პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვის ილეთების უმეტესობა ქართულია" - როგორ ასაღებენ ქართულ ცეკვებს თურქული კულტურის ნაწილად
"ცეკვის ილეთების უმეტესობა ქართულია" - როგორ ასაღებენ ქართულ ცეკვებს თურქული კულტურის ნაწილად

წლე­ბია, თურ­ქულ სცე­ნა­ზე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე, ზოგ­ჯერ თურ­ქუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის თან­ხლე­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი სრულ­დე­ბა, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლად ასა­ღე­ბენ. უმე­ტე­სად, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი თურ­ქულ სტილს არის მორ­გე­ბუ­ლი და ცეკ­ვი­სას ცე­ცხლს იყე­ნე­ბენ, ზოგ­ჯერ კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი ილე­თე­ბი­თაა გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბუ­ლი...

ჟურ­ნალ "გზის" ჟურ­ნა­ლის­ტი თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ და მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლებს ესა­უბ­რა:

მეგი ცნო­ბა­ძე, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- პირ­ვე­ლად რომ ვუ­ყუ­რე, ვერ მივ­ხვდი, ეს ჩემი მშობ­ლი­უ­რი მუ­სი­კაა თუ უბ­რა­ლოდ წა­ა­გავს-მეთ­ქი? აზი­უ­რი სტი­ლიც დაჰ­კრავ­და, ზურ­ნის თან­ხლე­ბით ურ­კავ­დნენ "მო­ხე­ვის ქალო თი­ნა­ოს" მე­ლო­დი­ას... - ეს ჩვე­ნე­ბუ­რია, ქარ­თუ­ლი-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი ჩემს თურქ მე­გო­ბარს. - რას ამ­ბობ, ეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რაა. ჩვე­ნე­ბი ხომ დიდ­ხანს ბა­ტო­ნობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ალ­ბათ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა "და­ი­ტო­ვეს" რა­ღა­ცე­ბიო... - "და­მამ­შვი­და" მან. სიმ­წრის ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და, - ნეტა დაკ­ვრა ვი­ცო­დე, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნამ­დვი­ლი, ქარ­თუ­ლი ვერ­სია შე­ვუს­რუ­ლო-მეთ­ქი...

ლადო წი­თაშ­ვი­ლი, თურ­ქეთ­ში მო­ცეკ­ვა­ვე ქარ­თვე­ლი:

- როცა სხვა ან­სამ­ბლე­ბის თურ­ქუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი ვნა­ხეთ, ჩვენს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. ჩავ­თვა­ლეთ, რომ ვი­ღა­ცამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ა­კე­თა. თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუნ­სუ­ლო­საც კი მივ­მარ­თეთ, თუმ­ცა, იქი­დან "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი" პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ... 20 წე­ლია, ქარ­თვე­ლე­ბის, სომ­ხე­ბის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­სა და თურ­ქე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფი და ან­სამ­ბლი ქარ­თულ ცეკ­ვას ხან თურ­ქუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად, ხან კი, კავ­კა­სი­ურ ცეკ­ვე­ბად წარ­მო­ა­ჩე­ნენ. ცეკ­ვის ილე­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თუ­ლია, მაგ­რამ ცუ­დად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. პატ­რი­ო­ტულ თე­მა­ტი­კას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ეს­თე­ტი­კუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი მხა­რეც თვალ­ში სა­ცე­მია, - გა­თურ­ქუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო საც­ქე­რი არ არის.

რას ამ­ბო­ბენ ამ სა­კი­თხზე ის ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, ვინც თურ­ქუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის სა­ხე­ლით ქარ­თულ ცეკ­ვებს ას­რუ­ლე­ბენ, სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ ჟურ­ნალ "გზის" 30 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ცეკვის ილეთების უმეტესობა ქართულია" - როგორ ასაღებენ ქართულ ცეკვებს თურქული კულტურის ნაწილად

"ცეკვის ილეთების უმეტესობა ქართულია" - როგორ ასაღებენ ქართულ ცეკვებს თურქული კულტურის ნაწილად

წლებია, თურქულ სცენაზე ქართული მუსიკის ფონზე, ზოგჯერ თურქული ელემენტების თანხლებით, ტრადიციული ქართული ცეკვები სრულდება, რომელსაც თურქულად ასაღებენ. უმეტესად, ქართული ცეკვები თურქულ სტილს არის მორგებული და ცეკვისას ცეცხლს იყენებენ, ზოგჯერ კი აზერბაიჯანული და სომხური ილეთებითაა გამრავალფეროვნებული...

ჟურნალ "გზის" ჟურნალისტი თურქეთში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველებს ესაუბრა:

მეგი ცნობაძე, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- პირველად რომ ვუყურე, ვერ მივხვდი, ეს ჩემი მშობლიური მუსიკაა თუ უბრალოდ წააგავს-მეთქი? აზიური სტილიც დაჰკრავდა, ზურნის თანხლებით ურკავდნენ "მოხევის ქალო თინაოს" მელოდიას... - ეს ჩვენებურია, ქართული-მეთქი, ვუთხარი ჩემს თურქ მეგობარს. - რას ამბობ, ეს ჩვენი კულტურაა. ჩვენები ხომ დიდხანს ბატონობდნენ საქართველოში და ალბათ ადგილობრივებმა "დაიტოვეს" რაღაცებიო... - "დამამშვიდა" მან. სიმწრის ცრემლები მომდიოდა, - ნეტა დაკვრა ვიცოდე, რომ ამ ყველაფრის ნამდვილი, ქართული ვერსია შევუსრულო-მეთქი...

ლადო წითაშვილი, თურქეთში მოცეკვავე ქართველი:

- როცა სხვა ანსამბლების თურქული ელემენტებით გაჯერებული ქართული ცეკვები ვნახეთ, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩავთვალეთ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად გააკეთა. თურქეთში საქართველოს საკუნსულოსაც კი მივმართეთ, თუმცა, იქიდან "დიპლომატიური" პასუხი მივიღეთ... 20 წელია, ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და თურქების მონაწილეობით, სხვადასხვა ჯგუფი და ანსამბლი ქართულ ცეკვას ხან თურქული კულტურის ნაწილად, ხან კი, კავკასიურ ცეკვებად წარმოაჩენენ. ცეკვის ილეთების უმეტესობა ქართულია, მაგრამ ცუდად შესრულებული. პატრიოტულ თემატიკას რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკური და პროფესიული მხარეც თვალში საცემია, - გათურქულებული მუსიკის ფონზე, ეს ყველაფერი მაინცდამაინც სასიამოვნო საცქერი არ არის.

რას ამბობენ ამ საკითხზე ის ქართველი მოცეკვავეები, ვინც თურქული ანსამბლების სახელით ქართულ ცეკვებს ასრულებენ, სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 30 ივნისის ნომერში.

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე

ბათუმში, მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსი 5 ბენეფიციარს და 1 თანამშრომელს დაუდასტურდა - დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული