საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები
"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ორ­ჯერ ჰქონ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ამას პრო­კუ­რო­რე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, არ ჰქო­ნია. მაგ­და პა­პი­ძის და­კი­თხვა სა­სა­მარ­თლო­ში დღეს და­ი­წყო. მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილს 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს, ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე შეხ­ვდა და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა სთხო­ვა.

"ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. მე არ ვიცი, თქვენ რას ეძა­ხით სიყ­ვა­რულს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს ის არ ყო­ფი­ლა. ჩვენ არა­ნა­ირ მო­მა­ვალ­ზე არ გვქო­ნია სა­უ­ბა­რი. მე ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილს 19 დე­კემ­ბერს შევ­ხვდი და ვუ­თხა­რი, რომ კონ­ტაქ­ტი გაგ­ვე­წყვი­ტა. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ორ­მხრი­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ცი­ვი­ლუ­რად გაგ­რძელ­დე­ბო­და. ომა­რი მო­ძა­ლა­დე არ იყო, ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებ­და და ცი­ვი­ლუ­რად გავ­შორ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

მაგ­და პა­პი­ძემ ასე­ვე ბოლო პე­რი­ოდ­ში ქმარ­თან, ომარ ქა­ფი­აშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რით ახ­სნა. პა­პი­ძის თქმით ბოლო თვე­ებ­ში, სამ­სა­ხუ­რის გამო ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი სახ­ლში იშ­ვი­ა­თად მი­დი­ო­და.

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის და­კი­თხვას პრო­კუ­რო­რე­ბი ხვალ გა­აგ­რძე­ლე­ბენ. საქ­მეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები

"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია" - მაგდა პაპიძის დაკითხვის დეტალები

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ადასტურებს, რომ ოთარ ბერძენიშვილთან ინტიმური ურთიერთობა ორჯერ ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა, როგორც ამას პროკურორები მოიხსენიებენ, არ ჰქონია. მაგდა პაპიძის დაკითხვა სასამართლოში დღეს დაიწყო. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ოთარ ბერძენიშვილს 2015 წლის 19 დეკემბერს, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების გარდაცვალებამდე შეხვდა და ურთიერთობის გაწყვეტა სთხოვა.

"ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია. მე არ ვიცი, თქვენ რას ეძახით სიყვარულს, მაგრამ ჩემთვის ეს ის არ ყოფილა. ჩვენ არანაირ მომავალზე არ გვქონია საუბარი. მე ოთარ ბერძენიშვილს 19 დეკემბერს შევხვდი და ვუთხარი, რომ კონტაქტი გაგვეწყვიტა. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივი რომ ყოფილიყო, ცივილურად გაგრძელდებოდა. ომარი მოძალადე არ იყო, ყველაფერს გაიგებდა და ცივილურად გავშორდებოდით ერთმანეთს", - განაცხადა ბრალდებულმა.

მაგდა პაპიძემ ასევე ბოლო პერიოდში ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, რაც ომარ ქაფიაშვილის სამსახურით ახსნა. პაპიძის თქმით ბოლო თვეებში, სამსახურის გამო ომარ ქაფიაშვილი სახლში იშვიათად მიდიოდა.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დაკითხვას პროკურორები ხვალ გააგრძელებენ. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ