საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა
 პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა

პრო­კუ­რო­რი ადას­ტუ­რებს, რომ ე.წ. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვილ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა და ამ შეხ­ვედ­რას მის­თვის აყ­ვა­ნი­ლი სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი ეს­წრე­ბო­და. რო­გორც ლაშა კოტ­რი­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვილ­თან ის გუ­შინ სა­ღა­მოს შე­ვი­და და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის გი­ორ­გი ფო­ფხა­ძის­თვის. თუმ­ცა რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ გა­მო­ცხად­და, რის გა­მოც ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვილს აუყ­ვა­ნეს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­უ­ბა­რი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო და ამი­ტომ სა­ჭი­რო იყო ად­ვო­კა­ტის ყოფ­ნა. ბა­ტონ გი­ორ­გი ფო­ფხა­ძეს და­უ­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, თუმ­ცა მან არ უპა­სუ­ხა ტე­ლე­ფონს, შედ­გა ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ცია ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან და სთხო­ვეს, რომ იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ გი­ორ­გი ფო­ფხა­ძეს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მა­ნამ­დე კი ე.წ. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ინგა ჩა­ტო­ი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა თვი­თა­ცი­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა და გან­მარ­ტა, რომ მისი სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სწო­რედ ის ად­ვო­კა­ტია, რო­მე­ლიც საქ­მე­ში ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტად ჩა­ერ­თო და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა ერთი და იგი­ვე სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ერთ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პირი და­იც­ვან, მი­თუ­მე­ტეს, რომ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი არ აღი­ა­რებს ბრალს, მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი ინგა ჩა­ტო­ი­ა­ნი კი აღი­ა­რებს.

ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ ინგა ჩა­ტო­ი­ა­ნის თვი­თა­ცი­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა "ერთი თა­მა­შის პა­ტა­რა ჩა­წო­დე­ბად" შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვის და­წყე­ბა გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს.

გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ საქ­მე­ში არ აქვს და ერ­თა­დერ­თი რაც დარ­ჩე­ნი­ათ, არის ის, რომ ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვილს და ირაკ­ლი ფხა­ლა­ძეს ზე­წო­ლის შე­დე­გად აღი­ა­რე­ბი­ნონ და­ნა­შა­უ­ლი და გა­უ­ფორ­მონ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა

 პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა

პროკურორი ადასტურებს, რომ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა და ამ შეხვედრას მისთვის აყვანილი სახაზინო ადვოკატი ესწრებოდა. როგორც ლაშა კოტრიკაძემ აღნიშნა, ზურაბ ჯამალაშვილთან ის გუშინ საღამოს შევიდა და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მისი ინტერესების დამცველის გიორგი ფოფხაძისთვის. თუმცა როგორც პროკურორმა აღნიშნა, გიორგი ფოფხაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გამოცხადდა, რის გამოც ზურაბ ჯამალაშვილს აუყვანეს სახაზინო ადვოკატი.

"მოგეხსენებათ, რომ საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე უნდა გამართულიყო და ამიტომ საჭირო იყო ადვოკატის ყოფნა. ბატონ გიორგი ფოფხაძეს დაუკავშირდა გამომძიებელი, თუმცა მან არ უპასუხა ტელეფონს, შედგა ასევე კომუნიკაცია ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესთან და სთხოვეს, რომ იქნებ რამენაირად დაკავშირებოდნენ გიორგი ფოფხაძეს", - განაცხადა პროკურორმა.

მანამდე კი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანის ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა და განმარტა, რომ მისი საადვოკატო ბიუროს ერთ-ერთი ადვოკატი მამუკა ბასილაშვილი სწორედ ის ადვოკატია, რომელიც საქმეში ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატად ჩაერთო და შესაბამისად, კანონდარღვევაა ერთი და იგივე საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელმა ერთ საქმეზე ბრალდებული ორი პირი დაიცვან, მითუმეტეს, რომ ერთი ბრალდებული, ზურაბ ჯამალაშვილი არ აღიარებს ბრალს, მეორე ბრალდებული ინგა ჩატოიანი კი აღიარებს.

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ ინგა ჩატოიანის თვითაცილების შუამდგომლობა "ერთი თამაშის პატარა ჩაწოდებად" შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა საქმის არსებითად განხილვის დაწყება გააჭიანუროს.

გიორგი ფოფხაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებული ზეწოლის შესახებაც ისაუბრა.

"არავითარი მტკიცებულება პროკურატურას ამ საქმეში არ აქვს და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ ზურაბ ჯამალაშვილს და ირაკლი ფხალაძეს ზეწოლის შედეგად აღიარებინონ დანაშაული და გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ