Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს
 "ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს

მუდ­მი­ვად ნუ გვტე­ნი­ან, რომ სამ­ყა­რო მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" შედ­გე­ბა, ორი­ვე მათ­გა­ნი ჯა­მუ­რად უმ­ცი­რე­სო­ბა­შია, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" GFK-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის და ზუ­რაბ ბიგ­ვა­ვას მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ერ­თა­დერ­თი, რაც ამ კვლე­ვებს აერ­თი­ა­ნებს, გახ­ლავთ ის, რომ ეს ორი პარ­ტია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჯა­მუ­რად არი­ან უმ­ცი­რე­სო­ბა­ში.

"ორი­ვე მათ­გა­ნის რე­ი­ტინ­გი ჯამ­ში 40-45%-ია, ანუ ჯამ­ში მათ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ორი­ვეს ერ­თად ეუბ­ნე­ბა უარს. სამ­ყა­რო ამ ორი პარ­ტი­ის­გან არ შედ­გე­ბა მარ­ტო. მუდ­მი­ვად ნუ გვტე­ნი­ან, რომ მხო­ლოდ ამ ორი პარ­ტი­ის­გან შედ­გე­ბა სამ­ყა­რო. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა კვლე­ვა, მათ შო­რის ორი­ვე მათ­გა­ნის, ადას­ტუ­რებს, რომ ჯამ­ში ორი­ვეს, ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ეუბ­ნე­ბა უარს, ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ორი­ვე პარ­ტი­ას აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი. არც ერთს და არც მე­ო­რეს, სა­ა­მა­ყო არა­ფე­რი აქვს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ მა­ლავს, რომ 100 მან­და­ტის მო­პო­ვე­ბას მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ხარ­ჯზე აპი­რებს.

"არც მა­ლა­ვენ, რომ აპი­რე­ბენ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ხარ­ჯზე ამის გა­კე­თე­ბას, მათ იმე­დი აქვთ, რომ 30 პრო­ცენტს აი­ღე­ბენ რა­ღა­ცას, სხვა­დას­ხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სხვა რე­სურ­სე­ბით და მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს აჩ­ვე­ნე­ბენ. აქ უკვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მა დგე­ბა. ჩვენ ვი­ცით ვინ არი­ან მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი, ისი­ნი არ არი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ან რა­ღაც­ნა­ი­რად პარ­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც სულ ერ­თია რო­მელ პარ­ტი­ას მი­ეტ­მასტნე­ბი­ან და ამის 25 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბიგ­ვა­ვას ციფ­რებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან მას კვლე­ვა არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

"არც მე­თო­დო­ლო­გია ვი­ცით, არა­ფე­რი არ ვი­ცით, შე­სა­ბა­მი­სად, აქ უკვე რწმე­ნის სა­კი­თხია, პი­რა­დად ბიგ­ვა­ვას ვენ­დო­ბით თუ არა. ბიგ­ვა­ვას­თან პი­რა­დი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, მაგ­რამ ერ­თია პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­ო­რე კვლე­ვა და ციფ­რე­ბი. ძა­ლი­ან მიკ­ვირს ჩემი მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, ექ­სპერ­ტო­ბა­ზე დე­ბენ თავს და მე­ო­რე მხრივ, ამის მჯე­რა და იმის არ მჯე­რა - ამ კა­ტე­გო­რი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ჩვენ მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის პრობ­ლე­მა არ გვაქვს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელი­ტის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს, ექ­სპერ­ტი­ზა და­დის რწმე­ნის სა­კი­თხზე. პო­ლი­ტი­კა არ არის რე­ლი­გი­ის სა­გა­ნი და არც სა­ექ­სპერ­ტო სა­მუ­შაო არ არის რე­ლი­გი­ის და რწმე­ნის სა­გა­ნი. ეს არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის სა­გა­ნი და მე ვურ­ჩევ­დი ჩემს მე­გო­ბარ ექ­სპერ­ტებს, რომ კარ­გად და­ფიქ­რდნენ სა­ნამ რა­მეს იტყვი­ან", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სო­ცი­ო­ლოგ­მა ზუ­რაბ ბიგ­ვა­ვამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში შიდა კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 35%-იანი, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 13%-იანი რე­ი­ტინ­გი აქვს.

ხოლო გერ­მა­ნულ-ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია GFK-ის მიერ, "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხმას გა­მო­კი­თხულ­თა 22,4 %, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კი 21,7 % მის­ცემ­და.

"ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს

 "ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს

მუდმივად ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ქართული ოცნებისგან" და "ნაციონალური მოძრაობისგან" შედგება, ორივე მათგანი ჯამურად უმცირესობაშია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" GFK-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის და ზურაბ ბიგვავას მიერ გასაჯაროებული მონაცემების კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც ამ კვლევებს აერთიანებს, გახლავთ ის, რომ ეს ორი პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ჯამურად არიან უმცირესობაში.

"ორივე მათგანის რეიტინგი ჯამში 40-45%-ია, ანუ ჯამში მათ ქართველი ამომრჩეველი ორივეს ერთად ეუბნება უარს. სამყარო ამ ორი პარტიისგან არ შედგება მარტო. მუდმივად ნუ გვტენიან, რომ მხოლოდ ამ ორი პარტიისგან შედგება სამყარო. ფაქტია, რომ ყველა კვლევა, მათ შორის ორივე მათგანის, ადასტურებს, რომ ჯამში ორივეს, ქართველი ამომრჩეველი ეუბნება უარს, ისინი უმცირესობაში არიან. კვლევები ადასტურებს, რომ ორივე პარტიას აქვს ძალიან მაღალი ნეგატიური ელემენტი. არც ერთს და არც მეორეს, საამაყო არაფერი აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ მალავს, რომ 100 მანდატის მოპოვებას მაჟორიტარების ხარჯზე აპირებს.

"არც მალავენ, რომ აპირებენ მაჟორიტარების ხარჯზე ამის გაკეთებას, მათ იმედი აქვთ, რომ 30 პროცენტს აიღებენ რაღაცას, სხვადასხვა ადმინისტრაციული და სხვა რესურსებით და მაჟორიტარების მაღალ მაჩვენებელს აჩვენებენ. აქ უკვე სახელმწიფოებრივი პრობლემა დგება. ჩვენ ვიცით ვინ არიან მაჟორიტარები, ისინი არ არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ან რაღაცნაირად პარტიული ადამიანები, ისინი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთია რომელ პარტიას მიეტმასტნებიან და ამის 25 წლიანი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა ექსპერტმა.

ხუხაშვილის განმარტებით, ბიგვავას ციფრებზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან მას კვლევა არ გამოუქვეყნებია.

"არც მეთოდოლოგია ვიცით, არაფერი არ ვიცით, შესაბამისად, აქ უკვე რწმენის საკითხია, პირადად ბიგვავას ვენდობით თუ არა. ბიგვავასთან პირადი კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ერთია პირადი ურთიერთობა და მეორე კვლევა და ციფრები. ძალიან მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც, ერთი მხრივ, ექსპერტობაზე დებენ თავს და მეორე მხრივ, ამის მჯერა და იმის არ მჯერა - ამ კატეგორიებზე საუბრობენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მარტო პოლიტიკური ელიტის პრობლემა არ გვაქვს, ინტელექტუალური ელიტის ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, ექსპერტიზა დადის რწმენის საკითხზე. პოლიტიკა არ არის რელიგიის საგანი და არც საექსპერტო სამუშაო არ არის რელიგიის და რწმენის საგანი. ეს არის რაციონალური, არგუმენტაციის საგანი და მე ვურჩევდი ჩემს მეგობარ ექსპერტებს, რომ კარგად დაფიქრდნენ სანამ რამეს იტყვიან", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შიდა კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.

ხოლო გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."