პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად" - როგორ იხსენებს "მასტერა" ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას
"ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად" - როგორ იხსენებს "მასტერა" ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გია დგე­ბუ­ა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად მას­ტე­რას შე­ფა­სე­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც 2006 წელს ჩა­ტარ­და და რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ნაც მი­ი­ღო, პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბულ­მა დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ვი­თა­რი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­აჩ­ნია.

"მიჩ­ნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უქ­ტუ­რის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია წარ­მო­ა­ჩი­ნოს საქ­მის არა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია სკან­და­ლუ­რი სახე მის­ცეს მას და გა­მო­ი­ყე­ნოს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღებ­ლე­ბი არი­ან. ეს იყო ორ­დი­ნა­ლუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა ტრა­გი­კუ­ლად და ამის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა მიზ­ნე­ბის­თვის, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და გია დგე­ბუ­ა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ზე.

ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ სურს მის გამო მო­სა­მარ­თლე­ზე რა­ი­მე ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რის სა­პა­სუ­ხო­დაც მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ გა­ნუ­მარ­ტა, რომ სა­სა­მარ­თლო არა­ვი­თარ ზე­წო­ლას არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მი­ი­ღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფაქ­ტებ­ზე და უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

ბრალ­დე­ბულ­მა შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას ასე­ვე ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მისი და­ნა­ყო­ფის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გან­მარ­ტა და ბრალ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ჩემ­თვის ცხა­დია რა­ზეა აგე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის სტრა­ტე­გია. ცოტა სი­მარ­თლი­სა და ბევ­რი ტყუ­ი­ლის გა­რე­ვით ცდი­ლო­ბენ, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ სა­სა­მარ­თლო და ჩემი პი­როვ­ნე­ბა გა­მო­იყ­ვა­ნონ ისე­თად, რომ ნე­ბის­მი­ერ და­ნა­შა­ულ­ზე ვარ წამ­სვლე­ლი. მე არა­ნა­ი­რად არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი სა­ხელ­მწი­ფოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, გარ­და ერ­თი­სა, როცა საქ­მე გვაქვს სიც­რუ­ეს­თან და ტყუ­ილ­თან. არა­ნა­ირ ძა­ლის­მი­ერ ოპე­რა­ცი­ა­ში და არა­ნა­ირ და­კა­ვე­ბა­ში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც მე და არც ჩემს და­ნა­ყოფს, იმი­ტომ, რომ ეს არ გვქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გია დგე­ბუ­ა­ძემ.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

Ambebi.ge

"ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად" - როგორ იხსენებს "მასტერა" ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას

"ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად" - როგორ იხსენებს "მასტერა" ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გია დგებუაძის, მეტსახელად მასტერას შეფასებით, დაუშვებელია სპეცოპერაცია, რომელიც 2006 წელს ჩატარდა და რომელშიც მონაწილეობა მანაც მიიღო, პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ბრალდებულმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ პროკურატურას არავითარი პირდაპირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ გააჩნია.

"მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურის გამო იძულებულია წარმოაჩინოს საქმის არა რეალური ვითარება, არამედ საკუთარი ინტერპრეტაცია სკანდალური სახე მისცეს მას და გამოიყენოს ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, საზოგადოებისთვის მიუღებლები არიან. ეს იყო ორდინალური სპეცოპერაცია, რომელიც დამთავრდა ტრაგიკულად და ამის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, თუნდაც პოლიტიკური თუ სუბიექტური მიზნებისთვის დაუშვებლად მიმაჩნია", - განაცხადა გია დგებუაძემ სასამართლოზე.

ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს მის გამო მოსამართლეზე რაიმე ზეწოლა განხორციელდეს, რის საპასუხოდაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განუმარტა, რომ სასამართლო არავითარ ზეწოლას არ დაექვემდებარება და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ფაქტებზე და უტყუარ მტკიცებულებებზე.

ბრალდებულმა შესავალი სიტყვის წარმოთქმისას ასევე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას მისი დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობები განმარტა და ბრალდება სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

"ჩემთვის ცხადია რაზეა აგებული ბრალდების სტრატეგია. ცოტა სიმართლისა და ბევრი ტყუილის გარევით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო და ჩემი პიროვნება გამოიყვანონ ისეთად, რომ ნებისმიერ დანაშაულზე ვარ წამსვლელი. მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის, გარდა ერთისა, როცა საქმე გვაქვს სიცრუესთან და ტყუილთან. არანაირ ძალისმიერ ოპერაციაში და არანაირ დაკავებაში არ მიმიღია მონაწილეობა არც მე და არც ჩემს დანაყოფს, იმიტომ, რომ ეს არ გვქონდა დავალებული", - განაცხადა გია დგებუაძემ.

თორნიკე კოშკაძე

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ