სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ფლობდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულს და ინარჩუნებდე უბრალოებას - დიკაპრიოს 8 წესი
როგორ უნდა ფლობდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულს და ინარჩუნებდე უბრალოებას - დიკაპრიოს 8 წესი

სა­ნამ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შერ­ჩე­ულ ექ­სტრა­ვა­გან­ტულ ტან­საც­მელ­ში ბრწყი­ნა­ვენ, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ჭუ­ჭყი­ა­ნი ჯინ­სით და გა­უ­უ­თო­ვე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით და­სე­ირ­ნობს ქუ­ჩებ­ში. ქა­ლებს ის ქა­რიზ­მის და მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო უყ­ვართ. არ­სე­ბო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და რო­მელ­თაც უკეთ აც­ვი­ათ, მაგ­რამ დი­კაპ­რიო რჩე­ბა გლო­ბა­ლურ ფე­ნო­მე­ნად. წარ­მო­გიდ­გენთ იმ მი­ზე­ზებს, რის გა­მოც ლეო დღემ­დე ყვე­ლას საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი და სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია. 

1. არ და­ხარ­ჯოთ დრო მო­და­ზე

სწო­რედ ასე იქ­ცე­ვა ლეო. მას შე­უძ­ლია გუ­ჩის ბოლო კო­ლექ­ცი­ის კოს­ტუმ­ში გა­მო­ე­წყოს, მაგ­რამ, მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­სას­ვლე­ლად ძონ­ძებს იც­ვამს. ყვე­ლა სხვა მსა­ხი­ობს, რო­მელ­საც გა­ხუ­ნე­ბულ კეპს, დაჭ­მუჭ­ნულ მა­ი­სურ­სა და შე­თე­ლილ ჯინ­სებ­ში და­ი­ნა­ხა­ვენ, კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რე­ბენ, მაგ­რამ ლეოს მხო­ლოდ აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ხვდე­ბა.

2. აიღე ოს­კა­რი ისე, თით­ქოს დიდს არა­ფერს ნიშ­ნავ­დეს

ჩვე­უ­ლებ­რივ, ოს­კა­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვე­ბი თით­ქმის ერ­თნა­ი­რია. თუმ­ცა ლეო ამ დრო­საც კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მა­ვალ­ზე და ბუ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

3. არა­სო­დეს თქვა უარი იახ­ტა­ზე დრო­ის გა­ტა­რე­ბა­ზე

ბუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ იახ­ტე­ბი მა­ინც ყვე­ლა­ფერს ჯობს. ლეომ იცის ეს და ხვდე­ბა, რომ რო­დე­საც 217 მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ა­ნი ქო­ნე­ბა გაქვს, იახ­ტე­ბი შენი ცხოვ­რე­ბის წესი ხდე­ბა.

4. არ თქვათ უარი მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბულ ტრენ­დებ­ზე

კი­კი­ნა, ბლან­ჟე, ელექტრო სი­გა­რე­ტი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში მა­სი­უ­რად მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია, ლეომ სტი­ლუ­რად აქ­ცია.

5. არ შე­გე­შინ­დეთ დას­ვე­ლე­ბის

ლეო სა­წუ­წაო თო­ფით ომო­ბა­ნას თა­მა­შის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია.

6. თა­ვად შექ­მე­ნი ფიტ­ნეს მოდა

რო­დე­საც გა­სულ წელს "დედ ბოდი" გახ­და გან­ხილ­ვა­დი ტრენ­დი, ზედ­მე­ტი წო­ნის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბის სექ­სუ­ა­ლურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვის მი­ზე­ზი სწო­რედ დი­კაპ­რიო გახ­ლდათ. სა­ნამ სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი სპორტდარ­ბა­ზებ­ში თა­ვის კუნ­თებს ავარ­ჯი­შებ­დნენ, ლეომ მო­მა­ტე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბით ახა­ლი ტენ­დენ­ცია შექ­მნა.

7. იცხოვ­რე სა­სი­ძოს ცხოვ­რე­ბით

41 წლის ლეო კვლავ უცო­ლოდ და­ი­ა­რე­ბა და სუ­პერ­მო­დე­ლებს თავს დას­ტრი­ა­ლებს.

8. იყა­ვი ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო

ესეც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­წი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნი­სა, ქა­რიზ­მი­სა თუ ნი­ჭი­სა, ვე­რა­ფე­რი და­გა­ყე­ნებთ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ, სა­ინ­ტე­რე­სო, ოს­კა­რო­სან­სა და სკორ­სე­ზეს მუ­ზა­ზე მაღ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია harpersbazaar.com-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ უნდა ფლობდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულს და ინარჩუნებდე უბრალოებას - დიკაპრიოს 8 წესი

როგორ უნდა ფლობდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულს და ინარჩუნებდე უბრალოებას - დიკაპრიოს 8 წესი

სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავები დიზაინერების შერჩეულ ექსტრავაგანტულ ტანსაცმელში ბრწყინავენ, ლეონარდო დიკაპრიო ჭუჭყიანი ჯინსით და გაუუთოვებული მაისურებით დასეირნობს ქუჩებში. ქალებს ის ქარიზმის და მომხიბვლელი გარეგნობის გამო უყვართ. არსებობენ მსახიობები, რომლებიც უკეთ გამოიყურებიან და რომელთაც უკეთ აცვიათ, მაგრამ დიკაპრიო რჩება გლობალურ ფენომენად. წარმოგიდგენთ იმ მიზეზებს, რის გამოც ლეო დღემდე ყველას საყვარელი მსახიობი და სასურველი მამაკაცია. 

1. არ დახარჯოთ დრო მოდაზე

სწორედ ასე იქცევა ლეო. მას შეუძლია გუჩის ბოლო კოლექციის კოსტუმში გამოეწყოს, მაგრამ, მაღაზიაში ჩასასვლელად ძონძებს იცვამს. ყველა სხვა მსახიობს, რომელსაც გახუნებულ კეპს, დაჭმუჭნულ მაისურსა და შეთელილ ჯინსებში დაინახავენ, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, მაგრამ ლეოს მხოლოდ აპლოდისმენტები ხვდება.

2. აიღე ოსკარი ისე, თითქოს დიდს არაფერს ნიშნავდეს

ჩვეულებრივ, ოსკარის ცერემონიაზე სამადლობელი სიტყვები თითქმის ერთნაირია. თუმცა ლეო ამ დროსაც კაცობრიობის მომავალზე და ბუნების მდგომარეობაზე საუბრობს.

3. არასოდეს თქვა უარი იახტაზე დროის გატარებაზე

ბუნებაზე ზრუნვა ძალიან კარგია, მაგრამ იახტები მაინც ყველაფერს ჯობს. ლეომ იცის ეს და ხვდება, რომ როდესაც 217 მილიონ დოლარიანი ქონება გაქვს, იახტები შენი ცხოვრების წესი ხდება.

4. არ თქვათ უარი მარგინალიზებულ ტრენდებზე

კიკინა, ბლანჟე, ელექტრო სიგარეტი - ყველაფერი, რაც დასავლურ კულტურაში მასიურად მარგინალიზებულია, ლეომ სტილურად აქცია.

5. არ შეგეშინდეთ დასველების

ლეო საწუწაო თოფით ომობანას თამაშის დიდი მოყვარულია.

6. თავად შექმენი ფიტნეს მოდა

როდესაც გასულ წელს ”დედ ბოდი” გახდა განხილვადი ტრენდი, ზედმეტი წონის მქონე მამაკაცების სექსუალურ ჭრილში განხილვის მიზეზი სწორედ დიკაპრიო გახლდათ. სანამ სხვა მსახიობები სპორტდარბაზებში თავის კუნთებს ავარჯიშებდნენ, ლეომ მომატებული კილოგრამებით ახალი ტენდენცია შექმნა.

7. იცხოვრე სასიძოს ცხოვრებით

41 წლის ლეო კვლავ უცოლოდ დაიარება და სუპერმოდელებს თავს დასტრიალებს.

8. იყავი ლეონარდო დიკაპრიო

ესეც ყველაზე რთული ნაწილი. მიუხედავად საკუთარი თავის რწმენისა, ქარიზმისა თუ ნიჭისა, ვერაფერი დაგაყენებთ ყველაზე ნიჭიერ, საინტერესო, ოსკაროსანსა და სკორსეზეს მუზაზე მაღლა.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება