სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში
"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში

"ვლა­დი­მი­რის ცენ­ტრალ­ში" ხში­რად ვკა­მა­თობ­დით ვინ იყ­ვნენ "ქურ­დე­ბი" და ვინ ვი­ყა­ვით ჩვენ - დი­სი­დენ­ტე­ბი. ერთ სა­ღა­მო­საც მი­თხრეს - იცით 40-50-იან წლებ­ში "გუ­ლაგ­ში" რა ხდე­ბო­და? ახალ მო­სუ­ლებს რიგ­ში და­ა­ყე­ნებ­დნენ და და­ი­ძა­ხებ­დნენ - "ქურ­დე­ბი ერთი ნა­ბი­ჯით წინ"! რო­გორც კი ისი­ნი რიგს გა­მო­ე­ყო­ფოდ­ნენ, იქვე ხვრეტ­დნენ.. არა­და, ყვე­ლა "ქურდმა" იცო­და, რა დღე ელო­და მაგ­რამ სა­ხე­ლის უარ­ყო­ფა ქურ­დუ­ლი საძ­მოს და ქურ­დუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის უარ­ყო­ფას ნიშ­ნავ­და .. დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ თუნ­დაც ერთი დი­სი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამას გა­ა­კე­თებს?... - მე გავ­ჩუმ­დი და გა­ვი­ფიქ­რე, - აი რა­ტომ აქვთ ასე­თი გავ­ლე­ნა ამ უც­ნა­ურ ხალ­ხს"

ვლდი­მერ ბუ­კოვ­სკის (რუ­სეთ­ში დი­სი­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი) მო­გო­ნე­ბე­ბი­დან.

"მე მხატ­ვა­რი ვარ და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში დიდი პე­ი­ზა­ჟე­ბის და­სა­ხა­ტად დავ­დი­ვარ. ჩემს საქ­მე­ში პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებს აქვს ად­გი­ლი"

და­ვით გერ­ლი­ა­ნი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი დათო სვა­ნი

"ნუ მი­ა­წერთ ყვე­ლა და­ნა­შა­ულს ქურ­დებს და ნუ ცდი­ლობთ ისი­ნი გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად გა­მო­ი­ყე­ნოთ. ჯვა­რი, რო­მელ­საც ქურ­დუ­ლი საძ­მო ზი­დავს ბევ­რად სუფ­თაა, ვიდ­რე თქვე­ნი მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ჯი­ნი­ბო. დღეს თქვენ გვა­ყო­ფი­ნებთ თავს ყულფ­ში, ხვალ კი ჩვენ როცა წა­ვალთ, ეს ყულ­ფი თქვენს კის­რებ­ზე შე­იკვრე­ბა."

ვა­სილ ბა­ბუშ­კი­ნის (კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვას­კა ბრი­ლი­ან­ტი) და ნა­თან ფრენ­კე­ლის ("გუ­ლა­გის" და­მა­მარ­სებ­ლი) სა­უბ­რი­დან, 1957 წელი.

19 ივ­ნისს, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მოფ­რე­ნილ მგზავ­რებ­თან ერ­თად, სა­ბა­ჟო შე­მოწ­მე­ბა და­ვით ჩა­ჩი­ბა­ი­ა­მაც გა­ი­ა­რა. თუმ­ცა მა­შინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ერთი შე­ხედ­ვით არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ქვეყ­ნის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­დე­ბო­და. ჩა­ჩი­ბა­ია აე­რო­პორ­ტი­დან გა­მოს­ვლის დროს ტე­ლე­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა და უმალ მო­ექ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის და ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი მგზავ­რი არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და­ვით გერ­ლი­ა­ნი, მეტ­სა­ხე­ლად "დათო სვა­ნი" აღ­მოჩ­ნდა. იმ დღეს­ვე გაჩ­ნდა კი­თხვა, რო­გორ შეძ­ლო კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუფ­ლად შე­მოს­ვლა მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა" და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა დას­ჯა­დია და საკ­მა­ოდ დიდ სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს.

ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვა კი­დეც რომ გერ­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც პას­პორ­ტი ჩა­ჩი­ბა­ი­ას გვარ­ზე ლე­გა­ლუ­რად აქვს აღე­ბუ­ლი, ოდე­სი­დან იყო დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის "უყუ­რა­დღე­ბო­ბა" ოპო­ზი­ცი­ის მწვა­ვე კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და, თუმ­ცა უკვე 22 ივ­ნისს ქვეყ­ნის პირ­ველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" "დათო სვა­ნი" სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლო­ზე დაც­ვის მხა­რე მზად იყო გი­რა­ოს სა­ხით 50 000 ლარი გა­და­ე­ხა­და, თუმ­ცა გერ­ლი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­სო­სებს მიღ­მა ყოფ­ნა შე­უ­ფარ­და. პრო­ცე­სი კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მას შემ­დეგ გახ­და, რაც ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ოდე­სის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბო­ტა­ჟე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს და მისი უცა­ნურ გა­რე­მო­ბებ­ში დე­პორ­ტა­ცი­აც (გერ­ლი­ა­ნი ოდე­სა­ში რეს­ტო­რან­ში სა­დი­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე გა­უ­კე­თეს დე­პორ­ტი, რომ ამის შე­სა­ხებ ქარ­თველ კოლ­გებს არ აც­ნო­ბეს) "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცი­აა.. (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა და მით უფრო - პო­ლი­ცი­ე­ლის სან­დო წყა­როდ მოყ­ვა­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქურ­დის­თვის უღირს საქ­ცი­ე­ლად ით­ვლე­ბო­და). ასე რომ, გერ­ლი­ა­ნი 25 ივ­ნისს სა­კუ­თარ 44-ე და­ბა­დე­ბის დღეს სა­კან­ში შეხ­ვდა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში

"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში

"ვლადიმირის ცენტრალში" ხშირად ვკამათობდით ვინ იყვნენ "ქურდები" და ვინ ვიყავით ჩვენ - დისიდენტები. ერთ საღამოსაც მითხრეს - იცით 40-50-იან წლებში "გულაგში" რა ხდებოდა? ახალ მოსულებს რიგში დააყენებდნენ და დაიძახებდნენ - "ქურდები ერთი ნაბიჯით წინ"! როგორც კი ისინი რიგს გამოეყოფოდნენ, იქვე ხვრეტდნენ.. არადა, ყველა "ქურდმა" იცოდა, რა დღე ელოდა მაგრამ სახელის უარყოფა ქურდული საძმოს და ქურდული პრინციპების უარყოფას ნიშნავდა .. დაგვისახელეთ თუნდაც ერთი დისიდენტი, რომელიც ამას გააკეთებს?... - მე გავჩუმდი და გავიფიქრე, - აი რატომ აქვთ ასეთი გავლენა ამ უცნაურ ხალხს"

ვლდიმერ ბუკოვსკის (რუსეთში დისიდენტური მოძრაობის დამაარსებელი) მოგონებებიდან.

"მე მხატვარი ვარ და ევროპის ქვეყნებში დიდი პეიზაჟების დასახატად დავდივარ. ჩემს საქმეში პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი"

დავით გერლიანი, ე.წ. კანონიერი ქურდი დათო სვანი

"ნუ მიაწერთ ყველა დანაშაულს ქურდებს და ნუ ცდილობთ ისინი განტევების ვაცად გამოიყენოთ. ჯვარი, რომელსაც ქურდული საძმო ზიდავს ბევრად სუფთაა, ვიდრე თქვენი მთელი სახელმწიფო საჯინიბო. დღეს თქვენ გვაყოფინებთ თავს ყულფში, ხვალ კი ჩვენ როცა წავალთ, ეს ყულფი თქვენს კისრებზე შეიკვრება."

ვასილ ბაბუშკინის (კანონიერი ქურდი ვასკა ბრილიანტი) და ნათან ფრენკელის ("გულაგის" დამამარსებლი) საუბრიდან, 1957 წელი.

19 ივნისს, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიამაც გაიარა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოქალაქე რამდენიმე წუთში ქვეყნის მედიასაშუალებების მთავარი გმირი გახდებოდა. ჩაჩიბაია აეროპორტიდან გამოსვლის დროს ტელეკამერამ დააფიქსირა და უმალ მოექცა პოლიტიკოსების, სამართალდამცავების და ქართველი ქალბატონების ყურადღების ცენტრში. უკრაინიდან ჩამოფრენილი მგზავრი არც მეტი არც ნაკლები ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად "დათო სვანი" აღმოჩნდა. იმ დღესვე გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლო კრიმინალურმა ავტორიტეტმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლა მაშინ, როცა საქართველოში "კანონიერი ქურდობა" და ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია და საკმაოდ დიდ სასჯელს ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებული უნდა იყოს.

ძალიან მალე გაირკვა კიდეც რომ გერლიანი, რომელსაც პასპორტი ჩაჩიბაიას გვარზე ლეგალურად აქვს აღებული, ოდესიდან იყო დეპორტირებული.

სამართალდამცავების "უყურადღებობა" ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა უკვე 22 ივნისს ქვეყნის პირველმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი" საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

სასამართლოზე დაცვის მხარე მზად იყო გირაოს სახით 50 000 ლარი გადაეხადა, თუმცა გერლიანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გისოსებს მიღმა ყოფნა შეუფარდა. პროცესი კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. კანონიერმა ქურდმა ერთგვარი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე წინასაარჩევნოდ საქართველოში საბოტაჟების მოწყობას გეგმავს და მისი უცანურ გარემობებში დეპორტაციაც (გერლიანი ოდესაში რესტორანში სადილობისას დააკავეს და საქართველოში ისე გაუკეთეს დეპორტი, რომ ამის შესახებ ქართველ კოლგებს არ აცნობეს) "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პროვოკაციაა.. (საინტერესოა, რომ ქურდულ სამყაროში პოლიტიკური განცხადებების კეთება და მით უფრო - პოლიციელის სანდო წყაროდ მოყვანა წლების განმავლობაში ქურდისთვის უღირს საქციელად ითვლებოდა). ასე რომ, გერლიანი 25 ივნისს საკუთარ 44-ე დაბადების დღეს საკანში შეხვდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ