პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა - ბოლო ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ
თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა - ბოლო ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ

თურ­ქეთ­ში დღეს ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა. მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა დაშ­ვე­ბუ­ლია.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სტამ­ბოლ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებს 41 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 239-მდე გა­ი­ზარ­და.

რო­გორც "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ სტამ­ბო­ლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვა­სიპ შა­ჰინ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის 13 უცხო­ე­ლია.

მა­ნამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის ირა­ნი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

იხი­ლეთ ფოტო: რა ხდე­ბო­და წუ­ხელ სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში ტე­რაქ­ტის პირ­ველ წუ­თებ­ში - ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა

და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან, - ამის შე­სა­ხებ "იმე­დის" ეთერ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

შე­სა­ბა­მი­სად, ასაშ­ვი­ლის თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­შა­ვე­ბულ ორ ქარ­თველ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ და­დას­ტურ­და.

"თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­ა­მოწ­მა ეს სა­კი­თხი და კი­დევ ერთხელ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ არც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის და არც გარ­დაც­ვა­ლე­ბულ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ეტა­პის­თვის არ არი­ან", - გა­ნა­ცხა­და კონ­სულ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ურ­კვე­ვე­ლია, სა­ი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ორი ქარ­თვე­ლის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

აქამ­დე ვრცელ­დე­ბო­და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სტამ­ბუ­ლის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და.

სტამ­ბოლ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის, ირაკ­ლი ასაშ­ვი­ლის აზ­რით, გუ­შინ­დე­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში დღეს გა­მო­ემ­გზავ­რე­ბა.

რო­გორც ასაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პირ­ვე­ლი დიდი ჯგუ­ფი - 60 ადა­მი­ა­ნამ­დე - ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში უკვე გა­ემ­გზავ­რა.

"აე­რო­პორ­ტში მათი გა­დაყ­ვა­ნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მოხ­და. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კომ­პაქ­ტუ­რად ცხოვ­რობ­და სტამ­ბოლ­ში. ისი­ნი არი­ან ორი რე­ი­სის Turkish Airlines-ის და Atlas Global-ის მგზავ­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ასაშ­ვილ­მა.

გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თო ჯამ­ში 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­მომ­გზავ­რე­ბა შე­ფერ­ხდა.

იხი­ლეთ ვი­დეო: შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტი­დან - რო­გორ ახერ­ხებს დაჭ­რი­ლი ტე­რო­რის­ტი თა­ვის აფეთ­ქე­ბას

"აქე­დან ნა­წილ­მა გა­დაც­ვა­ლა ბი­ლე­თე­ბი და სხვა­დას­ხვა რე­ი­სე­ბით მო­დი­ან; ნა­წი­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია აე­რო­პორტთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ებ­ში. ვვა­რა­უ­დობ, რომ მგზავ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მასა დღეს გაფ­რინ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბა Atlas Global-ის მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი ვერ გა­ემ­გზავ­როს, თუმ­ცა კომ­პა­ნია მათ სას­ტუმ­რო­თი უზ­რუნ­ველ­ყოფს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა.

სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში აფეთ­ქე­ბე­ბი და სრო­ლა გუ­შინ ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და.

თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბე­ქირ ბოზ­და­გის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტე­ბი სამ­მა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ჯერ ცე­ცხლი გახ­სნეს, შემ­დეგ კი თავი აი­ფეთ­ქეს.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ზღვრებ­სა და აე­რო­პორ­ტებ­ში კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­და - შსს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

ტე­რაქ­ტებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან - დღის ფოტო სტამ­ბო­ლი­დან

"ემიგ­რან­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ვწერთ და ასე ვი­გებთ ამ­ბავს..." - რას ყვე­ბა აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბა­ზე თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა - ბოლო ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ

თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა - ბოლო ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ

თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 239-მდე გაიზარდა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.

იხილეთ ფოტო: რა ხდებოდა წუხელ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, ასაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა.

"თურქეთის ხელისუფლებამ გადაამოწმა ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან", - განაცხადა კონსულმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია, საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ.

აქამდე ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის, ირაკლი ასაშვილის აზრით, გუშინდელი ტერაქტის შედეგად შეფერხებული მგზავრების ძირითადი ნაწილი თბილისში დღეს გამოემგზავრება.

როგორც ასაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოქალაქეების პირველი დიდი ჯგუფი - 60 ადამიანამდე - ათათურქის აეროპორტში უკვე გაემგზავრა.

"აეროპორტში მათი გადაყვანა ორგანიზებულად მოხდა. ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობდა სტამბოლში. ისინი არიან ორი რეისის Turkish Airlines-ის და Atlas Global-ის მგზავრები", - განაცხადა ასაშვილმა.

გენერალური კონსულის ინფორმაციით, გუშინ მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოში საერთო ჯამში 300-ზე მეტი ადამიანის გამომგზავრება შეფერხდა.

იხილეთ ვიდეო: შემზარავი კადრები ათათურქის აეროპორტიდან - როგორ ახერხებს დაჭრილი ტერორისტი თავის აფეთქებას

"აქედან ნაწილმა გადაცვალა ბილეთები და სხვადასხვა რეისებით მოდიან; ნაწილი განთავსებულია აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროებში. ვვარაუდობ, რომ მგზავრების ძირითადი მასა დღეს გაფრინდება. ერთადერთი, შეიძლება Atlas Global-ის მგზავრების ნაწილი ვერ გაემგზავროს, თუმცა კომპანია მათ სასტუმროთი უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

იხილეთ ასევე: საზღვრებსა და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა - შსს განცხადებას ავრცელებს

ტერაქტებს გადარჩენილი ბავშვების შეხვედრა მშობლებთან - დღის ფოტო სტამბოლიდან

"ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი