რამდენიმე დღეა არ წყდება ხმაური იმ საქველმოქმედო საღამოებიდან შემოსული თანხების გამო, რომლისთვისაც სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა. ორი დღის წინ, პროექტ "ცეკვევენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემას სკანდალური სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ შემოსული თანხა ჯერ კიდევ არ იყო გადარიცხული იმ ბავშვის ანგარიშზე, ვისთვისაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ:
"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს (პატარა ბავშვისთვის ოპერაციის თანხა გროვდებოდა), ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ ოჯახისთვის. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად, გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. სპექტაკლებიდან და სხვა ღონისძიებებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ, თორემ გახსნილ ანგარიშზე რაც ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით. ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს, ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, ვინ და რატომ ითაღლითა", - წერდა ნანუკა.
დღეს კი ნანუკას უკვე იმ ბავშვის დედა სცემს პასუხს, რომელსაც ზემოხსენებული ქველმოქმედების შედეგად შვილის გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ. გთავაზობთ, ლუკა ჩხარტიშვილის დედის პასუხს: "ქ-ნო ნანუკა, მე, თქვენ რომ დახმარება აღუთქვით, მაგრამ საბოლოოდ მისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, იმ ლუკა ჩხარტიშვილის დედა ვარ! რამდენჯერ მოგმართეთ, გთხოვეთ, განაგრძეთ კითხვა