პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქალ­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნის­გან.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ჯა­ლა­ღა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, სტამ­ბოლ­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, რო­გორც ქა­ლაქ სტამ­ბო­ლის, ასე­ვე თურ­ქე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის უმაღ­ლე­სი დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

"ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ პერ­მა­ნენ­ტულ და მჭიდ­რო კონ­ტაქტს, რო­გორც თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან, ისე იქ მყოფ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან. მინ­და მო­ვუ­წო­დოთ მათ, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნის­გან", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ლა­ღა­ნი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქულ მხა­რე­ზე დაყ­რდნო­ბით ამ ეტაპ­ზე კვლავ არ დას­ტურ­დე­ბა და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყოფ­ნა, თუმ­ცა, ჯა­ლა­ღა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი იც­ვლე­ბა და იზ­რდე­ბა, რო­გორც და­შა­ვე­ბულ­თა, ასე­ვე და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი კავ­ში­რი გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს­თან.

ჯა­ლა­ღა­ნი­ას თქმით, გუ­შინ­დე­ლი დღი­დან მოქ­მე­დებს რამ­დე­ნი­მე ცხე­ლი ხაზი, სა­დაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ. ქ. ან­კა­რა­ში (+90 312) 690-30-40), ასვე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს ქ. სტამ­ბოლ­ში (+90 541) 818 44 00 და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს ქ. ტრაბ­ზონ­ში (+90 541) 326-22-26; ცხე­ლი ხაზი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 09:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე - (+995 32) 294 50 50; 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში - (+995) 577 98 40 20.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როგორც ქალაქ სტამბოლის, ასევე თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ პერმანენტულ და მჭიდრო კონტაქტს, როგორც თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან, ისე იქ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან. მინდა მოვუწოდოთ მათ, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისივე ინფორმაციით, თურქულ მხარეზე დაყრდნობით ამ ეტაპზე კვლავ არ დასტურდება დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა, თუმცა, ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ მონაცემები იცვლება და იზრდება, როგორც დაშავებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მოსახლეობას აქვს შეუფერხებელი კავშირი გენერალურ საკონსულოსთან.

ჯალაღანიას თქმით, გუშინდელი დღიდან მოქმედებს რამდენიმე ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ. ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26; ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე - (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი