პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი

მსა­ხი­ო­ბი ჯანო იზო­რია, რო­მე­ლიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რო­მელ­საც "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ფონდმა სა­ჩუქ­რად ბინა გა­დას­ცა, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ სა­მად­ლო­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"არ ვიცი რა ვთქვა, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ეს ემო­ცია, სი­ხა­რუ­ლი... არ ვიცი... ერთი ვიცი, რომ დი­ლით ალი­ონ­ზე ჩი­ტებ­საც კი ვას­წრებ გაღ­ვი­ძე­ბას :-) და დავ­ბო­რი­ა­ლობ ქუ­ჩებ­ში... სას­წა­უ­ლე­ბის მჯე­რა, ისე სულ მიგ­რძნობ­და გული, ჯერ არ ჩა­მო­ურ­ბე­ნია იმ თეთრ რაშს, არა ის მე არ გა­მო­მე­პა­რე­ბა :) სას­წა­უ­ლია, პირ­ველ რიგ­ში ამ­დენ ადა­მი­ანს უყ­ვარ­დე, თან ეს ყვე­ლა­ფე­რი ცამ­დე ბედ­ნი­ერს გხდი­დეს და თან გა­ში­ნებ­დეს. არ ვიცი, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი: მინ­და, უშ­ვე­ლე­ბე­ლი მკლა­ვე­ბი მქონ­დეს და ყვე­ლა ჩა­გიკ­რათ გულ­ში... თქვენ შე­ძე­ლით ჩემ­თან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბა. ჩემი გუ­ლით სა­ტა­რე­ბელ წარ­მო­უდ­გე­ნელ ოც­ნე­ბებ­შიც კი რომ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ლე­გენ­და­რულ სუ­ხიშ­ვი­ლებ­თან თუნ­დაც წუთ­ნა­ხე­ვა­რი სცე­ნა­ზე ყოფ­ნას. ამ ყვე­ლა­ფერ­მა იმო­დე­ნა რწმე­ნა გა­აღ­ვი­ვა ჩემ­ში, რომ მჯე­რა, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, სას­წა­უ­ლე­ბის..... არ ვიცი, რო­გორ გი­თხრათ, ჩემო ნანუ & ილი­კო, ჩემო არა, ჩვე­ნო, მინ­და ზღვის­ხე­ლა მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, მინ­და ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ხა­რუ­ლი გი­სურ­ვოთ თქვენს მე­გო­ბარ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვეტ­თან" ერ­თად. დიდ საქ­მეს აკე­თებთ. სულ ვფიქ­რობ­დი, რა გა­სა­ო­ცა­რია ამ­დენ ადა­მი­ანს აჩუ­ქო ბინა. რო­დე­საც იუ­ბი­ლე­ზე გა­და­ე­ცა მო­ცეკ­ვა­ვე­ებს, ემო­ცი­ე­ბი­სა­გან გიჟს ვგავ­დი, მი­ხა­რო­და, ერში ხალ­ხი ამა­ყად და­დი­ო­და ამ სი­კე­თის კე­თე­ბის შემ­დეგ და აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მეც აღ­მოვ­ჩნდი ამ უდი­დე­სი სი­კე­თის წევ­რი. თქვენ ჩემი ცხოვ­რე­ბა უფრო მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, უფრო შრო­მის­მოყ­ვა­რე და იმე­დი­ა­ნი გა­ხა­დეთ. გე­ნაც­ვა­ლეთ გულ­ში ყვე­ლას, ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც ზღვი­დან მთამ­დე გა­მაჩ­ნია, მიყ­ვარ­ხართ........ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მად­ლო­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს......", - წერს იზო­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე: ჯანო იზო­რი­ას თბი­ლის­ში ბინა აჩუ­ქეს

"დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი

"დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი

მსახიობი ჯანო იზორია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა და რომელსაც "სუხიშვილების" ფონდმა საჩუქრად ბინა გადასცა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს:

"არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ეს ემოცია, სიხარული... არ ვიცი... ერთი ვიცი, რომ დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას :-) და დავბორიალობ ქუჩებში... სასწაულების მჯერა, ისე სულ მიგრძნობდა გული, ჯერ არ ჩამოურბენია იმ თეთრ რაშს, არა ის მე არ გამომეპარება :) სასწაულია, პირველ რიგში ამდენ ადამიანს უყვარდე, თან ეს ყველაფერი ცამდე ბედნიერს გხდიდეს და თან გაშინებდეს. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიტყვი: მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში... თქვენ შეძელით ჩემთან ერთად გამარჯვება. ჩემი გულით სატარებელ წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი რომ ვერ წარმოვიდგენდი ლეგენდარულ სუხიშვილებთან თუნდაც წუთნახევარი სცენაზე ყოფნას. ამ ყველაფერმა იმოდენა რწმენა გააღვივა ჩემში, რომ მჯერა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სასწაულების..... არ ვიცი, როგორ გითხრათ, ჩემო ნანუ & ილიკო, ჩემო არა, ჩვენო, მინდა ზღვისხელა მადლობა გადაგიხადოთ, მინდა ჯანმრთელობა, სიხარული გისურვოთ თქვენს მეგობარ სამშენებლო კომპანია "სვეტთან" ერთად. დიდ საქმეს აკეთებთ. სულ ვფიქრობდი, რა გასაოცარია ამდენ ადამიანს აჩუქო ბინა. როდესაც იუბილეზე გადაეცა მოცეკვავეებს, ემოციებისაგან გიჟს ვგავდი, მიხაროდა, ერში ხალხი ამაყად დადიოდა ამ სიკეთის კეთების შემდეგ და აღმოჩნდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც აღმოვჩნდი ამ უდიდესი სიკეთის წევრი. თქვენ ჩემი ცხოვრება უფრო მიზანსწრაფული, უფრო შრომისმოყვარე და იმედიანი გახადეთ. გენაცვალეთ გულში ყველას, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ზღვიდან მთამდე გამაჩნია, მიყვარხართ........ ძალიან დიდი მადლობა მადლობა სრულიად საქართველოს......", - წერს იზორია.

იხილეთ ასევე: ჯანო იზორიას თბილისში ბინა აჩუქეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს