საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება? - რა ინფორმაცია მიაწოდეს ტელეკომპანია PALITRANEWS-ს
იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება? - რა ინფორმაცია მიაწოდეს ტელეკომპანია PALITRANEWS-ს

უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, იგორ გი­ორ­გა­ძემ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის­ჯი­ლი გა­ნა­ჩე­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360" გრა­დუ­სი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა, ემა ტუ­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სრუ­ლი­ად უხ­მა­უ­რო ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ყო­ფი­ლი უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის და ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მიერ ძებ­ნი­ლი იგორ გი­ორ­გა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ი­წყო. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა 1995 წლის 29 აგ­ვის­ტოს ტე­რაქტს, რო­მე­ლიც, ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, იგორ გი­ორ­გა­ძემ და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მო­უ­წყვეს.

"დაც­ვის მხა­რემ დაგ­ვი­დას­ტუ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ ორ­შა­ბათს ჩვენს გა­და­ცე­მა­ში ვე­ლო­დე­ბით. მა­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლის თქმა შე­იძ­ლე­ბა. იგორ გი­ორ­გა­ძის საქ­მე­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ და­ი­კი­თხონ ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, რო­გორც ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი, გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც იმ დროს ამ საქ­მის პრო­კუ­რო­რი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გი­ორ­გა­ძის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­კენ მი­დის, რაც მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სას­ვლე­ლად და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის­თვის სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა.

გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუს­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა. რო­გორც გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ამ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა გა­მო­ტა­ნი­ლი, გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი.

"თუ ვინ­მეს რა­მე­ზე დავა უნდა, სა­სა­მარ­თლო გზით იდა­ვებს ალ­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა რას ნიშ­ნავს არ ვიცი, მა­გა­ლი­თად სა­არ­ჩევ­ნოდ ხმის მი­ცე­მაც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა, კენ­ჭისყრაც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა, პა­სი­უ­რიც და აქ­ტი­უ­რიც ორი­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბია. ვი­საც კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვს, მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და აგუ­ლაშ­ვილ­მა. იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება? - რა ინფორმაცია მიაწოდეს ტელეკომპანია PALITRANEWS-ს

იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება? - რა ინფორმაცია მიაწოდეს ტელეკომპანია PALITRANEWS-ს

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ ედუარდ შევარდნაძეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მისჯილი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360" გრადუსი" ავრცელებს.

როგორც გადაცემის წამყვანმა, ემა ტუხიაშვილმა განაცხადა, სრულიად უხმაურო ვითარებაში საქალაქო სასამართლოში, ყოფილი უშიშროების მინისტრის და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, საქმე ეხება 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტს, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, იგორ გიორგაძემ და მისმა მომხრეებმა ედუარდ შევარდნაძეს მოუწყვეს.

"დაცვის მხარემ დაგვიდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და ამ თემასთან დაკავშირებით მათ ორშაბათს ჩვენს გადაცემაში ველოდებით. მანამდე კი რამდენიმე საინტერესო დეტალის თქმა შეიძლება. იგორ გიორგაძის საქმეზე მოსალოდნელია, რომ დაიკითხონ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, როგორც ამ საქმის გამომძიებელი და ამჟამინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, როგორც იმ დროს ამ საქმის პროკურორი. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი გიორგაძის რეაბილიტაციისკენ მიდის, რაც მას საქართველოში ჩამოსასვლელად და საარჩევნო პროცესებში ჩართვისთვის სჭირდება", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

გადაცემაში "360 გრადუსთან" სატელეფონო კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა. როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი, განაჩენია დამდგარი.

"თუ ვინმეს რამეზე დავა უნდა, სასამართლო გზით იდავებს ალბათ. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, დემოკრატიული. პოლიტიკაში დაბრუნება რას ნიშნავს არ ვიცი, მაგალითად საარჩევნოდ ხმის მიცემაც პოლიტიკაში მონაწილეობაა, კენჭისყრაც პოლიტიკური მონაწილეობაა, პასიურიც და აქტიურიც ორივე ადამიანის უფლებებია. ვისაც კანონიერი უფლება აქვს, მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა აგულაშვილმა. იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."