სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"

და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა - სულ­ხან მო­ლაშ­ვილს მე­უღ­ლის სახ­ლი­დან გა­ას­ვე­ნე­ბენ, რად­გან სა­კუ­თა­რი აღა­რა­ფე­რი და­უ­ტო­ვეს. ნიკა რუ­რუ­ას­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­ზე ასე­თი ტო­ნით არ უნდა სა­უბ­რობ­დნენ, ეს უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია, - ამის შე­სა­ხებ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ენერ­გე­ტი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­ლაშ­ვილ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­მელ­საც მირ­ცხუ­ლა­ვა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულს უწო­დებს.

"ამ სის­ტე­მურ­მა და­ნა­შა­ულ­მა, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ჩა­ი­და­ნა, სულ­ხა­ნის თავ­ზე გა­და­ი­ა­რა. მას­ზე გა­მოს­ცა­დეს ყვე­ლა­ფე­რი ის სი­სა­ძაგ­ლე, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მი­ჩე­ნი­ლი პა­ტიმ­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ში­ნე­ლე­ბებს აკე­თებ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი. სულ­ხა­ნი საღ­სა­ლა­მა­თი შე­ვი­და ცი­ხე­ში, იქე­დან კი ცე ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და დან­გრე­უ­ლი ფსი­ქი­კით გა­მო­ვი­და.

ნიკა რუ­რუ­ას­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­ზე ასე­თი ტო­ნით არ უნდა სა­უბ­რობ­დნენ, ეს უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია. სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც სულ­ხან­ზე იტყვი, რომ ნა­წა­მე­ბი არ იყო. სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც ამ­ბობ სულ­ხა­ნი არა, მაგ­რამ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი. სულ­ხანს სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე სჯე­რო­და, რომ მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბო­და. სულ­ხანს, მე­უღ­ლის სახ­ლი­დან გა­ას­ვე­ნე­ბენ, რად­გან სა­კუ­თა­რი აღა­რა­ფე­რი და­უ­ტო­ვეს," - გა­ნა­ცხა­და და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვამ.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ამ­ჟა­მად მოძ­რა­ო­ბა "ივე­რი­ას" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიკა რუ­რუ­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი არ ყო­ფი­ლა, მის წა­მე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კი ეჭვი ეპა­რე­ბა. "ის არ ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კო­სი და ვერ იქ­ნე­ბო­და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი. რო­გორც ვიცი, ის ქრთამ­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ამა­ზე დიდი პიარ კამ­პა­ნია აგორ­და. კად­რე­ბი არ მი­ნა­ხავს მისი წა­მე­ბის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნა­წა­მე­ბი არ იყო, ასეთ მი­თო­ლო­გი­ას ნუ იჯე­რებთ", - აღ­ნიშ­ნა ნიკა რუ­რუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"

"სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"

დავით მირცხულავა - სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს. ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეგობარმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა, რომელსაც მირცხულავა ყოფილი ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს უწოდებს.

"ამ სისტემურმა დანაშაულმა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდანა, სულხანის თავზე გადაიარა. მასზე გამოსცადეს ყველაფერი ის სისაძაგლე, რაც შეიძლება გაეკეთებინათ, მიჩენილი პატიმრებიდან დაწყებული, რომლებიც საშინელებებს აკეთებდნენ, ყველაფერი. სულხანი საღსალამათი შევიდა ციხეში, იქედან კი ცე ჰეპატიტით დაავადებული და დანგრეული ფსიქიკით გამოვიდა.

ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც სულხანზე იტყვი, რომ ნაწამები არ იყო. სირცხვილია, როდესაც ამბობ სულხანი არა, მაგრამ ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი. სულხანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მის მიმართ სამართლიანობა აღდგებოდა. სულხანს, მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს," - განაცხადა დავით მირცხულავამ.

საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად მოძრაობა "ივერიას" წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა, მის წამების ფაქტთან დაკავშირებით კი ეჭვი ეპარება. "ის არ ყოფილა პოლიტიკოსი და ვერ იქნებოდა პოლიტპატიმარი. როგორც ვიცი, ის ქრთამზე იყო დაკავებული და ამაზე დიდი პიარ კამპანია აგორდა. კადრები არ მინახავს მისი წამების და დარწმუნებული ვარ, რომ ნაწამები არ იყო, ასეთ მითოლოგიას ნუ იჯერებთ", - აღნიშნა ნიკა რურუამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."