­აც, თუმ­ცა ის პრო­ცეს­ში პრე­ზი­დენ­ტის როლ­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს:

- პრო­ცე­დუ­რუ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი არ აკ­ნი­ნებს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს. მე­ტიც, დღეს რო­გორც ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ეჭვქვეშ არ აყე­ნე­ბენ.

არც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია. ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო პრე­ზი­დენ­ტის როლ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რა­დღე­ბას - ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რი­სას სა­პა­ტიმ­რო­ში ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ბე­დით და­ინ­ტე­რეს­და. პრე­ზი­დენ­ტი ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის ბე­დით უნდა ინ­ტე­რეს­დე­ბო­დეს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ამით ის ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში­ შექ­მნას მო­ლო­დი­ნი, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შე­ი­წყა­ლებს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?!

რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?!

2013 წლის დეკემბერში საკნიდან ყოფილი პრემიერის შესაძლო გაყვანაზე გამოძიება თითქმის მესამე წლისთავზე დაიწყო - ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაცია გამომძიებლებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ოთარ კახიძე აღნიშნავს, დაკითხვა ოთხი საათი გაგრძელდა.

ოთარ კახიძე: "სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებას არასამართლებრივი მიზნები ამოძრავებდა, როდესაც ვანო მერაბიშვილს პატიმრობაში ამყოფებდა. სწორედ ეს უსვამს ხაზს მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივაციას. ახლა ხელისუფლებას სურს, ფორმალური გამოძიებით თავი იმართლოს. დაკითხვაზე პროკურატურამ მოიტანა წინასწარ გამზადებული კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა ასეთი გახლდათ: იცით თუ არა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დამონტაჟებული ვიდეოკამერები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახავენ ჩანაწერს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას წინასწარ აქვს გამზადებული ვერსია, თითქოს ჩანაწერი მხოლოდ 24 საათი ინახება. ვინც ამ სფეროში ოდნავ მაინც ჩახედულია, კარგად იცის, რომ ჩანაწერები არქივში ერთი თვის განმავლობაში ინახება. ასე რომ, გამოძიებამ უკვე ამხილა საკუთარი თავი და გამოძიებით სიმართლის დადგენაზე საუბარიც ფარსია. არადა, ხელისუფლებას მართებს არა მხოლოდ საქმის გამოძიება, არამედ კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პირველ რიგში კი, ფარცხალაძისა და დარბაისელის, ასევე ღარიბაშვილისა და სუბარის - ისინი გამოძიების წარმოებას ხელს უშლიდნენ. დაკითხვისას ვანო მერაბიშვილმა დეტალურად აღწერა, ვინ გაიყვანა ციხიდან, რა მანქანით მიიყვანეს პროკურატურამდე და ა.შ."

გამოძიებასა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს ექსპერტი არჩილ გამზარდიაც, თუმცა ის პროცესში პრეზიდენტის როლზეც მიანიშნებს:

- პროცედურული გადაცდომები არ აკნინებს ყოფილი პრემიერის დანაშაულებრივ ქმედებებს. მეტიც, დღეს როგორც ქვეყნის სასამართლო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები ვანო მერაბიშვილის პატიმრობის სამართლიანობას ეჭვქვეშ არ აყენებენ.

არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია. ამ შემთხვევაში უფრო პრეზიდენტის როლზე გავამახვილებდი ყურადღებას - ის რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრისას საპატიმროში ყოფილი მაღალჩინოსნების ბედით დაინტერესდა. პრეზიდენტი ნებისმიერი მოქალაქის ბედით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში­ შექმნას მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ