მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარსის ჩაკეტვის შემდეგ ხილზე ფასი მკვეთრად დაეცა
ლარსის ჩაკეტვის შემდეგ ხილზე ფასი მკვეთრად დაეცა

ლარ­სის მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო გზის ჩა­კეტ­ვამ გლე­ხუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ხალ­ხმა მო­სავ­ლის კრე­ფა­ზეც ხელი აიღო. ატ­მი­სა და ვაშ­ლის ფასი და­ე­ცა, ამი­ტომ ზედ­მე­ტი ხარ­ჯის გა­წე­ვა არ უღირთ. ამა­სო­ბა­ში კი ხილი ფუჭ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბოსტნე­ულს, მას პრობ­ლე­მა არ აქვს, რად­გან ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­ზიდ­ვით, ზო­გიც პორ­ტე­ბით სარ­გებ­ლობს.

რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით, რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში ხი­ლის ჩა­ბა­რე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით გლე­ხებს პრობ­ლე­მა აქვთ და პრო­დუქტს არ აბა­რე­ბენ.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ექ­სპორ­ტის­თვის ყვე­ლა სა­ხის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ლარ­სის სა­ბა­ჟო პუნ­ქტია, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­იხ­სნე­ბა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ოთარ და­ნე­ლი­ას უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ლო­გის­ტი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი გლე­ხებს ყვე­ლა პი­რო­ბა შე­უქ­მნეს, რომ მო­სავ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცია შეძ­ლონ, რაც შე­ე­ხე­ბა ფას­თან და­კავ­ში­რე­ბულ არ­სე­ბულ გა­უ­გებ­რო­ბას, უთან­ხმო­ე­ბა მე­წარ­მე­ებ­სა და გლე­ხებს შო­რი­საა, რა­შიც სა­მი­ნის­ტრო ვერ ჩა­ე­რე­ვა.

მე­წარ­მე­ე­ბი ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და რუ­სე­თის ბაზ­რის გახ­სნა­სა და სა­ბა­ჟო პუნ­ქტებ­ზე რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ში ხე­და­ვენ.

გლე­ხე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გზის გახ­სნას 1 თვე მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, რო­მელ­საც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს, აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 10 დღე­ში დას­რულ­დე­ბა.

ფერ­მერ გი­ორ­გი ნატ­როშ­ვი­ლის თქმით, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ბა­რი­ერს აწყდე­ბი­ან. ამი­ტომ ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, გზის გახ­სნას და­ე­ლო­დონ.

მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მხო­ლოდ ერთი სა­ექ­სპორ­ტო პარ­ტი­ის გაგ­ზავ­ნა მო­ვას­წა­რით. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გზის გახ­სნას მთე­ლი თვე დას­ჭირ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში სე­ზო­ნიც დას­რულ­დე­ბა. დიდი ზა­რა­ლი ვიწ­ვნი­ეთ. მარ­თა­ლია, კა­ხეთ­ში დრო­დად­რო აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ამო­დი­ან, მაგ­რამ ესეც არ არის შე­ღა­ვა­თი. მათ მი­ზე­რუ­ლი თან­ხის გა­დახ­დაც არ უნ­დათ, ხალ­ხს კი ნაშ­რომ-ნა­ჯა­ფი მო­სა­ვა­ლი ასე იო­ლად არ ეთ­მო­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ხი­ლის კრე­ფა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა აზერ­ბა­ი­ჯა­ნია, მაგ­რამ სა­ბა­ჟო­ზე ისე­თი პი­რო­ბე­ბია, რომ ამ გზით სარ­გებ­ლო­ბას აზრი არ აქვს. იქ პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვა­დაა და სა­ხელ­მწი­ფომ ვე­რაფ­რით ეს სა­კი­თხი ვერ მო­ა­წეს­რი­გა. ამა­სო­ბა­ში კი ხალ­ხი ზა­რალ­დე­ბა", - აცხა­დებს ნატ­როშ­ვი­ლი.

ფერ­მე­რი ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­რე­ვე უნდა ეზ­რუ­ნა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის გახ­სნა­ზე, რაც პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებ­და. ამ ეტაპ­ზე კი, რო­გორც ნატ­როშ­ვი­ლი ამ­ბობს, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ლარსის ჩაკეტვის შემდეგ ხილზე ფასი მკვეთრად დაეცა

ლარსის ჩაკეტვის შემდეგ ხილზე ფასი მკვეთრად დაეცა

ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ გლეხური მეურნეობები დააზარალა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ რაიონში ხალხმა მოსავლის კრეფაზეც ხელი აიღო. ატმისა და ვაშლის ფასი დაეცა, ამიტომ ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უღირთ. ამასობაში კი ხილი ფუჭდება. რაც შეეხება ბოსტნეულს, მას პრობლემა არ აქვს, რადგან ექსპორტიორების უმეტესობა სარკინიგზო გადაზიდვით, ზოგიც პორტებით სარგებლობს.

რეალიზაციის გამარტივების მიზნით, რეგიონებში მდებარე სამაცივრე მეურნეობებში ხილის ჩაბარება დაიწყო, მაგრამ ფასთან დაკავშირებით გლეხებს პრობლემა აქვთ და პროდუქტს არ აბარებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპორტისთვის ყველა სახის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხი მოგვარებულია. ამ ეტაპზე ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ლარსის საბაჟო პუნქტია, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება.

გარდა ამისა, როგორც ოთარ დანელიას უწყებაში განმარტავენ, ლოგისტიკიდან დაწყებული გლეხებს ყველა პირობა შეუქმნეს, რომ მოსავლის რეალიზაცია შეძლონ, რაც შეეხება ფასთან დაკავშირებულ არსებულ გაუგებრობას, უთანხმოება მეწარმეებსა და გლეხებს შორისაა, რაშიც სამინისტრო ვერ ჩაერევა.

მეწარმეები ერთადერთ გამოსავალს აზერბაიჯანისა და რუსეთის ბაზრის გახსნასა და საბაჟო პუნქტებზე რეალიზატორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავენ.

გლეხები ამბობენ, რომ გზის გახსნას 1 თვე მაინც დასჭირდება, ოფიციალური ინფორმაციით კი, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, აღდგენითი სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.

ფერმერ გიორგი ნატროშვილის თქმით, ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანის საზღვარზე ადმინისტრაციულ ბარიერს აწყდებიან. ამიტომ ისინი იძულებული არიან, გზის გახსნას დაელოდონ.

მიმდინარე სეზონზე რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი საექსპორტო პარტიის გაგზავნა მოვასწარით. რამდენადაც ვიცი, გზის გახსნას მთელი თვე დასჭირდება. ამასობაში სეზონიც დასრულდება. დიდი ზარალი ვიწვნიეთ. მართალია, კახეთში დროდადრო აზერბაიჯანელები ამოდიან, მაგრამ ესეც არ არის შეღავათი. მათ მიზერული თანხის გადახდაც არ უნდათ, ხალხს კი ნაშრომ-ნაჯაფი მოსავალი ასე იოლად არ ეთმობა, ელემენტარულად ხილის კრეფასაც ვერ ახერხებენ.

ჯერჯერობით ერთადერთი ალტერნატიული გზა აზერბაიჯანია, მაგრამ საბაჟოზე ისეთი პირობებია, რომ ამ გზით სარგებლობას აზრი არ აქვს. იქ პრობლემა მუდმივადაა და სახელმწიფომ ვერაფრით ეს საკითხი ვერ მოაწესრიგა. ამასობაში კი ხალხი ზარალდება“, - აცხადებს ნატროშვილი.

ფერმერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ადრევე უნდა ეზრუნა ალტერნატიული გზის გახსნაზე, რაც პრობლემას მოაგვარებდა. ამ ეტაპზე კი, როგორც ნატროშვილი ამბობს, რეალიზაციის შესაძლებლობა არ აქვთ.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი