მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქში" სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან
"ფეისბუქში" სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან

კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ, თორ­ნი­კე მო­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და. ტრა­გი­კულ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი:

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ალ­ბათ მა­შინ გვერ­ქმე­ვა და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან მა­შინ უნდა ვე­ლო­დეთ სი­კე­თეს, რო­დე­საც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამის მსგავს რა­მეს ჩა­ი­დე­ნენ, ხმის ამო­ღე­ბას ვე­ღარ გა­ბე­და­ვენ და თა­ვი­სი უტიფ­რო­ბით ადა­მი­ა­ნის რწმე­ნას არ დაგ­ვა­კარ­გვი­ნე­ბენ. ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­საც ძა­ლუძს რა­ი­მე­თი მა­ინც გა­ა­მარ­თლოს მო­ლაშ­ვი­ლის (და კი­დევ ბევ­რის) წა­მე­ბა, არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კას არ უნდა გა­ე­კა­როს, არა­მედ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს არ უნდა ატა­რებ­დეს. ვიც­ნობ­დი მას. ჯერ კი­დევ მა­შინ ვიც­ნობ­დი, რო­დე­საც სი­ცო­ცხლით სავ­სე კაცი იყო. ბო­ლოს კი მძი­მე ავად­მყო­ფი ვნა­ხე. ეს­მით კი რა ჩა­ი­დი­ნეს? ცხა­დია - არა. ეს­მით კი, რომ თუკი მათ არ­სე­ბო­ბას ვი­ტანთ, მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­კუ­თარ თავს ვცემთ პა­ტივს და ბარ­ბა­რო­სუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბით ქვე­ყა­ნა სის­ხლი­ან კა­ლოს არ გვინ­და და­ვამ­სგავ­სოთ? ეგებ, და­ოკ­დეთ ბა­ტო­ნე­ბო და მი­ი­მა­ლოთ თქვენ-თქვენს ჯურღმუ­ლებ­ში?

ოთარ ჩრდი­ლე­ლი:

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა!

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­ი­წი­რა, არა­კაც­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა არამ­ზა­და ნაც­ბან­დამ...

ხსოვ­ნა და სა­მუ­და­მო პა­ტივ­გე­ბა იყოს, ბა­ტო­ნი სულ­ხა­ნის...

ნინო ლომ­ჯა­რია:

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია :( ვუ­სამ­ძიმ­რებ მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შვი­ლებს, მე­უღ­ლეს... სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ში და­ირ­ღვა კონ­ვენ­ცი­ის 4 მუხ­ლი, მათ შო­რის, წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის აკ­რძალ­ვა, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა...

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

ყო­ველ­თვის მე­ჯავ­რე­ბო­და პო­ლიტ­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის ტრა­გე­დი­ე­ბით სპე­კუ­ლი­რებ­დნენ, მაგ­რამ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თემა ის სა­კი­თხია, რო­დე­საც პო­ლიტ­კას და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ცხაწ­ლი­ან რე­ჯიმს გვერდს ვერ ავუვ­ლით; ვერ ავუვ­ლით თუნ­დაც სტრას­ბურ­გის სა­სამ­რთლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, რო­მელ­მაც მის მი­მართ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის 4 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა, მათ შო­რის მე-3 მუხ­ლის, რო­მე­ლიც წა­მე­ბას ეხე­ბა. რე­ჟი­მე­ბის ეპო­ქა უნდა დას­რუდ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში! სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

ინგა გრი­გო­ლია:

წლე­ბის მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და... ძა­ლი­ან ვდარ­დობ­დი მთე­ლი ეს წლე­ბი მის ამ­ბავს.. სულ ვკი­თხუ­ლობ­დი, სულ მკი­თხუ­ლობ­და. ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით ერ­თმა­ნეთს. ბო­ლოს ეთერ­ში რომ მყავ­და, აშ­კა­რად ვე­ღარ მე­ტყვე­ლებ­და კარ­გად. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი მეჩ­ვე­ნა და უსი­ცო­ცხლო... რა­ტომ­ღაც გა­ვი­ფიქ­რე, რომ მისი ბოლო ეთე­რი იყო და პრო­დუ­სერ­საც გა­ვუ­ზი­ა­რე ეს ჩემი გან­ცდა. გული მო­მიკ­ვდა და ძა­ლი­ან დამ­წყდა - სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა (((((((

მაკა რაზ­მა­ძე:

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი... ამ გა­და­ცე­მა­ში სა­კუ­თარ ტკი­ვილ­ზე, უსა­მარ­თლო­ბა­ზე და მა­ინც იმე­დი­ან მო­მა­ვა­ლის გეგ­მებ­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ... იმე­დი ჰქონ­დათ სა­მარ­თლის მიღ­წე­ვის. დღეს არც ერთი აღა­რაა.... უც­ნა­უ­რი გა­და­ცე­მა იყო....

ლალი მო­როშ­კი­ნა:

ამ კაც­ზე ვინ აგებს პა­სუხს ვინ???

ა რ ა ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ოოოო!!!!!

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი:

შე­ი­წი­რეს სა­ტა­ნებ­მა... რა­ტომ არ აღ­შფოთ­დნენ "მე­გო­ბა­რი" ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი?

პა­ა­ტა ქურ­და­ძე:

უნ­კა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­დიზ­მის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ!

თაკო ჩხე­ი­ძე:

ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და, რაც ეს კაცი აწა­მეს და ტან­ჯეს, აგო ვინ­მემ პა­სუ­ხი?!

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

2003 წლის ნო­ემ­ბე­რი. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ - მე­რა­ბი და­ი­ჭი­რეს. დაბ­ნე­უ­ლი ვარ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, არ ვიცი რა ვქნა, რო­გორ მო­ვიქ­ცე. მგო­ნია ცა და­მემ­ხო თავ­ზე. ამ დროს გა­ის­მა მო­ბი­ლუ­რის ხმა. გა­მარ­ჯო­ბა ხა­თუ­ნა. სულ­ხა­ნი ვარ მო­ლაშ­ვი­ლიო. გა­მიკ­ვირ­და. არ ვიც­ნობ­დი. და­მამ­შვი­და, გა­მამ­ხნე­ვა :(((((( და რაც მთა­ვა­რია არ ინერ­ვი­უ­ლო შენი ძმა კა­ცი­აო მი­თხრა. იმ წუ­თი­დან შე­მიყ­ვარ­და, ჩემს პა­ტი­ვის­ცე­მას ის ყო­ველ­თვის იმ­სა­ხუ­რებ­და, მი­თუ­მე­ტეს მის ცოლ­თან და ცო­ლის დას­თან ბავ­შვო­ბი­დან ვახ­ლობ­ლობ­დი. ამის შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით. შემ­დეგ ის და­ი­ჭი­რეს. ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. :(((((( ბო­ლოს მისი შვი­ლის ქორ­წილ­ში ვნა­ხე. :((((((

კი­დევ ერთი კარ­გი კაცი წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. აცხო­ნოს ღმერ­თმა მისი სული.

მი­ხე­ილ ცი­ლი­კიშ­ვი­ლი:

გარ­და­იც­ვა­ლა მა­გა­რი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი

აწ­ვა­ლეს, აჯა­ხი­რეს, არ და­ა­ფა­სეს

ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის წუ­ხილს.

Dzalian shemecoda, rac es kaci acames da tanjes, ago vinmem pasuxi?!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ფეისბუქში" სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან

"ფეისბუქში" სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

ზაზა ფირალიშვილი:

საზოგადოება, ალბათ მაშინ გვერქმევა და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან მაშინ უნდა ველოდეთ სიკეთეს, როდესაც ის ადამიანები, ვინც ამის მსგავს რამეს ჩაიდენენ, ხმის ამოღებას ვეღარ გაბედავენ და თავისი უტიფრობით ადამიანის რწმენას არ დაგვაკარგვინებენ. ნებისმიერი, ვისაც ძალუძს რაიმეთი მაინც გაამართლოს მოლაშვილის (და კიდევ ბევრის) წამება, არა მხოლოდ პოლიტიკას არ უნდა გაეკაროს, არამედ ადამიანის სახელს არ უნდა ატარებდეს. ვიცნობდი მას. ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, როდესაც სიცოცხლით სავსე კაცი იყო. ბოლოს კი მძიმე ავადმყოფი ვნახე. ესმით კი რა ჩაიდინეს? ცხადია - არა. ესმით კი, რომ თუკი მათ არსებობას ვიტანთ, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ვცემთ პატივს და ბარბაროსული შურისძიებით ქვეყანა სისხლიან კალოს არ გვინდა დავამსგავსოთ? ეგებ, დაოკდეთ ბატონებო და მიიმალოთ თქვენ-თქვენს ჯურღმულებში?

ოთარ ჩრდილელი:

სულხან მოლაშვილი, გარდაიცვალა!

ადამიანი, რომელიც შეიწირა, არაკაცმა სააკაშვილმა და მისმა არამზადა ნაცბანდამ...

ხსოვნა და სამუდამო პატივგება იყოს, ბატონი სულხანის...

ნინო ლომჯარია:

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია :( ვუსამძიმრებ მის არაჩვეულებრივ შვილებს, მეუღლეს... სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის საქმეში დაირღვა კონვენციის 4 მუხლი, მათ შორის, წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა...

მერაბ მეტრეველი:

ყოველთვის მეჯავრებოდა პოლიტკოსები, რომლებიც ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირებდნენ, მაგრამ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების თემა ის საკითხია, როდესაც პოლიტკას და "ნაციონალების" ცხაწლიან რეჯიმს გვერდს ვერ ავუვლით; ვერ ავუვლით თუნდაც სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც მის მიმართ ევროპული კონვენციის 4 მუხლის დარღვევა დაადგინა, მათ შორის მე-3 მუხლის, რომელიც წამებას ეხება. რეჟიმების ეპოქა უნდა დასრუდლეს საქართველოში! სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.

ინგა გრიგოლია:

წლების მეგობრობა მაკავშირებდა... ძალიან ვდარდობდი მთელი ეს წლები მის ამბავს.. სულ ვკითხულობდი, სულ მკითხულობდა. ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს. ბოლოს ეთერში რომ მყავდა, აშკარად ვეღარ მეტყველებდა კარგად. ძალიან დაღლილი მეჩვენა და უსიცოცხლო... რატომღაც გავიფიქრე, რომ მისი ბოლო ეთერი იყო და პროდუსერსაც გავუზიარე ეს ჩემი განცდა. გული მომიკვდა და ძალიან დამწყდა - სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა (((((((

მაკა რაზმაძე:

იური ვაზაგაშვილი, სულხან მოლაშვილი... ამ გადაცემაში საკუთარ ტკივილზე, უსამართლობაზე და მაინც იმედიან მომავალის გეგმებზე ლაპარაკობდნენ... იმედი ჰქონდათ სამართლის მიღწევის. დღეს არც ერთი აღარაა.... უცნაური გადაცემა იყო....

ლალი მოროშკინა:

ამ კაცზე ვინ აგებს პასუხს ვინ???

ა რ ა ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ოოოო!!!!!

თამაზ მეჭიაური:

შეიწირეს სატანებმა... რატომ არ აღშფოთდნენ "მეგობარი" ქვეყნების ელჩები?

პაატა ქურდაძე:

უნკალური ინსტიტუციონალური სადიზმის კიდევ ერთი მსხვერპლი. ძალიან ვწუხვარ!

თაკო ჩხეიძე:

ძალიან შემეცოდა, რაც ეს კაცი აწამეს და ტანჯეს, აგო ვინმემ პასუხი?!

ხათუნა ჟორდანია:

2003 წლის ნოემბერი. თავზარდაცემული ვარ - მერაბი დაიჭირეს. დაბნეული ვარ, სასოწარკვეთილი, არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე. მგონია ცა დამემხო თავზე. ამ დროს გაისმა მობილურის ხმა. გამარჯობა ხათუნა. სულხანი ვარ მოლაშვილიო. გამიკვირდა. არ ვიცნობდი. დამამშვიდა, გამამხნევა :(((((( და რაც მთავარია არ ინერვიულო შენი ძმა კაციაო მითხრა. იმ წუთიდან შემიყვარდა, ჩემს პატივისცემას ის ყოველთვის იმსახურებდა, მითუმეტეს მის ცოლთან და ცოლის დასთან ბავშვობიდან ვახლობლობდი. ამის შემდეგ დავმეგობრდით. შემდეგ ის დაიჭირეს. ძალიან ვგულშემატკივრობდი. :(((((( ბოლოს მისი შვილის ქორწილში ვნახე. :((((((

კიდევ ერთი კარგი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. აცხონოს ღმერთმა მისი სული.

მიხეილ ცილიკიშვილი:

გარდაიცვალა მაგარი ქართველი ადამიანი

აწვალეს, აჯახირეს, არ დააფასეს

ვიზიარებ ოჯახის წუხილს.

Dzalian shemecoda, rac es kaci acames da tanjes, ago vinmem pasuxi?!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს